გუშინ გიყურეთ და განსაკუთრებით ანუბისის და ვინმე ლუკას საუბარმა + პერფექტოს ჩართულობამ გამომახალისა. არადა იმ დღეს მოწყენილი ვიყავი. თქვენ მე რაღაც დროით განწყობა გამომიკეთეთ.
კარგები ხართ და არ შეწყვიტოთ.
ის მორცხვი გოგოც იმედია შეეჩვევა კამერებს და უფრო და უფრო გათამამდება.
ანუბისი + პერფექტო = ნაღდი უსათაუროელები.

ანუბისა კაი მჭერმეტყველი ყოფილა. პერფექტო კიდევ მუსიკალური ნიჭიერი. და არამხოლოდ. კარგი დუეტია. რესპექტები თქვენც და თორნიკესაც.