#62706612 · 28 Aug 2026, 17:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვაკვირდები საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას და უამრავი ისტორიული პარალელი მახსენდება, ერთ-ერთი არის საფრანგეთის რევოლუციის დირექტორიის პერიოდი, რომელიც ძალიან წააგავს საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდს. რა დროსაც წარმოიქმნა საზოგადოების ახალი კასტა, რომელიც უსაფუძვლოდ გამდიდრდა, მათ კაპიკებში იყიდეს მიწები, ქარხნები და უამრავი სხვა სიკეთე, (თუმცა ქართველისგან განსხვავებით ჯართში არ ჩაუბარებიათ) . იყვნენ კორუმპირებულები, ცდილობდნენ ლავირებას ყველასთან და ყველაფერში, სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებას ვერ იღებდნენ. იგივე მოხდა ჩვენთანაც 90 იანებში, გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა, შეიცვალა პოლიტ-ეკონომიკური წყობა, დამყარდა კაპიტალიზმი ყველაზე უხეში ფორმებით, დაიწყო პრივატიზაცია. რა მოხდა ამ დროს? ყველა იმას ითვისებდა რისი მითვისებაც შეეძლო. ზოგი ქარხანას, ზოგი კომერციულ ფართს, ზოგი რას ზოგი რას. საშუალო სტატისტიკური მოქალაქეც კი ცდილობდა რამე ხეირი მიეღო, თუ დააკვირდებით კორპუსების დიდ ნაწილს გაკეთებული აქვს მოშენება, ეს მასობრივი მოშენებებიც ზუსტად საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად დაიწყო, განუკითხაობის დროს ქალაქის იერსახეზე და შენობების უსაფრთხოებაზე ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ. ე.ი. რა ვქენით, ე.წ. კაჩიგარიები დავანგრიეთ, ქვაბები გავანადგურეთ, ქარხნები ჯართში ჩავაბარეთ, სახლებს მოშენებები გავუკეთეთ. შემდეგ ნელ-ნელა ყველამ დააყენა ავტონომიური ცენტრალური გათბობები. მოგეხენეებათ ცალ-ცალკე ყველა სახლის გათბობა და ცხელი წყლის მიწოდება გაცილებით არაენერგო ეფექტური და არაეკონომიურია ვიდრე ერთი დიდი ქვაბიდან თბებოდეს და ცხელი წყალი მიეწოდებოდეს რამდენიმე კორპუსს. ჩემი აზრით ეს ყველაფერი იმიტომ დაგვემართა რომ 2 საუკუნე კოლონია ვიყავით, დიდი უარყოფითი ენერგია დაგროვდა ხალხში, ზიზღმა დაგვაბრმავა, ზიზღის გამო დავუშვით უამრავი შეცდომა. მაგალითისთვის დინამო თბილისს გადავარქვით სახელი და დავარქვით იბერია, იმიტომ რომ ხალხში ასეთი განწყობა იყო, ითვლებოდა რომ დინამო იყო საბჭოთა გადმონაშთი, იყო საბჭოთა სიმბოლიკა და გადავარქვით სახელი, ნუ მართალია მალევე ისევ დინამო დავარქვით მაგრამ ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს. მაგალითად რატომ გერმანელებმა არ გააკეთეს იგივე? როდესაც ბერლინის კედელი დაინგრა და გდრ და ფრგ გაერთიანდა, რატომ არ გადაარქვეს სახელი დინამო დრეზდენს? მიუხედავად იმისა რომ დინამო დრეზდენი ვერ დაიკვეხნის დიდი საფეხბურთო წარმატებებით, მაინც არ მიიუღიათ გერმანელებს იმპულსური გადაწყვეტილება. პოლიტიკაში რა ამბავი იქნებოდა წარმოიდგინეთ, ვინც კი ოდესმე კომპარტიის წევრი იყო და საქმის კეთება იცოდა, დიდი უმრალესობა დაითხოვეს, ეძახდნენ მათ კგბ-ს აგენტებს, ბოლოს კი ისე აღმოჩნდა რომ მართლა კგბ აგენტები დანიშნეს თანამდებობებზე და მოხდა გადატრიალება, სამოქალაქო ომი, ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის ომები. დაახლოვებით იგივე შეცდომა მოუვიდათ პირველი რესპუბლიკის მართველებს, როდესაც მეფის რუსეთის ჯარში ნამსახურებ სამხედროებს და ოფიცრებს არ ენდობოდნენ, შექმნეს რაღაც სახალხო ლაშქარი, რომელიც იყო სრულიად არაფექტური, ბოლოს კი რომ გაუჭირდათ და გაიქცნენ მაინც ენდნენ რადგან სხვა ვარიანტი არ არსებობდა. ძალიან ბევრი შეცდომები დავუშვით ბოლო 35 წლის მანძილზე, სამმა რამემ დაგვაშვებინა ეს შეცდომები, შიშმა, ზიზღმა და უმეცრებამ. რუსეთი მაინც რუსეთი იქნებოდა, ჩვენ მტრობას არ შეწყვეტდა, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო უფრო ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიგვეღო და ახლა საქართველო მინიმუმ 2-2.5ჯერ უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა რომ არა ამდენი დაშვებული კოლოსალური შეცდომები ყველა დონეზე.
--------------------
Я свободный художник и холодный философ
|