#62174962 · 15 Jul 2025, 13:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მათიას მართალი ზამერი
ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა და მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, მატიას ზამერმა Kicker-თან ინტერვიუში გერმანული ფეხბურთის პრობლემებზე ისაუბრა.
„როგორც ჩვენი ფეხბურთის ისტორია აჩვენებს, ჩვენ, გერმანელები, ყოველთვის ვთამაშობდით როგორც ერთიანი, ძლიერი და კომპაქტური გუნდი. ჩვენ გვყავდა ცალკეული მოთამაშეები, რომლებიც გენიოსები იყვნენ, მაგრამ როგორც გუნდი, მანქანა ვიყავით. გერმანულმა ფეხბურთმა დაკარგა თავისი ფუნდამენტური იდენტობა და მასთან ერთად, მისი არსებითი ძლიერი მხარეები. ვერ შევძელით ინოვაციასა და ტრადიციას შორის ბალანსის დამყარება, რაც ჩვენი იდენტობის შესანარჩუნებლად არის საჭირო.გერმანულმა ფეხბურთმა თავისი იდენტობა უნდა აღადგინოს ტრადიციისა და თანამედროვე საფეხბურთო რეალობის შერწყმით. აქცენტი უნდა დაბრუნდეს კოლექტიურ დისციპლინაზე, პატიოსან შეფასებასა და გრძელვადიან გეგმებზე. ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა იქნება, შეძლებს თუ არა ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი ნაკრების წინსვლას „ზედმეტი ზეიმის“ და ცრუ პროგრესის ხაფანგში ჩავარდნის გარეშე"
|