#62681251 · 1 Aug 2026, 08:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ასე თუ ისე, მე ყოველთვის მაინტერესებდა აფხაზეთის მოვლენები, მისი ასე რომ ვთქვათ "ანატომია". ეხლა ისტორიულ-პოლიტიკურ-დემოგრაფიული მოვლენების პრაფესორად მე თავი ნაღდად არ მომაქვს, მაგრამ რაღაცეები მაინც ვიცი.
ეხლა ეს თემა არ ეხება "ისტორიულ დისკუსს". ეს თემა ეხება ერთ მნიშვნელოვან საკითხს, საერთოდ გალის მოსახლეობა აპარტეიდის და ჩაგვრის ქვეშ რომ ცხოვრობს, ამ ქოცურ ეგრედ წოდებული ბიძინისტურ "სახელმწიფოს" მაგაზე რა აზრი აქვს?
ქოცობას ხომ ენაზე ადგას სიტყვები - "სუვერენიტეტი" (მე კი ვიცი მაგათი "სუვერენიტეტი" რაცაა) "ღირსება" *(ეგეც ვიცი ქოცური გაგებით თუ რაცაა) და მსგავსი სიტყვები. მე ისიც კარგად მესმის, რომ ქოცობამ ყველა მნიშვნელოვანი სირტყვა განზრახ გააუფასურა, მაგრამ მაინც, სად არის ეგ დედანატირები მართლაც რომ "ღირსება?" ფაქტია რომ ბიძინიეს ცნობილი ბოდიშები უბრალოდ დამცირებად დარჩა, ოლიგარქმა ბოდიშები უხადა უფროსებს, ეგაა და ეგ.
მე ისიც მესმის, რომ ქოცობა რუსეთის ფედერაციის დავალებებს მიყვება, მაგრამ მანდაც კი არსებობს გრადაციები და ღირსების გაგება, თვით ბატკა ლუკაშენკოსაც კი აქვს კრემლის მიმართ რაღაცა პოზიციები, თავისი "ღირსება".
ის რაც გალში ხდება, ამას არცერთი თავმოყვარე ერი არ მოითმენდა, ეს ღირსების საკითხია. ამის მეტს მე ვერ დავამატებ
(აქვე, მე არ ვარ მეგრელი, არც ოჯახის წევრი მყავს დევნილი თუ გალელი, მე იმერელ-რაჭველი ვარ, ეს იმიტომ ჩავამატე რომ ვინმე ქოცმა რამე კუდები რომ არ მოაბას, მიდი და გაუგე შენ ეხლა ქოცს)
This post has been edited by გიო88 on 1 Aug 2026, 08:34
|