#62358391 · 17 Nov 2025, 16:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | მაგრამ ერთმანეთში ჩურკებად და გრიზუნებად მოგვიხსენიებენ კოლექტიურად... |
ამაზე ერთი რამ გამახსენდა:
ნათესავი მყავს მეუღლის მხრიდან, ბებიით რუსია. ახლა როგორი რუსი: ლენინგრადის ბლოკადიდან იყო ის ქალი გამოყვანილი თავის ძმასთან ერთად, თვითონ 7-8 წლის იქნებოდა მაშინ ძმა ბევრად უფროსი, სადღაც 13-14 წლის წლის მიდამოებში იმ დროს. ეს გოგო საქართველოში მოხვდა, ძმა სხვაგან. ერთმანეთი დაკარგეს. საქართველოში ეს ბავშვი ბავშვთა სახლიდან იშვილა ქართულმა ოჯახმა. გავიდა წლები და ის ქალი ქართველს გაჰყვა ცოლად. წლების განმავლობაში ეძებს თურმე თავის დაკარგულ ძმას. სიძეც ჰყავდა უკვე, გოგოს ქმარი, ძმა რომ იპოვა მოსკოვში. წაიყვანა შვილები და სიძე მოსკოვში ძმისა და მისი ოჯახის გასაცნობად. თან, როგორც გაირკვა, ეს ქალი ხომ ეძებს ძმას, იმას კი სულ არ ადარდებდა დის ამბავი. შეხვედრისას თურმე კინაღამ ტყავი გააძრო ძმას, როგორ არ ცდილობდი ჩემს მოძებნასო. ესენიო, თავის შვილებსა და სიძეზე ეუბნება, ანუ ქართველებზე, ძირის ძირობამდე ჩაჰყვებიანო ნათესაობასო, არ დაკარგავენო, შენ რა მოგივიდაო. რამდენიმე დღის მერე, გამომგზავრების წინ, მოსკოვში ბაზრობაზე დადიან თურმე და რაღაც ხალიჩა მოსწონებია. ბიჭიკო, ეძახის თურმე სიძეს ქართულად, მოდი რა კარგი ხალიჩაა, ნახეო. იქვე გამყიდველ რუსის ქალებს წამოუძახიათ-,,აპიაც ეტი ჩორნაჟოპიე პონაეხალი". ეს ქალი მიბრუნებია და სუფთა რუსულით, რა თქმა უნდა, უპასუხია: ,,თქვენნაირი დეგენერატების, როგორებიც თქვენ ხართ, საშველი არ იქნება სანამ სხვა ერების დაცინვას არ შეეშვებითო". ახლა ეძახე ამასაც რუსი და იმ დერჟავნიკ რუსებსაც რუსი.
|