MR_ABCDროგორც დამხმარე, კიბატონო
მე ვერ წამართმევს, იმიტომ რომ მივატოვე ეს პროფესია ბოლო რამდენიმე წელია:დ
ზოგადად კი მგონია რომ, მაგალითად, როგორც ამ შემთხვევაში, მხატვრულ ტექსტს შესაბამისად და ლამაზად ვერასოდეს თარგმნის
ამ თემაზე უსასრულო დავა მაქვს ხოლმე, არ გააჩნია ხელოვნურ ინტელექტს ადამიანური აღქმის უნარი, ესთეტიკა, "სულიერება"
ხელოვნური ინტელექტის გენერირებულ ტექსტსა თუ ფოტო-ვიდეო მასალას ყოველთვის ეტყობა რომ ხელ. ინტელექტია, რაღაცნაირი მანქანურია
არ ვიცი, მე ყოველთვის გავარჩევ, ფოტო-ვიდეოებსაც აქვთ რაღაც uncanny valley ეფექტი, რაც არ უნდა რეალისტურად ჩანდეს
მგონია რომ ბოლომდე ვერცერთ პროფესიას ვერ ჩაანაცვლებს, მაქსიმუმ დამხმარედ გამოიყენონ და სამუშაო დრო შეგიმცირდეს
ახლახანს იყო ნიუსებში, ვიღაც დებილმა დირექტორმა მთელი კომპანია დაითხოვა და ხელოვნურ ინტელექტს მიანდო მთელი საქმე, 40 მილიონი იზარალა მერე, რაღაც სისულელეები აკეთა ეიაიმ

დდდდდ
ხოდა ამას ვამბობ
ხელოვნური ინტელექტი სხვა არაფერია, გარდა ინტერნეტში ხელმისაწვდომი ინფორმაციის შემგროვებლის, გადამამუშავებლის და მოკლე შინაარსის გადმომფურთხებლის. ინტერნეტში კი იმდენი იდიოტობაა, ჩემ გარეშეც გეცოდინება, ეგ ინფოს ვერ ფილტრავს, რასაც ამუშავებს, ამუშავებს ყველანაირ ყველაფერს
This post has been edited by Katutu on 14 Jun 2025, 01:19