ZenMasterრაის ზენ მასტერი ხარ, ასეთ დღეში თუ ხარ

კაი დეპრესიის და შფოთვითი აშლილობის ნიშნებს ამჟღავნებ.
ვერაა ეს კაი ამბავი თავისთავად, მაგრამ კარგი ისაა, რომ იცი, რითიცაა გამოწვეული და შეგიძლია მიიღო რაიმე ზომები, რომ გამოასწორო.
მთავარია მართლა გინდოდეს, რომ შენს თავს უშველო და ეს შველის თხოვნა უბრალოდ ყურადღების მიქცევის მცდელობა არ იყოს.
შენს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ხშირად სინამდვილეში არ უნდათ არაფრის შეცვლა. თავიანთ ტანჯვაზე არიან დამოკიდებულები, ერთგვარ ეგზისტენციალურ საყრდენს აძლევთ ის, რომ აი, ასეთი ცხოვრება ერგო წილად, ოჯახი შესანახი ჰყავს, სამსახურს რა უყოს, საკუთარი თავისთვის ვერ იცლის, ბლა, ბლა, ბლა, მოწამეობრივი ნარატივი..
ძალიან კარგად იცი შენ თავად რაც გჭირდება და რაც უნდა გააკეთო, იმისთვის, რომ მიიღო ეს რაც გჭირდება. დასვენება იქნება, გართობა თუ განტვირთვა.
გისურვებ წარმატებებს, თვითგამორკვევასა და შვებულებას