#62357925 · 17 Nov 2025, 11:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მინდია ხვდება ერთს ხრამთან ლამარას, ქისტეთის ერთ ლამაზ ქალაის. ვაჟი იხიბლება. ქალაის გულსაც ხიბლი იფლობს. მოკლე გასაუბრება. ჩემად გთვლიდე - ეუბნება ვაჟი. მთვლიდე, თუ შესძლებ ჩემს მოტაცებას - მიუგებს ლამაზი მაცდური ღიმილით და გავარდება. მოიტაცებს ლამარას თორღვაი, ძმა მინდიასი, არა დედით. ძმები გვანან ერთიმეორეს ვითარ ორეულნი. ლამარას ჰგონია, მინდიამ მოიტაცა. ერკვევა, იმღვრევა...
|