თბილისის მერია მეტროსთვის ვაგონებს რუსული კომპანია „მეტროვაგონმაშისგან“ [Метровагонмаш] შეიძენს. გადაწყვეტილება მიღებულია და ხელშეკრულება აღარ შეწყდება. ინფორმაციას BM.GE აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, EBRD-ის 2021 წელს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ რუსულ კომპანიასთან ხელშეკრულების პირობები შეიცვალა.
ირაკლი ხმალაძის მტკიცებით, ცვლილებები თბილისის მერიის ფინანსური რისკებისგან თავის არიდების გამო მოხდა და თქვა, რომ რუსული კომპანია „მეტროვაგონმაში“ სანქცირებული არ არის.
„ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები და ჩვენი ფინანსური რისკები მაქსიმალურად დაზღვეულია. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ფასად ჩვენ ალტერნატიული მომწოდებლისგან ვაგონების შესყიდვას ვერ შევძლებდით და ტენდერში გათვალისწინებულ შემდეგ წინადადებაზე რომ გადავსულიყავით შესყიდვა 30-35%-ით გვიძვირდებოდა, ვეცადეთ არსებულ მომწოდებელთან მოლაპარაკებები ისე დაგვესრულებინა, რომ ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად დაგვეზღვია. ამ პირობებს მივაღწიეთ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან შეთანხმდა ყოველი ეტაპი და თითოეული პუნქტი, რომელიც ხელშეკრულებაში შევიდა. ამ კონტრაქტით დაიწყება ვაგონების დამზადება და ვიმედოვნებთ, ამ ვაგონების მუნიციპალიტეტისთვის მიწოდება კონტრაქტის გათვალისწინებულ ვადაში მოხდება.
იმ შემთხვევაში თუ კომპანია ვერ შეძლებდა წარმოებას, ჩვენ გადახდილი თანხისა და მიუღებელი საქონლის პირისპირ არ უნდა დავრჩენილიყავით. ცვლილებების მიხედვით ჯერ ვაგონების მოწოდება და ექსპლუატაციაში ჩაშვება მოხდება და მხოლოდ იმ პორციას ავანაზღაურებთ, რომელიც ჩამოვა“, - უთხრა ხმალაძემ BM.GE-ს.
შეგახსენებთ, რომ EBRD-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც თბილისის მეტროპოლიტენის მიერ 44 ვაგონის შესყიდვას შეეხებოდა რუსულმა კომპანია „Метровагонмаш-მა“ 2021 წლის დეკემბერში გაიმარჯვა. ტენდერის ღირებულება 49,190,000 ევროა.
პროექტს თბილისის მერია და “თბილისის სატრანსპორტო კომპანია” EBRD-გან მოზიდული კრედიტით აფინანსებენ და მის ფარგლებში ახალი ვაგონების შესყიდვასთან ერთად, დეპოს და საბურთალოს ხაზის დამაკავშირებელი გვირაბის რეაბილიტაციაც უნდა ჩატარდეს.
2022 წლის 11 მარტს თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო რომ EBRD-მ „მეტროვაგონმაშთან“ ფინანსური ანგარიშსწორება შეაჩერა. კალაძემ თქვა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი საერთაშორისო სანქციები გახდა, რომელიც კომპანიას ემუქრებოდა. ის ამბობდა, რომ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა თბილისის მერიისა და EBRD-ის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო.
https://mtavari.tv/news/111477-tbilisis-mer...mash-gan-metros
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი