Ladiesmanდიდად კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის მცოდნედ ვერ დავდებ თავს, თუმცა მოგახსენებთ ჩემს აზრს, თუ რას ნიშნავს.
ავიღებ პირობით რიცხვებს:
ვთქვათ, არჩევნებზე მივიდა 1 მილიონი ამომრჩეველი და მისცა ხმა.
ხმების დათვლის მერე აღმოჩნდა, რომ 100 ათასი ბიულეტენი გაფუჭებულია (გაფერადებულია ორი წრე, არც ერთი არაა გაფერადებული და ა.შ)
ეს 100 ათასი ბიულეტენი ბათილად ცხადდება და არ მონაწილეობს ანგარიშში.
რჩება 900 ათასი, რომლიდანაც დაითვლება ხმები თუ ვინ ვის მისცა ხმა.
ისევ პირობით რიცხვები ავიღოთ და დავუშვათ, რომ პარტიებმა ამ რაოდენობით მიიღეს ხმები:
პარტია ალფა: 300 ათასი ხმა
პარტია ბეტა: 180 ათასი ხმა
პარტია გამა: 130 ათასი ხმა
პარტია დელტა: 100 ათასი ხმა
პარტია ეფსილონი: 70 ათასი ხმა
პარტია სიგმა: 50 ათასი ხმა
პარტია ომეგა: 40 ათასი ხმა
პარტია ომიკრონი: 30 ათასი ხმა
პარტია ომეგა ღებულობს შემდეგ პროცენტს მთლიანი ხმებიდან: 40 ათასი / 900 ათასზე = 0,044 ანუ 4.4%
პარტია ომიკრონი ღებულობს შემდეგ პროცენტს მთლიანი ხმებიდან: 30 ათასი / 900 ათასზე = 0,033 ანუ 3,33%
შესაბამისად, ეს 2 პარტია რჩება ბარიერს მიღმა და ვერ შევა პარლამენტში.
პარტია სიგმა, რომელმაც აიღო 50 ათასი ხმა, 5.5 პროცენტით (50 000/900 000) შებობღდება პარლამენტში. ანალოგიური ფორმულით შედიან პარლამენტში პარტიები ალფა, ბეტა, გამა, დელტა, ეფსილონი და სიგმა.
ახლა რაც შეეხება ადგილებს ვის რამდენი შეხვდება: 150 კაცი შედის პარლამენტში და ყველა პროპორციული სიით ირჩევა.
იმ პარტიების ხმები, რომლებმაც 5% ბარიერი ვერ გადალახეს, არ ითვლება ამ შემთხვევაში.
ბარიერგადალახული პარტიების ხმა უნდა უნდა გამრავდეს 150-ზე და გაიყოს იმ ხმების ჯამზე, რომლებიც ბარიერგადალახულმა პარტიებმა მიიღეს.
ამ მაგალითის შემთხვევაში, 830 ათასი არის ბარიერგადალახული პარტიების ჯამი.
მანდატების განაწილება იქნება ასე:
პარტია ალფა: 300 000 * 150 / 830 000 = 54,21 = 54 წევრი
პარტია ბეტა: 180 000 * 150 / 830 000 = 32,53 = 32 წევრი
პარტია გამა: 130 000 * 150 / 830 000 = 23,49 = 23 წევრი
პარტია დელტა: 100 000 * 150 / 830 000 = 18.07. = 18 წევრი
პარტია ეფსილონი: 70 000 * 150 / 830 000 = 12.65 = 12 წევრი
პარტია სიგმა: 50 000 * 150 / 830 000 = 9,03 = 9 წევრი
პარტია ომეგა: 40 ათასი ხმა - 5 %-იანი ზღვარი ვერ გადალახა და დარჩა გარეთ
პარტია ომიკრონი: 30 ათასი ხმა = 5 %-იანი ზღვარი ვერ გადალახა და დარჩა გარეთ
პარლამენტში შესული ხუთივე პარტიის მანდატების რაოდენობა რომ შევკრიბოთ, არის 148 ადამიანი. ის 2 კაცი მთელების გადანაწილებაში ხომ გაიფლანგა.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით კი, ეს დარჩენილი რაოდენობა რიგითობით ეძლევა პარლამენტში შესულ პარტიებს. ანუ 1 დაემატება და
პარტია ალფას ეყოლება 55 წევრი
ბეტასაც ემატება 1 და ეყოლება 33 წევრი
გამა 23 წევრი
დელტა 18 წევრი
ეფსილონი 12 წევრი
სიგმა 9 წევრი
ესეც 150 კანონმდებელი
თუ რამე არასწორად დავწერე, არ ჩამქოლოთ.

ფინანსისტი ვარ და კანონმდებლობას თავისუფალ დროს ვუთმობ ხოლმე ))
This post has been edited by GEPTI on 26 Sep 2024, 22:49