#62636650 · 26 Jun 2026, 19:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
„ბატონო ირაyლი, თქვენ ხართ პარლამენტის ის ყოფილი თავმჯდომარე, რომელმაც გავრილოვი ჩამოიყვანა, უმასპინძლა და სავარძელში ჩასვა. პრემიერ-მინისტრი, რომლის პირობებშიც ქვეყანამ შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან… ამოქმედდა მოსკოვის მექანიზმი, დასანქცირდნენ მოსამართლეები, უმაღლესი თანამდებობის პირები. თქვენ ხართ პრემიერი, რომელიც ხშირად არის აღმოსავლეთში; ნამყოფი ხართ თემურ ლენგის საფლავზე, მაგრამ საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არა ხართ. ასევე, თქვენ ხართ პრემიერი, რომლის პირობებშიც თავად ბიძინა ივანიშვილიც დასანქცირდა, მაგრამ თქვენ არ ხართ დასანქცირებული. ამას შეიძლება ჰქონდეს ორი მიზეზი, ბატონო ირაკლი - ერთი, რომ არ აღგიქვამენ სერიოზულად და მეორე, შეიძლება, რაღაც განსაკუთრებული ნიჭის გამო ურთიერთობები გაქვთ გარე ძალებთან. იქნებ, გაუზიაროთ თქვენს კოლეგებს, რატომ არიან თვითონ დასანქცირებული და თქვენ, პასუხისმგებელი პირი არ ხართ დასანქცირებული,“ - მიმართა პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ვიკა ფილფანმა, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც დღეს, 26 ივნისს, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა.
კობახიძის აღიარება 20 ივნისზე
|