ეს არის დღევანდელი ნიუსი:
ნადიმ ხმალაძე - გამოკითხვაზე დაისვა კითხვები ჩემს ოჯახურ მდგომარეობაზე, საქმიანობაზე წარსულში, უკრაინაზე - ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო დაშინება
https://www.interpressnews.ge/ka/article/80...hevno-dashinebaეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო დაშინება, - ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლმა ნადიმ ხმალაძემ გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.
ნადიმ ხმალაძის თქმით, მას კითხვები უკრაინაში ყოფნასთან დაკავშირებითაც დაუსვეს.
"დაისვა კითხვები ჩემს ოჯახურ მდგომარეობაზე. ჩემს საქმიანობაზე წარსულში, ოღონდ ძალიან შორს წარსულში. დაისვა კითხვა უკრაინაზე, ჩემს იქ ყოფნასთან დაკავშირებით და ჩვეულებრივი, რაღაც ყოფითი კითხვები. არც კონკრეტულად ვინმე პირზე ყოფილა საუბარი, ზოგადი საუბარი იყო - ხომ არ მაქვს ვინმესთან უცხოეთში კავშირი. ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო დაშინება, შეშინება თუ რაღაც ასეთი", - აცხადებს ნადიმ ხმალაძე
ამასთან, როგორც ნადიმ ხმალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, კითხვები იყო ტერორიზმთან დაკავშირებითაც, თუმცა საერთო ჯამში მათი შინაარსი გაუგებარი იყო.
„იყო კითხვები, რა თქმა უნდა, ტერორიზმთან დაკავშირებით, გარკვეულ ქმედებებთან დაკავშირებით. თუ არის საშიშროება, რომ ქვეყანაში მოხდეს რაიმე ტერორისტული აქტი, რაიმე სახელმწიფო გადატრიალება, გარკვეული კონკრეტიზაცია უნდა მოხდეს, თუ გინდა, რომ ვინმესგან ინფორმაცია მიიღო, ასე საბავშვო კითხვების დასმა, ეს იყო ძალიან აბსურდული, უბრალოდ ვერ გავიგეთ კითხვების შინაარსი, ვის წინააღმდეგ იყო და რას ემსახურებოდა“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ხოლო ორი დღის წინ რომ თქვა ხმალაძემ, მიბარებენო, ფბ-ში ასეთი კომენტარები დატოვეს:
- ხომ არ დააგვიანდათ,თავს რას გვაცოდებ ფაშისტო / ეთერი სუხიაშვილი
- ტრაქში გაქვს გასაკეთებელი,ჩინური წიწაკა..იმედი მაქვს / გიგა
- ნადიმ როგორც ჩანს შენ სანადიმოდ არ გექნება საქმე.პატრიოტ კაცს არ გავხარ. / Zviadi Toloraia
- უკვირს "ნაიომნიკ" მკვლელს!. / დარეჯან ქევანაშვილი
- დახვრიტეთ ეს გარეწრები !!! / Inga Chantyria
https://www.facebook.com/interpressnews.ge/...ft1qwy7KtNq1nelესენი მთავრობა არ არის, არამედ „უბრალო“ ქოცები არიან.
ესენი ისე დაახრჩობენ საქართველოს რუსის ჩეჩმაში, არც კი შეყოყმანდებიან.
This post has been edited by griankali on 22 Jul 2024, 20:01
რუსეთი უნდა დაინგრეს.