Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠

        
ჯგუფი: Members
წერილები: 47088
წევრი No.: 4293
რეგისტრ.: 9-February 04
|
#60774945 · 14 Oct 2023, 23:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რავა ყველას ამ მიშასი ეშინია QUOTE | ბიშკეკში დსთ-ს წევრი ქვეყნების მეთაურთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ ფორმატში თანამშრომლობის სირთულეებზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ურთიერთობები რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მიმდინარებს და ამ კონტექსტში ახსენა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა.
„ზოგი ქვეყანა, რომელიც დღეს დსთ-ს შემადგენლობაში ჯერ ისევ ირიცხება, არ მუშაობს ამ ფორმატში. მაგრამ რა მინდოდა მეთქვა: საქართველოსთან ყველაფერი დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის წარუმატებელი მცდელობით, გადაეწყვიტა ზოგიერთი შიდა პრობლემა ძალისა და სამხრეთ ოსეთზე შეტევით.
აქედან დაიწყო ყველაფერი - და შედეგებით, რომლებიც ამ ავანტიურამ წარმოშვა. ოდესღაც უკრაინამ დსთ-ს ფუნდამენტურ დოკუმენტებს მოაწერა ხელი, მაგრამ, სინამდვილეში, სრულ ფორმატს არ მიერთებია. უკრაინას ხომ არ მოუხდენია ამ დოკუმენტების რატიფიკაცია. არ ყოფილა რატიფიკაცია. იმთავითვე, არსებითად, თავს არიდებდა სრულმასშტაბიან თანამშრომლობას.
მაგრამ ისეთი ქვეყანა, როგორიც მოლდოვაა, ის, პრაქტიკულად, კარგავს თავის იდენტობას. ამ ქვეყნის ელიტები, საერთოდაც, ფიქრობენ, რომ არც მოლდოველები არიან - ისინი თავს რუმინელებს უწოდებენ.
მაგრამ ეს მათი არჩევანია, ქვეყნის იდენტობის სრულად დაკარგვა, ეს მოლდოვის დღევანდელი ხელმძღვანელობის არჩევანია.
მაგრამ გავიმეორებ, რომ მათ სურთ ასე, ვერავინ შეუშლის ამას ხელს, გარდა თავად მოლდოველებისა, თუ ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც თავს მოლდოველებად მიიჩნევენ, - განაცხადა პუტინმა
|
--------------------
Sic semper tyrannis⚡️
|