სრულიად ამაზრზენი სისაძაგლე ჩაიდინა ამ არაკაცმა!
რეზონანსი: "თბილისში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი გოგოს საქმეზე ბრალდებულ ბესიკ თოდუას ჩვენება გასაჯაროვდა. 57 წლის კაცი ირწმუნება, რომ ასელ აიტპაევასთან სექსუალური კავშირი, ახალგაზრდა ქალის თანხმობით დაამყარა.
ის ჩვენებაში წერს, რომ სქესობრივი კავშირის დამყარების შემდეგ, სააბაზანოში შევიდა, იქიდან გამოსულს კი ასელი საძინებელ ოთახში არ დახვდა.
„გავედი აივანზე და ჩავიხედე ქვევით, ხრეშზე ესვენა ასელის გვამი. ის აივნიდან გადახტა თუ გადავარდა ვერ მოგახსენებთ“, - აცხადებს თოდუა.
"ტვ პირველის“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 26 წლის გოგოს გვამი ნახა, თოდუამ სასწრაფოდ ჩაალაგა ტანსაცმელი და ზუგდიდში წასვლას გეგმავდა.
კითხვაზე, რატომ არ დაურეკა არავის, ბესიკ თოდუა აღნიშნავს, რომ „შოკში იყო“.
„ასელს მამა-შვილურად ვექცეოდი, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია“, - ამბობს თოდუა.
დაკავებული დაკითხვისას სკანდალურ ჩვენებას აძლევს და ამბობს, რომ ასელი დის ქმარმა გააუპატიურა, და სწორედ ამიტომ მოიკლა ქალმა თავი.
„ჩემი აზრით ასელმა თავი მოიკლა იმის გამო, რომ გააუპატიურა მისი დის ქმარმა მურატმა, რაზედაც ის სულ ნერვიულობდა. ასევე, მისი გადმოცემით, ამერიკაში შეყვარებული ჰყავდა“, - აცხადებს თოდუა.
ოფიციალური ინფორმაციით, 26 წლის ქალი, ყაზახეთის მოქალაქე ასელ აიპაევა მიმდინარე წლის 5 მაისს, მე-8 სართულიდან გადახტა და თავი მოიკლა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა ქალი მუქარის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლია."
გამპრავებლები იტყვიან: "შემოეტყნა"
რეზონანსი:..."თუმცა, გოგონა, როგორც აღმოჩნდა ჩვეულებრივი ტრეფიკინგის მსხევრპლი გახდა.
მასზე ჯერ ნათესავის ქმარმა იძალადა და ის გააუპატიურა, ამის შემდეგ კი არსებობს ეჭვი, რომ ის ქართველ ბესიკ თორდიას ავტომობილის სანაცვლოდ მიჰყიდა.
მან გოგონას უთხრა, რომ საცხოვრებლის შოვნაში დაეხმარებოდა, მანამდე კი მასთან ეცხოვრა, რადგანაც ნათესავის ძალადობისგან თავი დაეხსნა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ გოგონა, როგორც სექს-მუშაკი ყაზახი ნათესავისგან ისე იყიდა და სახლში ჩაკეტა.
მასზე სექსუალურად და ფიზიკურად ძალადობდა. ეს ყველაფერი კი გოგონამ ტელეფონში ჩაიწერა. სავარაუდოდ, არსებობენ ასელიას მსგავსად მოტყუებით ჩამოყვანილი გოგონები, რომელთა ბედი ამ დრომდე ჯერ კიდევ გაუგებარია.
აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ახალგაზრდა ქალს, თორდუა სიცოცხლის მოსპობით ემუქრება, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად ძალადობს და ფაქტობრივად აღიარებს, რომ მან ყაზახეთის მოქალაქეზე სექსუალურად იძალადა. ამავე ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სავარაუდო მოძალადეს დანაშაულის ჩადენის არ ეშინია და მფარველად პროკურორ ძმას ასახელებს.
ის, რაც აუდიოჩანაწერში ისმის, აჩენს ეჭვს, რომ ეს შესაძლოა, ტრეფიკინგის კიდევ უფრო მაშტაბური ქსელი იყოს, რომელიც გოგონებით ვაჭრობითაა დაკავებული.
26 წლის გარდაცვლილი ყაზახი გოგოს დედა კი უკვე საქართველოშია. ოჯახის წევრები საკონსულოში ჯერჯერობით არ მისულან, ამ დროისთვის ისინი საკონსულოს წარმომადგენლებს ელოდებიან. შემდგომ კი ცხედრის ამოცნობის პროცედურას გაივლიან. გარდაცვლილი გოგოს დედა დარწმუნებულია, რომ მის შვილს თავი არ მოუკლავს და ის ფანჯრიდან გადააგდეს. ოჯახი არც იმას გამორიცხავს, რომ საქმე ტრეფიკინგს ეხებოდეს.
“დეტალებს ვერ მოგიყვებით. დღეს მძიმე დღე მაქვს, ცხედრის ამოსაცნობად უნდა წავიდე. დარწმუნებული ვარ, ის ფანჯრიდან გადმოაგდეს. ჩემ შვილს ბოლოს მე ვესაუბრე ღამის 1-ლი საათი იქნებოდა. ვგრძნობდი, რომ შეშინებული იყო, ასევე მომეჩვენა, რომ გვერდზე ვიღაც ჰყავდა.
“საქართველოში სამუშაოდ ჩვენმა ნათესავმა მურად მედვეკოვმა ჩამოიყვანა და მომხდარშიც მას ვადანაშაულებ. ცხედრის ამოცნობის შემდეგ პოლიციაში წავალთ, ახლა ადვოკატის საკითხსაც განვიხილავთ, ჩვენი ქვეყნის კონსულს ველოდებით და დანარჩენს შემდეგ გადავწყვეტთ", - თქვა გარდაცვლილის დედამ.
ოჯახი ამბობს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ნათესავმა ქართველებს ავტომობილის სანაცვლოდ მიჰყიდა.
“ჩამოვფრინდი იმისთვის, რომ ჩემი შვილის ცხედარი სამშობლოში გადავასვენო. ვფიქრობ, ჩემი შვილი ფანჯრიდან გადმოაგდეს, ის ამას თავისით არ გააკეთებდა. ბოლო პერიოდში სულ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაცის ეშინოდა. საქართველოში 5 დღე იმყოფებოდა, 27 აპრილს ჩამოფრინდა, სამუშაოდ ჩამოვიდა ჩვენივე ნათესავის მოწვევით - ბესო ვინაა არ ვიცი, ბესომ ჩემი შვილი საქართველოში გაიცნო, ერთად მუშაობდნენ.
“რაც შეეხება სავარაუდო ტრეფიკინგს, ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ მურადმა ჩემი შვილი ქართველ კაცს მანქანის სანაცვლოდ მიყიდა, მეტი არაფერი ვიცი", - ამბობს გარდაცვლილი გოგოს დედა, აისულუ აიტპაევა."
This post has been edited by ჩეკო on 11 May 2021, 18:41