მინდა მოგითხროთ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის ამბავი.
გაფრთხილება პოსტი დიდი გამოვა.
1997 წლიდან ვიცი მე ეს გამზირი. მაშინ ჯერ კიდევ ის ხრონგი ტრამვაი დარახრახებდა ამ უბანში. მაინც საკმაოდ მშვიდი, წყნარი ფართო და სასიამოვნო ქუჩა იყო. უბანიც საკმაოდ კარგი იყო. როდესაც ადგილ მონაცვლეობა შემეხო საბურთალოზე და ბინის გამოცვლა დამჭირდა, რა თქმა უნდა ამ გამზირს მოვაშურე. 2020 წელი იყო, გაგანია პანდემია მიდიოდა.
არ დამცალდა დიდი ხანი დატკბობა ამ გამზირის სიმშვიდით. ჯერ დაიწყო განაშენიანების ჯოჯოხეთური ტემპი. რასაც ე.წ. ივანიშვილის საწარმო "ელიტა ბურჯიც" კი შეეწირა. დიდი ქარხანა რომელიც უამრავი რამის გამკეთებელი იყო (ბლექსი არენა ჩვენი გაკეთებული იყო), განგებ გააკოტრეს და საბოლოოდ დემონტაჟზეც გადაცეს. ახლა მის ადგილზე დიდ საცხოვრებელ კომპლექსს აგებენ, როგორც გავიგეთ მინიმუმ 16 კორპუსი უნდა ჩატენონ, რომელთა თითოეულის სიმაღლე როგორ მოხდება რომ 15 სართული არ იყოს?
ასევე მიყენებულია დიდი სამშენებლო კამპანია საავიაციო ქარხანასაც, მის ირგვლივ უფრო ახლოს და ახლოს ხდება ახალი და ახალი ბეტონის უსახური ხრონგის ჩადგმა (არქიმ ზედ ღობეზე მიაშენა 19 სართულიანი კორპუსი). როგორც ჩანს დროის საკითხია და საავიაციო ქარხანასაც ელიტაბურჯის ბედი ელოდება. ასევე დირსი რომელიც მტკვრის სანაპიროზეა გაშენებული კომუნისტების მიერ მოწყობილ ყოფილ სამშენებლო ნაგავსაყრელზე, ასე ვთქვათ ნაჭაობარ ადგილზე, აპირებენ მის გაგრძელებას ჯერ ტურფამდე და მერე საავიაციო ქარხნამდე.
ჩრდილოეთით უბანს სამრეწველო უბანი აქვს, უამრავი საწყობებით, დეპოებით და ასე შემდეგ, ასევე კერძო სახლებით. თუ ვინმეს გინახიათ გეთიას ქუჩაა. მის ათვისებაზეც მიდის საუბარი. ეგეც დროის საკითხია და მანდაც როგორც ჩანს საშუალოდ 20 სართულიანებს ჩადგავენ.
არ დავიწყებ საუბარს იმაზე რომ ამ შემოსავლის მქონე ქვეყანას როგორც კატას რქები ისე სჭრდება ამდენი კორპუსი, არც იმ დანაშაულზე რის საფუძველზეც მიდის ეს უკონტროლო განაშენიანება ქალაქში. ამ მომენტში შევეხები თავად გამზირს.
ჯერ ისედაც არც ისე პატარა რაოდენობის მოსახლეობა ვცხოვრობდით ამ გამზირზე. მე ამ მომენტში აღვწერე მიმდინარე პროექტები, მაგრამ არ შევხებივარ უკვე აშენებულ ან თითქმის დასრულებულ პროექტებს, რომელიც საკმაოდ ბევრია ისედაც. ანუ რა მინდა ვთქვა, მზარდია ეს უბანი. გარკვეული პერიოდის მერე აქ არსებული მოსახლეობა (როგორც მივხვდი დაახლოებით 50კ ვცხოვრობთ პლიუსმინუსით) მინიმუმ ორმაგდება რაოდენობაში. ღმერთმა ქართველები გვამრავლოს, მაგრამ რომ არაა ეს ქართველებზე გათვლილი... ნუ კარგი, ისევ გზაზე ვისაუბრებ. ამ უბანს ემსახურება ერთად ერთი გზა. რომელიც იწყება ასტორიასთან და მთავრდება გარდაბნის ავტომაგისტრალთან.აქვს მხოლოდ ჩიხებში შესასვლელები და არც ერთი სხვა პარალელური გზა, რომლითაც შესაძლებელია უბანი დატოვო. აუცილებლად უნდა დადგე მაგ ერთად ერთ გზაზე თუ გინდა გახვიდე უბნიდან.
საერთოდ როცა კალაძემ რომელიმე უბანს მიაკითხა მე პირადად არ მახსოვს იმ უბანში წესიერება მომხდარიყოს. თავისი უაზრო სატრანსპორტო პოლიტიკითერთად ერთი რაც გამოიწვია საცობები და ნეგატივი მოსახლეობაში. აქაც რა თქმა უნდა იგივე მოხდა.
ჯერ კიდევ 2023 წელი იყო როდესაც უბანში ვიღაც სასტავი გამოჩნდა რომლებმაც რაღაცეების მონიშვნა დაიწყეს, თან ამას აკეთებდნენ ღამის საათებში, როცა მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ქუჩაში არ იყო. შედეგი მივიღეთ კოშმარი. სხვაგან ასფალტის საფარი მაინც გამოცვალეს და ზოგან კანალიზაციაც... აქ...
აქ არაფერი არ გამოცვალეს, ისევ ის ორმოები, ისევ ის მოუწყობელი ტროტუარები სადაც გავლისას გუბეები დგება და ლაფია.
სამაგიეროდ დაგვიდგეს უამრავი ე.წ. უსაფრთხოების კუნძული ზედ გამზირის ცენტრში. საავიაციო ქარხნის შესასვლელიდან თუ დავიწყებთ. ასე ვთქვათ პირდაპირ გადაკეტეს შესასვლელი ქუჩა უზარმაზარი კუნძულით. რომლის ზუსტი დანიშნულება მხოლოდ დამხოლოდ ავტომობილით გადაადგილების გართულებაა.

წითლით მოხაზულს თუ დააკვირდებით საერთოდ გასულია ამ სამყაროდან ეგ მონაკვეთი, ტროტუარი არსაით. ასასვლელი აქვს ინვალიდების და ამ დროს ის ცალ მხარეს ეჯახება ნაგვის ბუნკერს. რაც მთავარია მის მარჯვნივ რომ საფეხმავლო კიბის ასასვლელია ხელიც არ უხლიათ, ასევე გაზონი მის ირგვლივ ხალხის მიერ მოვლილი რაცაა თორე მერიას სულ ქინძზე კიდია მაგ გაზონის მოვლა.
სიმართლე გითხრათ არც მინდა რომ მოხედონ, ლომის წილთ რაღაც ცუდს უზავენ ამ ადგილს. ამ კუნძულით პრაქტიკულად გასასვლელის ნახევარი დაკეტეს.
თუმცა არც მასთან იქვე მყოფ შუქნიშანზე შეგვიძლია რამე წესიერი ვთქვა.

გზაჯვარედინი არსაით. ხო მესმის რომ მანდ მშენებარე უბანია და რო აშენდება ხალხიც მოიმატებს. მაგრამ, ამ მომენტში მაინც იქ მანქანები დაახლეობით გადაადგილდებიან ალბათ დღეში 200 ცალი. სამაგიეროდ შუქნიშანია მაგისტრალური გზაჯვარედინის თავისი მოცდის დროით.
ეს შუქნიშნები ხომ საერთოდ კოშმარი გახადეს, პრაქტიკულად ყველა 50 მეტრში შუქნიშანია, თან ყველა ავტომატური და თან ყველგან მოცდა 20 წამიდან ნახევარ წუთამდეა. თუ "გაგიმართლათ" და ყვლა შუქნიშანზე წითელი აგენთოთ, მინიმუმ 15 წუთი გემატებათ ერთი ბოლოდან მეორეში გასასვლელად.

ფოტოების ხარისხზე ბოდიშს ვიხდი, მეტს ვერ ქაჩავს ჩემი მობილური. მაგრამ მანდაც თუ დააკვირდებით ერთ კადრში ერთბაშად 3 შუქნიშანია. რაც მთავარია სკოლის წინ მდგარი შუქნიშანი მოხსნეს, ამის მერე მშობლები და ბავსვები პირდაპირ გზაზე გადაირბენენ ხოლმე.. თან ის ბორდიურის ღობეც არ ამოქოლეს რომ ხალხი არ გადავიდეს.
შუქნიშნების რაოდენობა ხომ აფერხერბს მოძრაობას და იწვევს საცობებს? მაგრამ კარგად მაინც ვერ აფერხებს, საჭროა გზა შევიწროვდეს და გამტარუნარიანობა დაუქვეითდეს. ამიტომაც ამ შუქნიშნებს კიდევ დამატებით პირდაპირ გზის ცენტრში კუნძულები შეუქმნეს. თითქოს არიქა და მაგისტრალური გზაა, სადაც ერთი მიმართულებით 5 ზოლი მოქმედებს და შუქნიშანზე გადასვლას ვერ ასწრებენ ერთ ანთებაზე მოქალაქეები

სამაგიეროდ ამ კუნძულებით 1 მანქანის სასიარულო გზა საერთოდ ამოიღეს გამზირის მომსახურებიდან. გზა დავიწროვდა პირველ ჯერზე კუნძლებით. მაგრამ ეგ არ ეყოთ...
ცნობისთვის პირველად რომ ის ღამურები მოდიოდნენ მარტო ამას ხატავდნენ ცენტრებში. ანუ პირველი გეგმით მარტო ეგ იყო რომ ცენტრში კუნძულები უნდა დაედგათ.
ასეც მოხდა, ჯერ კუნძულები ამოჭრეს და დადგეს. რასაც უამრავი ავტოკატასტროფაც მოყვა. უამრავი ადამიანი დაზარალდა ამის გამო.
მერე მიხვდნენ რომ საკმარისი არაა, რამე კიდე უნდა მოეფიქრებინათ, ამიტომაც მეორე ჯერზე იმ ღამურებმა უკვე ტროტუარების გაფართოება მონიშნეს...
არ მოგესმათ.
პირველ ჯერზე მცირედ გამოწევა დახატეს. მერე ეტყობა გადაიანგარიშეს და არ ეყოფაო.. მოკლედ 4 ჯერ გადახატეს ეგ წერტილები სანამ თხრა დაიწყეს.
დააკვირდით სურათებს.

ამ ადგილზე მაინც ჯერ როგორც ყველგან 2 მეტრით, მერე გაუმეორეს ინსულტივით და კიდევ 2 მეტრზე, ანუ სულ 4 მეტრით გამოწიეს ტროტუარი.

ამ სურათზე წითლით მოხაზულია ძველი ბორდიურის და 2 მეტრზე გამოწეული გაჩერების კონტურები. კიდევ ბოდიშით ცუდი ხარისხისთვის.
შედეგად პარალელურ რეჟიმში მოსპეს გამზირზე არსებული ავტოსადგომების 70%. ეგ კი არა მერიის გესტაპოს თანამშრომლები დადიოდნენ და იმის გამო რომ გზაზე სადგომი გაუქმდა, ბორდიურზე ასულ მანქანებს დაერივნენ და დააჯარიმეს. როგორც გავიგე ერთიორს მაგისთვის მოხვდა კიდეც მგონი და ახლა შეეშვნენ ჯუერ... ალბათ არჩევნებამდე.
მე მთელი გამზირის ფოტოებს ვერ დავდებდი სამწუხაროდ. თუმცა მთელ გამზირზე ანალოგიური მარაზმია გაკეთებული. მკვეთრად გაიზარდა გადაადგილების დრო ნებისმიერი ტრანსპორტისთვის. თუ პიკისაათში 15 წუთში ასტორიადან ქარხნამდე მიხვიდოდი ან პირიქით, პირველ ეტაპზე დასრულებული "რეაბილიტაციის" შემდეგ უკვე 25 წუთი გახდა კარგი შემთხვევა რომ ეგ გზა გაგევლო. საუბარი სულ 3.5 კილომეტრიან მონაკვეთზეა. ისიც თუ გაგიმართლებდა და ყველა შუქნიშანი წითელს არ დაგახვედრებდა.
მოვიდნენ დააკვირდნენ და ნახეს რომ ეს მაინც არ იყო საკმარისი, კარგად აარ გაიჭედა მოძრაობა. მაგრამ ე.წ. რეაბილიტაცია დასრულებული იყო, მიღება ჩაბარებას ხელი მოწერილი ქონდა და ის აზიელი ბრიგადაც მგონი აზიაში იყვნენ დაბრუნებული. რაღა უნდა ექნათ? ახლაი ტენდერის გამოცხადება ალბათ უკვე უაზრობა იქნებოდა რომ რამე წესიერი გამჭედი მოეფიქრებინათ გამზირისთვის. ვთქვათ აი ახალი კუნძულები რომ გაეკეთებინათ უკვე დარჩენილ სავალ ნაწილზე, მოხაზულობის მაგივრად სადაც უწყვეტი ხაზია იქ რომ ბორდიური ჩადგეს... რა მაგარი იქნება არა? წესებს ვერ დაარღვევ და თან კიდევ შეამცირებს მოზღაობის სიჩქარეს და გამტარუნარს მოსპობს...
მადლობა ღმერთს არ მოაფიქრდათ.
სამაგიეროდ მოაფიქრდათ ტრანსპორტის ზოლი... ან აქამდე როგორ ვერ მოაფიქრდათ? რატომ მაშნვე არ ჩახაზეს? ეგაა საკითხავი. უბანი სადაც სულ დადის 5 ტრანსპროტის ნომერი, რომლების გაჩერებაზე მოსვლის ინტერვალი საშუალოდ 20 წუთია, დაუხაზეს სატრანსპორტო ზოლი. (ე.წ. ბასლაინი ვინც ვერ მიხვდით).
ხოოო, აააი ამან მართლა გაჭედა მოძრაობა. მაგრამ როგორც მივხვდი მაინც უკმაყოფილოები დარჩნენ, სათანადოდ ვერ გაიჭედა, მაგალთად ისე არ გამოვიდა რომ მხოლოდ ბასლაინი იყოს და გამზირეზე მხოლოდ ავტობუსებმა იარონ და დანარჩენ ბიდლოს აეკრძალოს ავტომობილის ფლობა. ნუ ეს ჯერ... წინ დიდი ნათელი 5 წლედი გველოდება დიადი მერის შემოქმედებით.
წარმოიდგინეთ სიტუაცია, უბანი სადაც არასოდეს საცობი არ ყოფილა. თავისუფლად დადიოდა ყველა ტრანსპორტი, დღეს გართულებულია გადაადგილება, იწვება მეტი საწვავი ვიდრე მანამდე, როგორც ავტომობილისთვის ისე ავტობუსისთვის. იმიტომ რომ იმ შუქნიშნებზე ავტობუსებიც ჩერდებიან.
ერტად ერთი მომენტი როცა ამ უბანში საცობები დაიწყო იყო ის პერიოდი როცა ასტორიასთან ამ გამზირის ერთად ერთი მაგრამ მოკლე პარალელური განტოტვება დოდაშვილის ქუჩა გადაკეტეს რეაბილიტაციისთვის. რომელიც გაგრძელდა წელიწადზე მეტი. აი მაგ "რეაბილიტაციის" გამო ფრესკოსთან გაჩნდა საცობები... მანამდე არანაირი საცობი მანდ არ ყოფილა. ჯერ რომ ვცხოვრობდი 2020 წლიდან უკვე თან ზედ ფრესკოსთან და ვხედავდი რა ხდებოდა. მერე კიდევ მანამდეც ვმუშაობდი ელიტაბურჯში. რის გამოც ყოველ დღე მანდ მიწევდა სიარული თან პიკისაათში.
როცა დაიწყო იმ ღამურების წანწალი და რაღაც წითელი მონიშვნები ქუჩაში, ამ უბნის სოცჯგუფებში ავტეხე ამბავი, ხალხო ერთად დავდგეთ, იცოდეთ მაგ ზოლს ჩაგვიხაზავენთქო. ხალხს ვთხოვე ხელმოწერები შეგვეგროვებინა მოთხოვნიტ რომ ეგ არ ექნათ. საერთოდაც მინდოდა მოგვეთხოვა პროექტი და საერთო აზრით მიგვეცა მერიისთვის მითითება რა მოგვწონდა რა არა. გვაქვს ამის უფლება... შეგვიძლია სხვა თემაა მაგრამ... მართლა გითხრათ არ მეგონა ამდენ დანაშაულს თუ ჩაიდენდნენ უბნის მიმართ. მეგონა მხოლოდ ბასლაინს დახაზავდნენ. ერტი იმით ვიმაგრებდი გულს რომ განიერი არაა გამზირი და შუაში გაჩერებებს არ გადმოიტანენთქო. არანაკლები გააკეთეს. პლიუს ეგ გამოწეული ტროტუარები გაჩერებებად აქციეს და თან სიგრძე მისცეს ისეთი 3 გარმოშკა ავტობუსი ეტევა თავისუფლად მაგის სიგრძეში.
რა თქმა უნდა ხალხი არ ამყვა ამ თემაში. ერთმა გავიკითხე და არანაირი ბასლაინი არ იქნებაო. მეორემ კალაძე ცუდს არ იზავსო და ასე შემდეგ. კუნძულებზე ცოტა გამწვავდა სიტუაცია. მაგრამ ისევ 0 ხალხის გამოხმაურება. უფრო მერიის დაგესილი ხალხი აქტივობდა იმ ჯგუფებში.
აი როცა ეგ ზოლი მიგვიხატეს, მაშინ ხოოოო. მაშნ უკვე ხალხი აღელდა. კიდევ დავაგდე ერტი პოსტი, უკვე ცალყბად... იმედი რომ არ გაქვს ვინმე ისევ გამოგეხმაუროს.
გამოხმარუება მქონდა, შეიკრა საინიციატივო ჯგუფი, რამდეიმე მეზობელი გავერტიანდით, სადაც იურისტიც იყო. იმ იურისტმა დაწერა განცხადება უბნის სახელით, სადაც მოვითხოვეთ შემდეგი:
აღდგენილიყო უბნის მდგომარეობა 2023 წლის მდგომარეობით, ანუ შემცირებულიყო შუქნიშნების რაოდენობა. მოხსნილიყო შემაფერხებელი კუნძულები ცენტრიდან, ტროტუარების სიგანე დაბრუნებოდა მის პირვანდელ მდგომარეობას.
მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილი იყო მოთხოვნის. მიმდინარე მშენებლობების გათვალისწინება მოვითხოვეთ ქალაქის ხელისუფლისგან. ყველა კორპუსის ჩაბარების და ხალხის შესახლების შემდეგ იმ ერტ ვიწრო ქუჩაზე რომელიც კიდე დავიწროვეს, გადაადგიელბა შეუძლებელი გახდება. ამიტომაც მოვითხოვეთ რომ მოსკოვის პროსპექტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხიდის გასასვლელი გაზრდილიყო ზომაში, დღეს იქ 1 მანქანის გასასვლელია მხოლოდ. ეგ ხიდი აშენებულია ვინც არ იცით მე 19 საუკუნეში. ამორტიზებულიცაა თან. მაშინდელი ფორნები კი ეტეოდნენ. ახლა უკვე გაგანიერება უნდა. ასევე მოვითხოვეთ რომ ალტერნატიული პარალელური გზა გაკეთებულიყო მტკვრის სანაპიროზე საავიაციო ქარხნიდან დირსამდე, ხოლო დირსთან ახალი ხიდით დაკავშირებოდა რუსთავის ავტობანს.
დავიწყეთ ხელმოწერების აგროვება... ჩვენ უბრალო მეზობლები ვართ, არც ერთ ჩვენთაგანს არ გვქონდა არანაირი გამოცდილება ანალოგიურ საქმეზე. პლიუს ყვლა ამ ჯგუფის წევრი დასაქმებული და სამსახურიანი. აპრილის დასაწყისი იყო როდესაც პირველი ბლანკები დავდეთ სხვადასხვა ადგილას.
რა თქმა უნდა გამოვიყენეთ სოცქსელის ჯგუფები თუ პირადი გვერდები ამ თემის გასავრცელებლად რომ თუ ვინმე იქნებოდა მოსურნე მოსულიყო ხელი მოეწერა.
ალბათ 100 ჯერ მაინც დაიწერა სხვადასხვა ადამიანის მიერ პოსტი ამ თემაზე. სადაც მითითებული იყო ადგილები თუ სად მისულიყვნენ და მოეწერათ ხელი.
უკეთესი წარმოდგენისთვის, სანამ ჩვენ ამ ბლანკებს გამოვდებდით, მთელი უბნის სოცქსელი დუღდა. 100 დან 99 ლანძღვა გინების კორიანტელს აყენებდა მომხდარი ამბების გამო. ზოგი გზის გადაკეტვას ითხოვდა ზოგი მტკვარში თავით გადაშვებას და ასე შემდეგ...
ანუ მხარდაჭერა აქვს თემას ხო?
როგორც კი ბლანკი დაიდო, ეგრევე გამოჩნდა ხალხი რომელმაც დაიწყო ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა. რომ იტყვიან გაგვიმართეს ომი. ინფორმაციული ანტიპიარი ცალკე თემაა. ფიზიკურადაც იომეს ასე ვთქვათ. ზოგიერთი ადგილიდან ხელმოწერილი ბლანკები მოიპარეს და გადაყარეს. ცალკე თემაა კიდევ სოცქსელში ატეხილი ისტერია ჩვენი ჯგუფის მიმართ. რაც არ უნდა უცნაური იყოს და ჩემთვის გაუგებარი, ე.წ. შიგევროპელები და ნაცები დაგვესიენ და გვლანძღეს. ერთი გაგებით ვითომ კალაძეს ლანძღავდნენ, ეგ ისეთი ეგ ასეთი, მაგრამ როგორც კი საქმე მივიდა რომ მაგისი პოლიტიკა არაა სწორი და უნდა გაპროტესტდეს, პლიუს აგერ ბლანკი და ხომ არ მოგწონს კალაძე, მოდი მოგვიწერე ხელი, იწყებდნენ ჩვენს ლანძღვას. ერთი პირადშიც შემომივარდა იქ მაგინა ქალმა... მეო ყველაფერს ვიზავო რომ ბასლაინი არ გაუქმდესო. მეთქი დიადი კალას ჰიმნი არ მოსძახოს და არ მიჭირსთქო. თან მემუქრებოდა ცოტა ხანში სააკაშვილს გამოვუშვებთ ციხიდან და შენნაირებს ციხეში დადღ@@@#@ ო. როგორ ბედავ და მსგავს რამეს აპროტესტებო.
თუ კი ქოცების ფანაებთან კიდე გარკვეულ წილად დალაპრაკება შეიძლებოდა. ნაცებთან საერთოდ ვერაფერს გააკეთებდი. ნულოვანი ტოლერანტობა ბასლაინის მტრებს!!!
ვერ გავიგე თემა.
კარდაკარი ვერ მოვაწყვეტ არ გვქონდა ამის შესაძლებლობა. მაგრამ ხშირად იყო მომენტი როცა პრაქტიკულად იაღოვას მოწმეებივით ქუჩაში ვაგროვებდით ხელმოწერებს.
წარმოიდგინეთ რომ ჩვენი ხელმომწერების ლომის წილი ოცნების ამომრჩეველი იყო. ქუჩაში შეხვედრილი ხალხიდან ავიღე შემდეგი ინფორმაცია, უმრავლესობა ჩვენ გვიჭერდა მხარს მაგრამ ვერ გვიწერდა ხელს, ზოგი თავად გამგეობაში მუშაობდა, ზოგს ნათესავი ყავდა, ზოგი ავტობუსის მძღოლი ვარო და რა ვიცი მე... მხარს გიჭერთ მაგრამ ვერ მოგიწერთ ხელს გვეშინია თემა იყო.
დირსი ცალკე თემაა. ერთხელ მივედით მთელი ჯგუფი და ვცადეთ ხალხს დავლაპარაკებოდით. რამდენიმე ჯგუფს დაველაპრაკეთ, ადგილობრივ მაცხოვრებლებს. უბრალოდ ვუხსენეთ როგორ მოგწონთ ის რაც გამზიზრზე განხორციელდათქო. ეგრევე გინების და ლანძღვის კორიანტელი შემქნმელის, დამპროექტებლის და შემსრულებლის მიმართ. ასევე ნებადამრთველის. ანუ შენიანია. როგორც კი ბლანკი დაინახეს, გატრიალდნენ გაიქცნენ. არ ვხუმრობ.
საბოლოოდ ივნისში გადავწყვიტეთ რომ რაც არის მოვაგროვოთ და შევიტანოთ მერიაში. ამხელა უბანში სულ აგროვდა 1001 ხელმოწერა (რა სიმბოლური ციფრია). გასაგები იყო იმ წამიდანვე მერიის პასუხი რაც იქნებოდა. მე პირადად არ მეეჭვებოდა რომ დადებითი რამე მოყვებოდა ამ თემას. პასუხად მივიღეთ ეს

ჩემი უსაფრთხოებისთვის დამივიწროვეს გზა და ამიკრძალეს ქუჩაში თავისუფალი გადაადგილება.
გარდა იმისა რომ ხალხმა არ იაქტიურა ამდენი თვის განმავლობაში, რის გამოც ცოტა იყო ხელმომწერი. ასევე გვაქვს ცალკარში მოთამაშე ფეხბურთელის თემაც, რომელიც მარტო დარბის მოედანზე და კარშიც არავინ უდგას. ხო და ის თავისი ადმინისტრაციული რესურსი კი აირჩევს აბა და არ კიდია ახლა ვიღაც მთელი უბანი თუ გაებუტება და არჩევნებზე არ მივა...
არ მივა კიდევ იმიტომ რომ ასარჩევი არავინაა. ე.წ. ოპოზიციის განაყოფიდან ისეთი კანდიდატებია თემაში, კალაძე რომ ადექვატური ჩანს მაგათთან შედარებით.
რატომ დავწერე ახლა მე ეს ყველაფერი. საკმაო ხანია პოსტი არ დამიდია ფორუმზე. ეს არაა მოთხოვნა რომ ან შველა მინდა ან რამე ეგეთი, არა ხალხო. ეს მხოლოდ და მხოლოდ მოთხრობაა იმისა თუ რა მოხდა ბერი გაბრიელის გამზირზე.
მოკლედ რომ ითქვას, ქალაქის თავს თავისი გეგმები აქვს, რომელიც ევროკავშირის ლიდერობამ დაავალა და ამის გამო ყველაფერზე წავა. ხალხი კიდე ნაცი ქოცის ძახილს ვერ გაცდა და ყელზე მოჭერილ თოკსაც არ ებრძვის.
თუ კი ამ ხელმოწერებზე მინიმუმ 10 ჯერ მეტი ადამიანი იაქტიურებდა დარწმუნებული ვარ განსხვავებულ პასუხს მივიღებდით. მაგრამ როგორც ყოველთვის ისევ ხალხმა დაიკიდა.
2012 წლამდე დაწერა ექს ქალაქის თავმა ჭაბერაშვილმა სადღაც სტატია, კონტექსტში ამბობდა რომ დასავლეთს აქ ავტორიტარული ხელისუფალი ჭირდებაო და ამიტომ ვართ ასეთი ნაბოზვრებიო. მაშინ უბრალოდ არ გაუვიდათ მიშას დარტყმითი ნაბიჯებით ავტორიტარიზმის დამყარება. ამიტომაც გრძელვადიანი თამაში აირჩიეს. რომლის საბოლოო შედეგი მაინც ავტორიტარული ხელისუფალია. და ამ ხელისუფლის შექმნაში პირნათლად იმუშავეს როგორც ნაცებმა ისე ქოცებმაც. ერთი ჯოხის ორი ბოლოა, იმ ჯოხის რომელსაც ჩვენ მოსახლეობას გვირახუნებენ ბეჭებში. და ეგ ჯოხი კიდე დასავლეთს უჭირავს ხელში. თუ კიდევ გჯერათ რომ ქოცები ევროკავშირის ხელისუფლებასთან კონფლიქტში არიან შეეშვით ბნელვიზიების ყურებას. იქნება ეგ იმედი პოსტივი თუ ტევეპირველ ფორმულა. გატყუებენ ყველგან 100% ით. რაც კეთდება აქ ყველაფერი ევროკავშირის იდეოლოგიით და დავალებით კეთდება. ის ზედმეტად აგრესული აქცია მიტინგებიც სწორედ იმათი ინტერესია. რომლის საბოლოო შედეგიც ავტორიტარული ხელისუფლების შექმნაა ქვეყანაში. მთავარი შედეგია და არა პროცესი.
ან როგორ დაიჯერეთ რომელიმემ რომ ქოცები ევროპას ეკონფლიქტებიან? მაშინ შვაბის ფავორიტი კალაძე რანაირად დარჩა მერიაში და რანაირად ხდება რომ იმ შვაბის იდეოლოგიას გინხორციელებს აქ? თან ისე რომ ამას ასეთი ფორმით თვით ევროპაშიც ვერ ახერხებენ?
ახლა რა იქნება? მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არ მივა არჩევნებზე, ვინც მივა საკმარისი იქნება რომ კალაძე დადონ ისევ სათავეში. გამორიცხულია სხვანაირად მოხდეს. ალოკე ელისაშვილი რანაირად უნდა აირჩიოს ვინმემ მე პირადად წარმოდგენა არა მაქვს.
ხო და შემდეგ ვადაზე უკვე საავტომობილო ცენზს შემოგიღებენ. სადაც 10 წელზე ასაკოვან მანქანას ქალაქში გადასახადის გარეშე გასვლას აუკრძალავენ ან რამე ეგეთი. აგერ მოვკარი ყური იძახოდა რომ კორპუსების ჩაბარების რეგულაცია გავამკაცრეთო და ერთ ერთი რეგულაციის თემა ავტოსადგომების სიჭარბეაო... ანუ ბევრი სადგომი რომელ კორპუსს ექნება იმას არც კი ჩაიბარებს ქალაქის თავი.
წინ დიადი კომპარტიული ფორმის არჩევნები გველოდება.
ბოდიშით დიდი პოსტის გამო.