#62733528 · 25 Sep 2026, 19:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სიტყვა შევასრულე! დაუსრულებელი “პროცესი”, დასრულებულია. რამდენიმე საინტერესო წყაროსაც გავეცანი.
შემდეგი გადადებული საქმეები :
1) აპრილი იყო ან მაისი, რომ მომიკითხა საერთო მეგობართან და ელოდებოდა ჩემგან შეხმიანებას. აი, არასოდეს დავადგი საშველი _ მერე, მერე, მერე…
როდის მერე ?! ასე იკარგებიან წლობით უნახავი ადამიანები…
მოვიკითხო ! მოვიკითხო მეორე დიდი ხნის მოუკითხავი მეგობარიც!
2) დავრეკო და გავაკვიო ლიცენზიის აღდგენის ამბები და თუ საჭიროა, აღვადგინო!
3) გავაუქმო ერთი დაზღვევა, გავაკეთო მეორე, დავრეკო ჯერ!
4) ჩამოვყალიბდე, მჭირდება თუარა მეორე ლიცენზიის გააქტიურება, თუ სამუდამოდ შევეშვა ამ სფეროს ?!
ესაა პროგრამა-მინიმუმი, თვის ბოლომდე.
This post has been edited by Match• on 25 Sep 2026, 19:29
|