ნიორის გაზრდა
20/02/2011
ნიორის სახეობები
ნიორის კულტივაცია ხორციელდება უკვე 10,000 წელიწადზე მეტი. მისი გაზრდა უფრო მოსახერხებელია ცივი კლიმატის პირობებში, მას უხდება მზიანი ადგილი, მაგრამ ნიადაგი არ უნდა იტბორებოდეს წყლით.
ნიორი კლასიფიცირდება 2 სახეობად: მყარკისრიანი და რბილკისრიანი. პირველის შემთხვევაში მცენარის ღეროზე იზრდება ყვავილი, ხოლო მეორეს შემთხვევაში არ იზრდება. კლიმატურ პირობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწორედ სახეობის შერჩევისას, რეკომენდირებულია პირველად რამოდენიმე წელიწადის განმავლობაში გამოსცადოთ სხვადასხვა სახეობები და შეარჩიოთ ყველაზე სასურველი.
მყარკისრიანი სახეობები (Allium sativum var. ophioscorodon) რომელიც ძირითადად ზრდის პერიოდში წარმოქმნის ყვავილს ღეროზე. პირველი მოსავლის დროს ნიორის ბოლქვები მცირე ზომისაა, ორი ან მეტი წელიწადი სჭირდება კარგი მოსავლის მიღებას მიღებული ბოლქვებიდან. საშუალოდ ერთ ღეროზე ვითარდება 4-დან 12-მდე ბოლქვი. აგრეთვე არ გამოირჩევა კარგი შენახვის უნარით.
რბილკისრიანი სახეობები (Allium sativum var.sativum) არ წარმოქმნის ყვავილს ღეროზე, უფრო მეტად გამოიყენება კომერციული წარმოებისას. გამოირჩევა მეტი მოსავლიანობით, ვიდრე მყარკისრიანი სახეობები. თუმცა ცივი კლიმატური პირობების შემთხვევაში უკანასკნელის მოსავლიანობა შეიძლება იყოს ეგეთივე ეფექტური და უფრო მეტიც.
თვითოეული ღეროზე იზრდება საშუალოდ 10-დან 40-მდე ბოლქვი და აღნიშნული სახეობა გამოირჩევა ხანგრძლივი შენახვის უნარიანობით.
Garlic 1
დათესვა
დათესვის პერიოდი არის გვიანი შემოდგომიდან ადრეულ გაზაფხულამდე, რაც დამოკიდებულია ნიორის სახეობაზე. მნიშვნელოვანია რომ ზრდის პერიოდში მცენარემ გაიაროს ცივი ტემპერატურული რეჟიმი, რათა მოსავლიანობა იყოს ოპტიმალური.
მიწის სასურველი სიმჟავიანობა PH 6,5-7,0;
დათესეთ ნიორის ცალკეული კბილი 10 სმ-ს დაშორებით, 2,5სმ სიღრმეში, რიგებს შორის მანძილი 45სმ. დააყარეთ ორგანული სასუქი, რათა ნიადაგის დრენაჟი იყოს ეფექტური, რადგან დატბორვის შემთხვევაში შესაძლებელია ნიორის ლპობა.
1 ცალი ნიორი შეიცავს დაახლოებით 20 კბილს, რომელიც უნდა განცალკევდეს, აქედან აირჩიეთ საშუალოდ 8 ცალი ყველაზე მოზრდილი.
შემოდგომაზე დათესილი ნიორის მიწიდან აღმოცენება ხორციელდება მარტი-აპრილის დასაწყისში. გაზაფხულზე დათესილი ნიორის წარმოქნის სუსტ ღეროებს და გამოირჩევა შედარებით დაბალი მოსავლიანობით.
სასურველია სათესლე ბოლქვების შესყიდვა სპეციალური მწარმოებელი კომპანიებიდან, მაღაზიიდან შესყიდული ბოლქვები იძლევა მცირე მოსავალს და არ გამოირჩება კარგი შენახვის უნარიანობით.
შესყიდვისას გაითვალისწინეთ, რომ 1 კგ საშუალოდ შეიცავს 100 ცალ ნიორის კბილს, საშუალოდ 1კგ დათესილი ნიორიდან მიიღება 8-დან 16-კგ მდე მოსავალი, რაც აგრეთვე დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე.
მულჩირება
მცენარის დათესვიდან 3-5 კვირის შემდგომ უნდა დაეფინოს მცენარეზე ბუნებრივი მულჩა ფირი (თივა, გამომშრალი სარეველა თავისუფალი თესლებისაგან), რომელიც დაეხმარება მცენარეს ზამთარში სითბოს შენარჩუნებაში და ზრდის პერიოდში სარეველებისგან კონტროლში.
მულჩა ფირის აღება შესაძლებელია გაზაფხულზე, როდესაც ყინვების პერიოდი განვლილია. მცენარეს შეუძლია გაუძლოს ისეთ დაბალ ტემპერატურას როგორიც არის -6C.
გაზრდა
ნიორის მცენარეს შეუძლია გაიზარდოს ისეთ ნიადაგში, რომელზეც არ ხორციელდება მუდმივი მორწყვა, ნიადაგი უნდა იყოს ნოყიერი.
შეამცირეთ მცენარის მორწყვა მისი მოკრეფიდან რამოდენიმე კვირით ადრე, როდესაც ფოთლების ფერი ხდება ყვითელი.
გაანოყიერეთ მიწა თვეში 1-2 ჯერ, გაწმინდეთ სარეველისგან და მორწყით იმ შემთხვევაში თუ ნიადაგი მშრალია.
დათესვამდე შეიტანეთ მიწაში ორგანული სასუქი (ტორფი, ნაკელი და ა.შ) 40-60 ტონა 1 ჰექტარზე, მაღალი მოსავლიანობის მისაღებად.
მოკრეფა
მცენარე მზად არის მოსაკრეფად ივნისი-ივლისის პერიოდში, თუმცა არის ადრეული სახეობები რომლებიც მზად არის მოსაკრეფად მაისში.
მცენარის მოკრეფა უნდა ხორციელდებოდეს ოპტიმალურ პერიოდში-ადრე მოკრეფისას ნაყოფი არის მცირე ზომის, ხოლო დაგვიანებული მოკრეფის შემთხევაში დაავადებების რისკი მატულობს.
იმისათვის რომ დაადგვინოთ მისი დამწიფების სტადია, დააკვირდით ფოთლებს, რომელიც უნდა იყოს გაყვითლებული და იწყებდეს ჭკნობას.
დაავადებების რისკი მატულობა წვმიმიანი ზაფხულის პერიოდში- ფოთლები იწყებს გაყვითლებას, ხოლო ნიადაგში რომელიც მუდმივად სველ კონდინციაშია, სწრაფად იწყება დაავადებების აღმოცენება.
ხარისხიანი მოვლის და თესლის შერჩევის შემთხვევაში საშუალოდ მოსავლიანობა შეადგენს 8,000-10,000 კგ-ს.
შენახვის პირობები: 0-4C-ს ტემპერატურული რეჟიმი, 60-70% ტენიანობა. რბილკისრიანი სახეობების შენახვა შესაძლებელია 6-დან 8 თვემდე ოთახის ტემპერატურის პირობებში, ხოლო მყარკისრიანი სახეობების შენახვა ასეთი ტიპის პირობებში ინახება 3-4 თვე , თუმცა 0C ტემპერატურული რეჟიმისას მისი შენახვა 7 თვემდე შესაძლებელია
წყარო: აშშ-ს მინესოტას უნივერსიტეტი
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.