
გთხოვთ< ყურადღებითწაიკითხეთწესები
1) ნებისმიერ პოსტს ფორუმზე აქვს უნიკალური კოდი
თუ ამ კოდის ბოლო ციფრები ერთნაირია, გეწერებათ ქულა, ისე არაფერი. რაც მეტ ერთნაირ ციფრს დასვამთ, მით მეტ ქულას დაიწერთ
XX - 25
XXX - 50
XXXX - 100
XXXXX - 200
XXXXXX - 400
XXXXXXX - 800
მეტ ერთნაირ ციფრზე ქულები ორმაგდება
2)
ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია შექმნას საკუთარი იმპერია. ფერი, სახელი, [s]სასტარტო პოზიცია. დროებით, "სესხად" მოგეცემათ 1 ქულა, რომლითაც თქვენი სასტარტო წერტილის დაფიქსირება მოხდება. მოგვიანებით ეს ქულა გამოაკლდება თქვენს პირველ დასმულ ქულას[/s]
რუკაზე მოცემულია 10 სასტარტო წერტილი. აარჩიეთ საკუთარი ფერი. და დაიწყეთ მითითებული წერტილიდან თქვენი იმპერიის შექმნა. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ სახელიც დაარქვათ
3) იმპერიის გაფართოება წარმოებს ნებისმიერი მიმართულებით, საითაც ისურვებთ. თუ არ დააფიქსირებთ პოზიციას, მაშინ ავტომატურად წრიულად გემატებათ ზონები და ნელ-ნელა ფართოვდებით
4) დაუშვებელია რუკის "შემოღობვა" (მაგალითად 1-1 კუბიკის ისე გაფერადება, რომ შუაში ან ვინმეს იმპერია მოიქციოთ, ან ცარიელი ზონა და სხვები არ შემოუშვათ იქ)
5) იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ღობავთ ცარიელი ზონებისაკენ მიმავალ ყველა გზას, ვალდებული ხართ ეს ზონები შეავსოთ
6) საზღვაო გზით სარგებლობისათვის უნდა აკონტროლებდეთ ზონას, რომელთანაც ეგ გზაა დაკავშირებული
7) "დესანტის გადასმა" არ შეიძლება
8) იმპერიის წევრების რაოდენობა არის მაქსიმუმ 4 მოთამაშე
9) თუ თქვენი იმპერია გაანადგურეს, შეგიძლიათ დააარსოთ ახალი იმპერია (თუ ცარიელი უჯრები მოიძევება რუკაზე), მიეკედლოთ რომელიმე უკვე არსებულ იმპერიას (თუ ადგილი აქვთ)
10) ის იმპერია, რომელიც თამაშს დაიწყებს და ქულების ხუთი ჩამოყრის მერე პროგრესი არ ექნება ან პოსტები, ავტომატურად გაუქმდება და გათეთრდება მისი ყველა ზონა
11) სანამ დაპყრობებს დაიწყებთ, თქვენი იმპერია უნდა აკონტროლებდეს მინიმუმ 150 უჯრას
12) არ შეიძლება იმ იმპერიაზე თავდასხმა, ვისაც თავისი არსებობის განმავლობაში 50 უჯრაზე მეტისათვის არ მიუღწევია ჯერ
13) 11-12 იგნორირება შესაძლებელია, თუ სხვა გზა არ გაქვთ გაფართოებისათვის
14) ტერიტორიების გაცვლა, გაჩუქება, გაერთიანება არ შეიძლება. ამისათვის უნდა დაიპყროთ სხვისი ტერიტორია
15) არ შეიძლება რომ 1 იმპერიას ერთდროულად 3 იმპერიაზე მეტი დაესხას თავს
16) არ შეიძლება ერთი იმპერია ერთდროულად 2ზე მეტ კაცს დაესხას თავს
17) ეს წესები საბოლოო არაა და შეიძლება გზად რაიმე ჩაემატოს ან ჩაენაცვლოს
18) დაუშვებელია ზედიზედ პოსტვა ქულების მოსაკრებად. თუ ზედიზედ 2 პოსტი გაქვთ, ქულის დასმის შემთხვევაში მარტო პირველი პოსტის შედეგი ჩაითვლება, მეორის არა
თუ 2ზე მეტი პოსტია მიყოლებით, არცერთის ქულა არ ჩაითვლება
19) კემპერობის თავიდან ასაცილებლად, ყოველ 5 სრულ გვერდში ერთ მოთამაშეს არ შეუძლია 5-ზე მეტი ქულის ჩათვლა (თუ მეტჯერ ჩასვამ ქულას, მე6 და ზემოთ არ ჩაითვლება)
ასევე მიუხედავად მოთამაშეების რაოდენობისა, ერთ იმპერიას არ შეუძლია 30-ზე მეტი დასმული პოსტის ჩათვლა
20) ქულების დათვლა და რუკის განახლება წარმოებს ყოველ 75 პოსტში (5 სრული გვერდი) ერთხელ
21) თუ რაიმე მიზეზის გამო რუკა მაშინვე არ დაიდო, ნუ დაპანიკდებით< დაიდება რამდენიმე გვერდით გვიან, ოღონდ რუკაზე ყოველთვის 5 გვერდის შედეგებია
22) ყველა ახალ დაარსებულ იმპერიას ეძლევა 1 სასტარტო ქულა, რომ რუკაზე დაფიქსირება შეძლონ. ეს ქულა მოგვიანებით გამოაკლდებათ დაგროვებული ქულებიდან
წინა თემა:
იმპერიობანა 2017 (RISK EUROPE)წინა თემის ტოპ-მპოსტავები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
zuka911 247
dryade 225
MasterJC 222
911GT2RS 200
Oedipus 164
dachi852 153
bersena 112
Дезмонд Майлс 81
tranka 77
elnur009 65
SpringtimeOfYouth 51
Fizikismama 49
temo11 43
illusions 31
პოსეიDON 24
KickOff 16
White&Black 12
dryade აბა შენ იცი, გაბარებ რუკას
პ.ს. ღამის 1 საათიდან დილის 7 საათამდე აღარ გვინდა
5ზე მეტი ქულა მაინც არავის ჩაეთვლება. დ ა პოსტონ, რა პრობლემაა