#61965510 · 16 Mar 2025, 02:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტრამპის სიტყებით, თუ უკრაინა თანახმა იქნება ომის შეწყვეტის პირობებზე, და რუსეთი ამ საკითხში წინააღმდეგი წავა, ტრამპი დაუწესებს სანქციებს რუსეთს რომელიც დამანგრეველი იქნება რუსეთისთვის.
შეკითხვა ამერიკის დამცველ კომკავშირელებთან:
გაეროს წესდებით ქვეყნების აღიარებული საზღვრების ძალისმიერი მეთოდით შეცვლა დაუშვებელია. თუ აშშ-სს ისეთი სანციების დაწესება შეუძლია რუსეთისთვის, რომელიც დამანგრეველი იქნება რუსეთისთვის, რა აკლია დღევანდელ სტატუს-ქვოს იურიდიულად რომ ან ბაიდენის დროს დაეწესებინათ ასეთი დამანგრეველი სანციები, ან დღე დაუწესონ? რამე კითხვის ნიშნები არსებობს გაეროს ზემოთხსენებული წესების დარღვევასღან დაკავშირებით? არ შეჭრილა რუსეთი უკრაინაში? არ არის საკმარისი დღევანდელი სტატუს-ქვო იმისთვის, რომ რუსეთი საკადრისად დაისაჯოს?
რას გვევაჭრება ტრამპი ჩვენ, ან რას ევაჭრება უკრაინელებს? ანუ გარიგებილი იყო აშშ რუსეთთან თავიდანვე, ომის დაწყების მომენტში, თუ რატომ არ დაუწესდა ეს ასეთი "დამანგრეველი" სანქციები თავიდანვე რუსეთს თუ ასეთი სანქციები არსებობდა?! ანუ, სწორს წერდა ბუტყუჭი?!
აბა, ველოდები აშშ-ს გამპრავებლების ვერსიებს.
This post has been edited by picpic on 16 Mar 2025, 02:54
|