გამსვლია გრძელვადიანი ბანის ვადა.
უამრავი რამის დაწერა მინდა მაგრამ იმის 5 % ვერ დავწერ რისი დაწერაც მინდოდა მთელი ამ ევროპის ჩემპიონატის დროს.
ერთი კია...
ლომინაძე უდიდესი გაქანების ფეხბურთელია. უდიდესი და მისი ძირითადში არ თამაში დინამოში,მთლიანად ასახავს ამ გუნდს და მასში მყოფი "პროფესიონალებს".
ლომინაძე არის უდიდესი გაქანების და შესაძლებლობების ფეხბურთელი.
დღესვე,ამ წამიდან არის დასაწინაურებელი მთავარ ნაკრებში.
ლუკა გაგნიძე არ იყო ფორმაში, თორემ რაც არ უნდა იძახოთ ფაქტი ერთია,უდიდესი გაქანების ფეხბურთელია და დაამტკიცებს ამას. გინდ რუსეთში თამაშობდეს გინდა ემელესში, ნიჭით ტალანტით და ქუთაისური სიჭკვიანე ეშმაკურიბით ეს ბიჭი ქართული ფეხბურთის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს და იქნება.
სიგუაზე ამას წინათ წავიკითხე ნელიაო,ერთ ერთი ყველაზე სწრაფი შუა ნახევარმცველია,სხვა საქმეა რომ სამუშაო უამრავი აქვს,მთავარია ტრავმიანობას მოუხერხოს რამე.
ხარატიშვილი- ბოლო ჩავარდნა რომ არ ავიღოთ ტოპ ევროპა ქონდა. ვისაც წაყვანა უნდა წაიყვანს და უნდა წაიყვანოს.
მაისურაძემ საფრანგეთთან თამაში ჩააგდო პირწმინდად და საერთოდ არ ვარ მასზე გადარეული როგორც აქ ძალიან ბევრი ძალიან კარგი იუზერი. 23 წლის მცველს ამდენი წუნი არვიცი...თან როგორც ტაქტიკურად ისე ტექნიკურად წუნი
აზაროვი არის ტოპი. წავიდეს ტოპ ჩემპში და ნახავთ რომ აზაროვი არის ტოპი. ამისი ვერ შემჩნევა ფეხბურთის უცოდინრობა...
ვისზე ნაკლები დაცვა აქვს?! და და ვისზე მეტი შეტევა,ბურთის ამოტანა,ტაქტიკური განსწავლულობა და ინტელექტი არ აქვს მოედანზე,ეს სხვა საკითხია

))
მამაგეიშვილები ძალიან საჭირონი ორივე. ძალიან.
ოდიშარიას წითელზე-მთელი ფორუმი ვითხოვდით ბედოშვილს,შანსის მასზე მიცემას წინა თამაშებში,ვერ მიიღო. მიიღო იეგოიანმა. ფეხბურთის ღმერთი საქართველოს არ პატიობს მსგავს შეცდომას.
ბედოშვილზე ბევრად მეტი დრო იყო მისაცემი რადგან არცერთ ფეხბურთელს დღეს,უ-21 შეტევაში იმხელა განსხვავების შექმნა არ შეუძლია რაც ბედოშვილს. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს.
საზონოვი-ტოპ. დასაფასებელი.
ხვადაგიანი- ვინც ყველაზე მეტად გამაკვირვა. შეიძლება ითქვას რომ საუკეთესო ევროპა ქონდა გუნდში. ძალიან მაგრად ჩაატარა. გადაწიეთ მარჯვენა მცველად და ჩვენს ნაკრებს 12-13 წელი მარჯვენა მცველი პრობლემა მოეხსნება.
მოკლედ სასაცილოა ის რომ ამ ნაკრებიდან ხალხი ვერ ხედავს მთავარ ნაკრებში დასაწინაურებელ ხალხს.
7-8 კაცი გამოსაძახებელია. დღესვე.
ხარატა,ხვადაგიანი,საზონოვი,აზაროვი,ლომინაძე,ოთო მამაგეიშვილი,კვერნაძე.
ფეხბურთელები რომლებიც დღესვე იმსახურებენ გამოძახებას.
უახლოესი რეზერვი- გაგნიძე,სიგუა,ოდიშარია,ბედოშვილი,აბუაშვილი.
ამ ნაკრებმა ისეთი საქმე გააკეთა,როგორიც არცერთ უ21 არ გაუკეთებია ნაკრებისთვის.
This post has been edited by georgianpele on 17 Jun 2025, 23:38