მოკლედ სტალინის ძეგლის თემაში წამოიჭრა ეს საკითხი შედარება ამერიკელების ურთიერთობისა ინდიელებთან და რუსეთის ურთიერთობა ჩვენთან.
მე ვთქვი რომ ინდილები მაძღრები არიან, კარგად გრძნობენ თავს და მადლიერები არიან ამერიკელებისა მეთქი, რაზეც ასეთი შეკითხვა დამისვეს, რუსებმა რომ გაგვაძღოს ვიქნებით თუ არა მათი მადლიერებიო.
ახლა მოდით შედარება გავაკეთოთ:
ამერიკელები და ინდიელები - სახელმწიფოს ურთიერთობა - მომთაბარე ტომებთანნუ მოგეხსენებათ ამერიკელების ცოდვები ინდიელების მიმართ. თუმცა მას მერე აშშ-ში შეიცვალა ბევრი რამ, უპირველეს ყოვლისა ღირებულებები და აშშ-ელებმა დაიწყეს ამ ცოდვების გამოსყიდვა, კერძოდ მისცეს ინდიელებს ძალიან ბევრი ბენეფიტები, მაგალითად:
1. ინდიელთა რეზერვაციაში არ მოქმედებს გარკვეული რაოდენობის და სახის ნორმატიული აქტები, მაგალითად კანონი სათამაშო ბიზნესის შესახებ - ანუ მათ აქვთ კაზინოების, ბუკმეიკერების და ა.შ. ბიზნესის ქონის უფლება, დანარჩენ ამერიკაში ეს აკრძალულია გარდა ნევადის შტატისა და თუ არ ვცდები ნიუ-ჯერსის ნაწილისა.
2. ინდიელები მთლიანად თავისუფალი არიან გადასახადებისგან. მაგალითად ინდიელებთან სიგარეტი ერთი ბლოკი 40$ ღირს ხოლო იქვე ყურისძირში ნიუ-იორკში 80$ იმიტომ რომ ტაქსები ემატება

+ ისინი არ იხდიან საშემოსავლოების და სხვა სიროებებს.
თუ დაამტკიცებთ რომ ინდიელის სისხლი გირევიათ, ერთი წვეთი მაინც, სამუდადმოდ თავისუფლდებით გადასახადებისგან.
3. ინდიელებს აქვთ შეღავათები სადაზღვეო პოლისებზე.
4. ამერიკის მთავრობამ ბოდიში მოუხადა ინდიელებს იმის გამო რაც მათ დაატყდათ თავს.
და სხვა მრავალი კიდე მეზარება ჩამოთვლა, ნუ კულტურულ და ტექნიკურ პროგრესზე არ ვამბობ არაფერს, თანაც ინდიელების პოპულაცია საკმაოდ მაღალი ყოფილა ვიდრე ეს მეგონა მე და ვიდრე ეს გეგონათ თქვენ - 4.1 მილიონი ეს 8 წლის წინანდელი მონაცემებით.
ახლა ეს გადმოვიტანოთ რუსეთ საქართველოს უერთიერთობაში -
რუსეთ-საქართველოს ურთიერთბა - როგორც სუვერენული სახელმწიფოების უერთიერთობავთქვათ და:
1. რუსეთის დუმამ მიიღო დეკლარაცია ბოდიშის მოხდის შესახებ, ანუ მოუხადა ბოდიში ქართველებს არაერთი ანექსიისა, ძალადობისა და სხვა ფაქტების გამო.
2. რუსეთში მცხოვრები ქართველები გაათავისუფლეს გადასახადებისგან.
3. საქართველოს შიდა საქმეებიდან (აფხაზეთი, სამაჩაბლო) განზე გადგა.
4. დაუწესა საქართველოს, როგორც კომპენსაცია ზიანის გამო, შეღავათები იმპორტ-ექსპორტზე, გააუქმა სავიზო რეჟიმი.
ისმის კითხვა აი ეს 4 პუნტქი რომ შეასრულოს რუსეთმა ხვალ - იქნებით თუ არა მისი მადლიერი? ამ კითხვაზე პასუხი დააფიქსირეტ პოლში.
This post has been edited by საბუნია on 3 Oct 2008, 21:26