#61669811 · 4 Nov 2024, 21:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ იმდენად შოკში ვიყავი, რომ არაფერი არ დამიწერია ამ დღეებში და ისევ ვარ. თუმცა არ მინდა ახლა აქ ნიჰილიზმის თესვა და ურთიერთკრიტიკა, ამით მაგათ ტროლები ვასაზრდოვებთ. ახლა ბარათაშვილზე ვარ და მუხტი არის, არასაკმარისი მაგრამ არც ადვილად ჩაქრობადი, ცოტა ხასიათზე მოვედი.
მოვამზადოთ მანიფესტი ფორუმის სახელით ოპოზიციის ლიდერების სახელზე და იქ გამოვყოთ რამდენიმე პუნქტი, ჩავასწოროთ დავამატოთ, ამოვაკლოთ, ოღონდ რამე შინაარსიანი და გააზრებული იყოს.
ახლა წავიკითხე ნოდიას ანალიზი და დღეის მდგომარეობით მართალია. ამიტომ არც აღტკინება და არც ნიჰილიზმი, არამედ ცივი გონება და ცხელი გული. ჩვენ ვართ ბევრნი და ისინი ცოტა მაგრამ ისინი დიდ უპირატესობას ფლობენ ადმინისტრაციული რესურსის, სახელმწიფო სტრუქტურების და სხვა ფაქტორების ხარჯზე, რაც ყველასთვის ცნობილია. იმათ არ აქვთ სენტიმენტები ან გრძნობები , უბრალოდ პრაგმატულად უდგებიან საკითხს და ხალხის სილენჩის გამო გამოსდით.
ასე ორსაათიანო გამოსვლები და დაშლები რათქმაუნდა მუხტს მოკლავენ. გინდა თუ არ გინდა ისეთ მდგომარეობაა, რომ უკან დასახევი არ არის და დღეს-ხვალ დღეს-ხვალ არ შეიძლება.
მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი არის ჯერ კიდევ უნდობლობა. ხალხი ოპოზიციას არ ენდობა და ამის მიზეზი არსებობს წინა პროტესტის გამოცდილებიდან გამომდინარე. მეორე მხრივ ოპოზიციაც ხალხს არ ენდობა, არ უნდათ რამე დიდი დაუმორჩილებლობა გამოაცხადონ და ბოლოს ხალხი არ აჰყვეს.
უნდა ვაღიაროთ რომ ბოლო დროს ეს ტენდენცია ცოტათი გაუმჯობესდა, ამ მანკიერი წრიდან ქვეყანა ახალგაზრდობამ გამოიყვანა. მაგრამ ვხედავთ უკუშებრუნების ნიშნებსაც, რაც რათქმაუნდა არ უნდა დავუშვათ.
ამ მხრივ უკიდურესად, და მე თუ მკითხავთ, ყველაფერზე მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ბრძოლის რეჟიმში ვართ, საზოგადოებამ უნდა გაისისხლხორცოს ეს მოცემულობა. უნდა მიხვდეს ყველაზე რომ ეს არ არის რიგითი ყოველდღიური ცხოვრება, არამედ ბრძოლის დღეებია. მაგ. ჩემს სამსახურში ან საახლობლოში ყველა ერთ აზრზეა, მაგრამ ძალიან ცოტას თუ ეტყობა, რომ მზადაა მშვიდობიანი ან რადიკალური ბრძოლისთვის, რუსთაველზე და სხვა ქუჩებზე მორიგეობისთვის, წინააღმდეგბის მუხტი განელებულია. ამის შექმნას კი ერთი და ორი დღე არ ეყოფა. ამისათვის საჭიროა აქტიური დაუღალავი საუბარი და მუშაობა პირველ რიგში ხალხთან. დაითქვას ერთი თარიღი, სადაც იტყვიან, რომ გეგმის ფარგლებში (და არა ისე ამ დღეს გეგმას გაგაცნობთო და მერე დაგვშალონ) ამა და ამ დღიდან (ყველაზე რეალური პარლამენტის შეკრების დღე) იწყება პერმანენტული აქციები და დაუმორჩილებლობა. ამ პერიოდში კი არ უნდა დაიმალონ, არამედ პირიქით, ხალხი უნდა შეამზადონ ფიზიკურადაც და მორალურადაც. ამაზე მთელი ქვეყანა უნდა ლაპარაკობდეს სამსახურში საავადმყოფოში, კაფებარებში, თეატრებში და ყველგან და მუხტი ამგვარად უნდა აწიონ. რეგიონებიდან ხალხის მასიური მობილიზაციაა საჭირო, მანქანების კოლონების ნახვა მუხტს ასმაგად გაზრდის. ამავდროულად ლოჯისტიკა, მორიგეობების დაწესება, ერთმანეთის შეცვლა და სხვა მსგავსი დეტალებია მოსაგვარებელი. თუ ყველაფერი კარგად დაორგანიზდა და ამის ნიჭი გვარამიას ნამდვილად აქვს, არც ხალხს ექნება ნიჰილიზმის და უიმედობის განცდა და არც ოპოზიციას შეეშინდება, რომ ავანტიურას წამოიწყებს და ხალხი არ აჰყვება. ესაა მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი და ამას უნდა გადალახვა. მერე რათქმაუნდა შემდეგი ეტაპია ძალოვნების გადმობირება და სახელისუფლებო ვერტიკალურ სრული ჩამოშლა.
ეს ზოგადი გეგმაა, მაგრამ იმედია მათ გაცნობიერებული აქვთ ეს ყველაფერი. ან რატომ არ უნდა ჰქონდეთ, უკან დასახევი არ გვაქვს არაფერი. რაც ნოდიამ დაწერა ეგ იქნება საუკეთესოდან საუკეთესო ვარიანტი თუ ამათ ამოსუნთქვის საშუალებას მივცემთ.
გთხოვთ, შევადგინოთ რამე მანიფესტი ან მიმართვა ოპოზიციის მიმართ, ჩამოვაყალიბოთ, თუ რას მოითხოვს ხალხი და დეტალები უკვე თვითონ იციან.
|