გთხოვთ ნუ გამოიყენებთ თემას დემაგოგიისათვისწინა თემა
გატეხილი ფანჯრების თეორიამოდერატორს ვთხოვ, ეს თემა დამოუკიდებლად დატოვოს, რადგანაც აქ ცოტა სხვაგვარად და ქართულ ენაზე მსურს წარმოვადგინო ეს თეორია.
შესავალიჩამსხვრეული ფანჯრების თეორია კრიმინოლოგიური თეორიაა, რომელიც 1982 წელს შეიმუშავეს ამერიკელმა სოციოლოგებმა ჯეიმს უილსონმა და ჯორჯ კელინგმა.
ამ თეორიის მიხედვით, ისეთი წვრილმანი სამართალდარღვევების აღკვეთა, როგორიცაა ვანდალიზმი, ალკოჰოლის მიღება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ქუჩაში, ტურნიეკტებზე ხტომა და ა.შ. (ანუ ე.წ. ნულოვანი მომთმენობა) მთლიანობაში ქმნის მოუთმენლობის ატმოსფეროს დანაშაულებათა მიმართ და გვეხმარება აღვკვეთოთ უფრო მსხვილი დანაშაულები, ასევე დავაკავოთ რეციდივისტები, რომლებიც ჩვეულებრივ, საზოგადოებრივ ადგილებში მოქცევის წესებს არ იცავენ.
საჩვენებელ მაგალითად თეორიის ავტორებს მოჰყავთ ჩამსხვრეული ფანჯრები: სახლში თუ არ შევცვლით ჩამსხვრეულ შუშებს, მალე ამ სახლში არცერთი მთლიანი შუშა აღარ დარჩება., შემდეგ დაიწყება მოროდიორობა რასაც მოჰყვება ამ რაიონში კრიმინალური ფონის თანდათანობითი ზრდა. სწორედ ეს მაგალითი იქცა ამ თეორიის არაოფიციალურ სახელწოდებად
[u]საილუსტრაციო მაგალითი: 2001 წელი, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთ. მიტოვებული კინოთეატრის ჩამსხვრეული ფანჯრები.
ექსპერიმენტები[/u]
ამ თეორიის წარმოდგენამდე, ჯერ კიდევ 1969 წელს ცნობილმა ფსიქოლოგმა ფილიპ ზიმბარდომ ჩაატარა ექსპერიმენტი. მან 2 ავტომობილი სახელმწიფო ნომრების გარეშე დააყენა ბრონქსში, ნიუ-იორკის ღარიბულ კვარტალში და პალო ალტოში, მდიდრების უბანში კალიფორნიაში. ბრონქსში განთავსებული ავტომობილი დატოვებიდან უკვე რამდენიმე წუთში დააზიანეს ვანდალებმა. აღსანიშნავია, რომ პირველი ვანდალები იყვნენ ოჯახი, დედა, მამა და მათი მცირეწლოვანი შვილი, რომლებმაც ავტომობილს რადიატორი და აკუმლატორი მოხსნეს. მიტოვებიდან 24 სათის განმავლობაშ ავტომობილიდან მოხსნილი იქნა ყველაფერი ღირებული, და ბოლოს შუშებიც ჩაამსხვრიეს მცხოვრებლებმა და შემდეგ დამტვრეული მანქანა ბავშვების სათამაშო ადგილად იქცა. პალო ალტოში 1 კვირა მეტი იდგა ავტომობილი ისე, რომ ხელი არავის უხლია. ამის შემდეგ ზიმბარდომ თავად ჩაჭეჭყა ავტომობილი უროთი. მალევე ამ მტვრევას სხვებიც შეუერთდნენ. ზიმბარდოს დაკვირვებით, ორივე შემთხვევაში კარგად ჩაცმული და ერთი შეხედვით მოწესრიგებული, რესპექტაბელური ადამაინები იყვნენ ის ვანდალები, ვინც ავტომობიელბი დაამტვრიეს და გაძარცვეს.
ზიმბარდოს დასკვნით, განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, რომ ბრონქსს ძარცვა-გლკეჯვის „ისტორია“ აქვს, რამაც განაპირობა ავტომბილის სწრაფი განადგურება და ნებისმიერ ცივილიზებულ საზოგადოებაში შესაძლებელია რომ მოხდეს მსგავსი აპათიური ქმედებები.
ჯორჯ კელინგი და კატერინ კოულზი 1996 წელს გამოცემულ ნაშრომში დაწვრილებით განიილავენ ამ სიტუაციას. ისინი მიიჩნევენ, რომ ვანდალიზმის აღსაკვეთად ყველაზე წარმატებული სტრატეგიაა პრობლემების მოგვარება მაშინ, როდესაც ისინი ჯერ კდიევ მცირეა. თუ შევცვლთ ჩამსხვრეულ ფანჯრებს იამვე დღეს, ან თუნდაც იამვე კვირაში, ნაკელბი შანსია რომ ვანდალებმა მეტის დაშავება მოასწრონდა ზიანი გაზარდონ. ყოველდღე ეზოს გამოგვა ხელს შეუწყობს არამარტო ნაგვის მოცილებას, არამედ შეამცირებს მის შემდგომ დაყრასაც.
გრონინგენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) სოციოლოგებმა ჩაატარეს 6 ექსპერიმენტი ამ თეორიის გადასამოწმებლად.
#1. პირველი ექსპერიმენტი ჩაატარეს ქუჩაზე, სადაც ბევრი მაღაზია მდებარეობდა. სახლის კედელთან, სადაც სავაჭროდ მოსული მოქალაქეები აყენებდნენ ველოსიპედებს, იდგა მკვეთრი ნიშანი, რომელიც კრძალავდა კედლებზე ხატვას. თავიდან კედელი სუფთა იყო. ყველა ველოსიპედზე (სულ 77 ველოსიპედი იდგა) ექსპერიმენტატორებმა ჩამოკიდეს ბარათი წარწერით „გისურვებთ ბედნიერ დღესასწაულებს“ და არარსებული სპორტული საქონლის მაღაზიის ლოგოთი. შემდეგ დააკვირდნენ ველოსიპედისტების მოქმედებას. ქუჩაზე არ იდგა ნაგვის ურნები, ამიტომ ადამიანებს ან ძირს უნდა დაეყარათ ფლაერები, ან სხვა ველოსიპედზე დაეკიდათ, ანდაც თან წაეღოთ, რომ შემდეგ სხვაგან გადაეყარათ. პირველი ორი ვარიანტი განიხილებოდა როგორც ნორმების დარღვევა, ხოლო მესამე - როგორც ნორმების დაცვა.
77 ველოსიპედისტიდან მხოლოდ 25 (33%) მოიქცა უკულტუროდ (ძირს დაყარეს ფლაერები, ან სხვის ველოსიპედზე ჩამოკიდეს). ამის შემდეგ ექსპერიმენტი გაიმეორეს მსგავს ამინდში და დღის იგივე პერიოდში. ექსპერიმენტატორებმა წინასწარ დატოვეს კედელზე უშინაარსო სურათები მიახატეს. შედეგად 77-დან 53-მა (69%) ადამიანმა დაანაგვიანა ტერიტორია. აღმოჩნდა, რომ მცირე დარღვევამ (კედლებზე ხატვა აკრძალული იყო, მაგრამ მაინც დახატეს), მნიშვნელოვნად წაახალისა სხვა დარღვევა (ქუჩის დანაგვიანება ფლაერებით).
#2. მეორე ექსპერიმენტს უნდა გაერკვია, ჩამსხვრეული ფანჯების თეორია მოქმედებს მხოლოდ საერთოდ მიღებულ ნორმებზე, თუ ასევე ადგილობრივ წესებზეც, რომლებიც გარკვეული სიტუაციის ან ადგილისთვისაა მიღებული.
ექსპერიმენტატორებმა ავტოსადგომზე შესასვლელი ღობით გადაკეტეს და დაკიდეს წარწერა „შესვლა აკრძალულია, შემოუარეთ მარჯვნივ, 200 მეტრის იქით“, ასევე დაამაგრეს მეორე წარწერაც „ღობეზე ველოსიპედების მიბმა აკრძალულია“. ცდა კვლავ ორ ვარიანად ჩატარდა: „წესრიგი დაცულია“ და „წესრიგი დარღვეულია“. პირველ შემთხვევაში ღობიდან 1 მეტრის დაშორებით გააჩერეს ოთხი ველოსიპედი, რომლებიც არ იყვნენ ღობეზე მიბმულები. მეორე შემთხვევაში ველოსიპედები ღობეზე მიაბეს. ექსპერიმენტაორები აკვირდებოდნენ მოქალაქეთა რეაქციას, შემოუვლიდნენ ღობეს თუ გაძვრებოდნენ დატოვებულ ხვრელში. სიტუაციაში, როცა „წესრიგი დაცული იყო“, მხოლოდ 27% ავტომობილებისა გაძვრა ღობეში, ხოლო როცა წესრიგი იყო დარღვეული (ველოსიპედები მიბმულია ღობეზე), მძღოლების 82% გაძვრა ღობეში.
#3. მესამე ექსპერიმენტი ჩაატარეს სუპერმარკეტის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, სადაც იყო წარწერა „გთხოვთ, მაღაზიიდან გატანილი ურიკები უკან დააბრუნოთ“. სიტუაციაში „წესრიგი დაცულია“ ავტოსადგომზე არ იდგა არცერთი ურიკა, ხოლო სიტუაციაში „წესრიგი დარღვეულია“ ავტოსადგომზე 4 ურიკა იყო გაფანტული. მათი სახელურები ექსპერიმენტატორებმა სპეციალურად დასვარეს მაზუთით, რათა გამვლელებს არ გასჩენოდათ სურვილი ამ ურიკებით ესარგებლათ. პირველი ექსპერიმენტის მსგავსად,ა ვტომობილებზე დაამაგრეს ფლაერები. შედეგები მსგავსი აღმოჩნდა: პირველ სიტუაციაში ძირს ქაღალდი დააგდო მძღოლების 30%-მა, ხოლო მეორეში - 58%-მა.
#4. ეს ექსპერიმენტი იმეორებდა პირველ ექსპერიმენტს იმ აზრით, რომ „სვა ადამიანების მიერ წესრიგის დარღვევა“ იყო არა ვიზუალური, არამედ ხმოვანი. ნიდერლანდებში კანონი ნებას რთავს პეტარდებისა და ფეიერვერკების გამოყენებაზე მხოლოდ წინასაახალწლო კვირებში. აღოჩნდა, რომ ველოსიპედისტები უფრო ხშირად ყრიდნენ ძირს ფლაერებს, როცა პეტარდების აფეთქებების ხმა ესმოდათ.
#5 და #6. ამ ორი ექსპერიმენტის დროს, ხალხს უბიძგებდნენ მცირე ძარცვაზე. საფოსტო ყუთიდან მოჩანდა გამჭვირვალე კონვერტის კუთხე, რომელშიც გარკვევი ჩანდა 5 ევროანი კუპიურა. სიტუაციაში „წესრიგი დაცულია“, საფოსტო ყუთიც სუფთა იყო და მის გარშემო სივრცეც. სიტუაციაში „წესრიგი დარღვეულია“ საფოსტო ყუთ იყო მოხატული უშინაარსო გრაფიტით (მე-5 ექსპერიმენტი) ან საფოსტო ყუთის მახლობლად ეყარა ნაგავი (მე-6 ექსპერიმენტი).
სიტუაციაში „წესრიგი დაცულია“ გამვლელი 71 ადამიანის მხოლოდ 13%-მა მიითვისა კონვერტი, ხოლო სიტუაციაში „წესრიგი დარღვეულია“ 60 გამვლელის 27%-მა (#5 - დაჯღაბნილი საფოსტო ყუთი) და 72 გამვლელის 25%-მა (#6 - ყუთის გარშემო მიმოყრილი ნაგავი).
საილუსტრაციო მაგალითი: გრაფიტი კედელზე. დღეისათვის გრაფიტი ხელოვნების სახეობადაც კი ითვლება, თუმცა ტრანსპორტის და ქუჩების გრაფიტით მოხატვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. ამიტოამც რიგ ქალაქებში გრაფიტის მოყვარულთათვის ხდება ხოლმე სივრცის გამოყოფა.პრაქტიკული გამოყენებაამ თეორიამ ფართო გამოყენება ჰპოვა თავდაპირველად ნიუ-იორკში, შემდეგ კი აშშ-ის, ევროპის, სამხრეთ აფრიკის, ინდონეზიის ბევრ სხვა ქალაქში.
1980-იანების შუა წლებში შეიცვალა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობა. 1985 წელს ახალმა დირექტორმა, დევიდ განმა ჯორჯ კელინგი, ავტორი წიგნისა „ჩამსხვრეული ფანჯრები“ აიყვანა კონსულტანტად და დაიწყო ამ თეორიის პრაქტიკაში დანერგვა. მოსახლეობის უმეტესობა კრიტიკით მოეკიდა ამ იდეას. „ბიჭო, წადი რაიმე საჭირო გააკეთე. მიხედე სახანძრო უსაფრთხოებას, ტექნიკურ პრობლემებს, კრიმინალს. ნუ ფლანგავ ჩვენს ფულს ამ სისულელეზე“. დევიდ განი არ ნებდებოდა: „ გრაფიტი არის სისტემის კრახის სიმბოლო. თუ იწყებ ორგანიზაციის გარდაქმნას, პირველ რიგში უნდა დაამარცხო გრაფიტი. ჩვენ ზმად ვართ შემოვიყვანოთ ახალი მატარებლები, რომელთა ღირებულება 10-10 მილიონ დოლარს აღწევს, მაგრმა თუ არ დავიცავთ მათ ვანდალიზმისაგან - ყველამ ვიცით რაც მოხდება. ისინი გაძლებენ ერთი დღე, და შემდეგ მათ დაამახინჯებენ და დააზიანებენ“.
1984-1990 წლებში დევიდ განმა და მისმა გუნდმა ომი გამოუცხადა გრაფიტის. ისინი წმენდნენ და აწესრიგებდნენ ვაგოენბს ყველა მარშუტზე, ყველა შემადგენლობაში, ყოველდღე. „ჩვენთვის ეს თავისებურ რელიგურ რიტუალად იქცა“ - იხსენებდა იგი შემდგომ.
მარშუტების ბოლოში დააყენეს სამრეცხაო პუნქტები. თუ ვაგონი მარშუტის ბოლოს მივიდოდა მოხატული, ნახატებს რეცხავდნენ მატარებლის მობრუნების დროს, თუ ეს ვერ ხერხდებოდა, მაშინ ვაგონს ჩახსნიდნენ და სუფთა ვაგონით ანაცვლებდნენ. დასვრილ, მოხატულ ვაგოენბს არასდროს არ ურევდნენ სუფთა ვაგონების შემადგენლობაში. განი მკაფიო შეტყობინებას უგზავნიდა ვანდალებს.
დევიდ განი იხსენებდა: „ გვქოდნა ასეთი შემთხვევა ჰარლემში, სადაც ვაგონები ღამით ჩერდებოდნენ: პირველივე ღამეს მოვიდნენ თინეიჯერები, რომლებმაც ვაგონების კედლებზე თეთრი საღებავი მიასხეს. მეორე ღამეს, როცა საღებავი შეშრა, ისინი მოვიდნენ და კონტურები გაავლეს. მესამე ღამეს კი ვაგონები გააფერადეს. ანუ მათ სამი ღამე იმუშავეს მაარებლების მოსახატავად. ჩვენ დაველოდეთ სანამ ამთ თავიანთი „სამუშაო“ არ დაასრულეს, შემდეგ ყველა ვაგონი გადავღებეთ. ბიჭები ისე გამწარდნენ რომ ატირდნენ, როცა ეს ნახეს. ეს ჩვენი გზავნილი იყო მათთვის: „ გინდათ სამი ღამის დახარჯვა ვაგონების დასამახინჯებლად? მიდით. მაგრამ გპირდებით, თქვენს ნამაიმუნარს ვერავინ ვერ იხილავს““.
მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობის გეგმის მეორე პუნქტი იყო უბილეთობასთან ბრძოლა. ესეც სიგნალი იყო იმისა, რომ სისტემა არ მუშაობდა. ხალხი თვლიდა, რომ თუ ვიღაცა არ იხდის, მათაც შეეძლოთ რომ არ გადაეხადათ, შედეგად პრობლემა ფართომასშტაბიანი გახდა.
1990 წელს ნიუ-იორკის სატრანსპორტო პოლიციის ხელმძღვანელი გახდა უილიამ ბრატონი. იგი ჯორჯ კელინგს უწოდებდა თავის „ინტელექტუალ მენტორს“ და ნულოვანი ტოლერანტობა დანერგა უბილეთო მგზავრთა მიმართ. უბილეთოებს აკავებდნენ და ჩხრეკდნენ. 1993 წელს ნიუ-იორკის მერი გახდა რუდოლფ ჯულიანი, რომელმაც ბრატონი აიყვანა ქალაქის პოლიციის ახალი კომისრად, რათა მას შესძლებოდა ამ მეთოლოგიის უფრო ფართოდ გამოყენება. ჯულიანი მონდომებული იყო, რომ კელინგისა და ვილსონის თეორია პრაქტიკულად განეხორციელებინა. მან გადაწყვიტა, რომ ნიუ-იორკის მაშინდელი დახასიათების მიუხედავად (მიიჩნეოდა რომ ქალაქი იყო ძალიან მახინჯი, უმართავი, ძალიან დიდი, ძალიან ღარიბი და მისი მართვა შეუძლებელი იყო), მაინც შესაძლებელი იყო რომ ქალაქის მართვა სადავეებში მოექცია. მათ ბრძოლა გამოუცხადეს ისეთ წვრილმან დანაშაულს, როგორიცაა გრაფიტი, მეტროში უბილეთოდ მგზავრობა, ქუჩაში ჩხუბი და ა.შ. ის, რასაც ადრე არ აქცევდნენ დიდ ყურადღებას, ახლა გახდა მიუღებელი. მიუხედავად კრიტიკისა და დაცინვისა ოპონენტთა მხრიდან, ჯულიანი დაუღალავად და თანმიმდევრულად ებრძოდა „ჩამსხვრეულ ფანჯრებს“, შედეგად ქალაქში დანაშაულის რაოდენობა წელიწადში 2200 ერთეულიდან დაეცა 1000 ერთეულამდე, და განაგრძო კლება მომდევნო ათწლეულსი განმავლობაში, ხოლო ქალაქის მცხოვრებლებმა მიიღეს უფრო სუფთა და უფრო უსაფრთხო ქალაქი. ასევე მოიმატა პოლიციისადმი ნდობამ, რომ მათ შეეძლოთ გამკლავებოდნენ როგორც წვრილმან, ისე მსხვილ დანაშაულებებს.
თუმცა ზოგიერთ შემდგომი მკვლევარი ამტკიცებდა, რომ კრიმინალის შემცირება არა ამ ღონისძებების დამსახურება, არამედ ზოგადად ამერიკის მასშტაბით კრიმინალის კლებისა და ასევე უმუშევრობის დონის შემცირების დამსახურება იყო.
საილუსტრაციო მაგალითი: ნიუ-იუორკის მეტროპოლიტენის მატარებელი 1980-იან წლებში.რა გააკეთა ბრატონმა?
მან დააყენა ყველა სადგურის ტურნიკეტებთან ათამდე პოლიციელი, რომლებიც აკავებდნენ „ბაჭიებს“ (უბილეთო მგზავრებს) და პლატფორმაზე ერთ ჯაჭვად აბავდნენ ხელბორკილებით, შემდეგ გადაჰყავდათ ისინი პოლიციის ავტობუსით უახლოეს განყოფილებაში, სადაც მათ ჩხრეკდნენ, უღებდნენ თითის ანაბეჭდებს და ამოწმებდნენ მონაცემთა ბაზაში. ბევრ დაკავებულს აღმოაჩნდა თან იარღი, ზოგსაც - კანონდარღვევები.
„პოლიციელებისათვის ეს თავისებურ ელდორადოდ იქცა, იხსენებდა ბრატონი - თითოეული დაკავებული პოპ-კორნის სიურპრიზიან პაკეტს ჰგავდა. აბა, რა სათამაშო ამოგვივა ამ ჯერზე?! პისტოლეტი? დანა? სამართალდარღვევა? აჰა, შენზე მკვლელობაა! ძალიან მალე ცუდი ბიჭები დაჭკვიანდნენ და იარაღის სახლში დატოვება და მგზავრობის საფასურის გადახდა დაიწყეს“.
წყარო:
http://www.adme.ru/svoboda-psihologiya/teo...tyh-okon-620055 © AdMe.ru
წყარო: ვიკიპედია
პ.ს. საქართველოში ამ თეორიის განხორციელება სცადა ნაციონალურმა მოძრაობამ. იდეა ადეიშვილმა წამოაყენა და მიშამ გააჟღერა.
ჩვენთან ამ იდეამ სადისტური, დამახინჯებული სახე მიიღო. როცა მცირე დანაშაულის გამო აბსურდულად უაზრო სასჯელები ეკისრებოდა ადამიანებს.
ზოგადად აზრი ისაა, რომ მხოდეს დანაშაულისადმი ნულოვანი ტოლერანტობა და საზოგადოებამ და პოლიციამ მოახდინონ დანაშაულის პრევენცია შესაბამისი მეთOდებით. და იყოს სასჯელის ალტერნატივები, როგორიცაა გაფრთხილება, დროებითი დაკავება, გამოსასწორებელი სამუშაო, ჯარიმა და ა.შ>
ნაცმოს დროს მხოლოდ ციხე იყო მსგავს სიტუაციებზე და ასევე მოქმედებდა პარტიული კუთვნიელბა და ახლობლობა.
ასე რომ არ დაიწყოთ მიშამ ქვეყანა აააშენა და ეგეც თქვენო.
გთხოვთ ნუ გამოიყენებთ თემას დემაგოგიისათვის This post has been edited by MasterJC on 25 Dec 2015, 01:07