მე რამდენიმე ადგილზე მიმუშავია, და ნამდვილად კმაყოფილი ვიყავი იმ სტანდარტული პირობებით, რომელიც არსებობდა თითოეულ კომპანიაში.
იყო პატარა ნიუანსები, რაღაც პატარა პრობლემები, შეიძლება რაღაცით უკმაყოფილო ყოფილიყავი, მაგრამ ამას არ ქონდა რაღაც კატასტროფული და უსაშველო ხასიათი.
2006 წლის აგვისტოში მეგობარმა დამირეკა და მითხრა, ვაკანსია არისო სისტემური ადმინისტრატორის თანამდებობაზე. კომპანია ნახევრად უცხოურია და ვიფიქრე ცუდი არ უნდა იყოსთქო. მივედი დავათვალიერე, გარეგნულად მშვენიერი იყო, პირობებიც ნორმალური მითხრეს და მოკლედ დავთანხმდი მუშაობაზე. ისე კი გამიკვირდა, რაღაც დიდი და სერიოზული გასაუბრება არ გაუვლიათ და მეთქი ასე ადვილად რატო იყვანენ თანამშრომლებს.
ასე და ამგვარად აღმოვჩნდი კომპანია
IPSS / IMSS -ში.
თავიდან თითქოს ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ ცოტახანში გაირკვა რომ პირველ ხელფასს თურმე 2 თვის მერე იღებ!
მიზეზი: კომპანია ყველანაირად ცდილობს, თუ სამსახურიდან წახვედი ბოლო თვის ხელფასი არ გადაგიხადოს, მიუხედავად იმისა როგორ წახედი.6 თვე ვიმუშავე ამ კანტორაში, და ამ ხნის მანძილზე უამრავი ადამიანი წავიდა და მოვიდა სხვადასხვა თანამდებობაზე და ყველა მათგანს ქონდა პრობლემა, ბოლო ხელფასის აღებასთან დაკავშირებით. ზოგს მიზეზს დებდნენ, რომ 2 კვირით ადრე კომპანია არ იყო გაფრთხილებული, რომ თანამშრომელი წასვლას აპირებდა, არადა იყო ასეთი კურიოზული შემთხვევა, რომ 1 თანამშრომელი 2 კვირაში გაიქცა, თვქვენ გიჟები ხართო. ხელფასს არ აძლევდნენ, ორი კვირით ადრე არ ვიყავით გაფრთხილებული რომ წასვლას აპირებდაო, გამოდის მოსვლის დღეს უნდა დაეწერა განცხადება წასვლაზე

თანამშრომლების დარჩენის საშუალო ვადა მერყეობდა დაახლოებიტ 1-3 თვე, რადგან ბევრი ვერ უძლებდა არასამართლიან საყვედურებს უფროსობისგან, გიჟურ სიტუაციას და არარელაურ მოთხოვნებს, რომლებსაც ყოველდღიურად ავალაბდნენ მათ.
კომპანიის დამმაარსებელი და დირექტორი გახლავთ ირლანდიიდან ჩამოსული მაიკ მაკკარტი, პროფესიით ექიმი, რომელსაც კომპანიის მენეჯმენტის ელემენტარული წარმოდგენა არ აქვს და მთელი თავისი ბიზნესი აფიორაზე და ტყუილებზეა აგებული. კომანიის შიდა სიტუაციაც დაახლოებით ასე გამოიყურება - ალკატრაც + გუანტანმო ბეი. ფსიქოლოგიური ზეწოლა თანამშრომლებზე რამსფელდის მეთოდებით.
კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც კომპანია ვერ ვითარდება, ოფის მენეჯერი, დოქტორ მაიკ მაკკარტის მონა მორჩილი, სოფელ წალენჯიხიდან ჩამოსული ვინმე ეკა შანავა, ასევე არაპროფილით მომუშავე (განათლებით უცხო ენები) და კომპანიის მენეჯმენტისაგან ძალიან შორს მყოფი პიროვნება.
მენეჯმენტში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა ფაქტი, თუ კუთვნილ შესვენებას იყენებდი და სასადილოდ გადიოდი. ცნობისთვის, კომპანია მდებარეობს მაყაშვილის 31-ში, სადღაც მთის ბოლოს, კენწეროზე, მერე უკვე ანძის ფეხები იწყება. სანამ რუსთაველზე ჩამოხვიდოდი, იყიდდი გამხმარ ფენოვანებს, მერე ისევ აბობღდებოდი, ნახევარი საათი ნადვილად არ გყოფნიდა, მერე სანამ სულს მოითქვამდი და ისადილებდი, 1 საათიც კი გადიოდა და დასვენებაც ასე შეურგებელი გრჩებოდა,
მოკლედ კომპანიამ გადაწყვიტა შესვენების შემოკლება 40 წუთამდე! ხოლო გადაცილებული დროის დაჯარიმება, ხელფასიდან თანხის დაქვითვით.
ფაქტი ნომერი 2: მიუხედავად იმისა, რომ წელს საკმაოდ ლმობიერი ზამთარი იყო, რომ ძალიან არ ციოდა, გამათბობლების გარეშე მემგონი ნორმალური ადამიანი მაინც ვერ გაძლებდა.
კომპანია ყველანაირად ცდილობდა არ შეეკეთებინა გადამწვარი კონდიციონერები და ეკონომია გაეკეთებინა ელექტო ენერგიაზე. ვიჯექით ქურთუკებში, მოყინული ფეხებით. ცალი ხელის ბიბლიაზე დადებით, და მერე ხელის გულზე, შემიძლია ვთქვა, საკუთარი ყურით მოვისმინე როგორ უთხრა ეკა შანავამ დირექტორს, მიუხედავად იმისა რომ გამათბობლებზე ეკონომია გავაკეთეთ მაინც ბევრი გადასახადი მოვიდაო.
იყო უამრავი აბსურდული სიტუაციაც, როცა თანამშრომლებს კომპანიის 100 ფურცლიანი კატალოგის დამთავრებას 2 დღეში თხოვდნენ. იღებდნენ მონაწილეობებს არარეალურ ტენდერებში, როცა დედლაინამდე 2-3 დღე იყო დარჩენილი. პირადად მე კი სისტემური ადმინისტრატორობიდან, სატელიტური დეპარტამენტის მენეჯერად გადამიყვანეს! კიდევ ერთი არაპროფილით მომუშავე ადამიანი!
რატომ, რისთვის? რომელი მენეჯერი მე ვიყავი? მთხოვდნენ ბიზნეს გეგმების შედგენას, დილერებთან მოლაპარაკებების წარმოებას და რაც ყველაზე აბსურდია " შოუთაიმის" ( უცხოური ფასიანი ტელევიზიაა ნტვ+ -ის პონტში) ლიცენზიის აღებას საქართველოსთვის.
ლიცენცია, საქართველოზე მაუწყებლობის და დასავლური კონტენტის გავრცელების (ფეხბურთები, ფილმები, სერიალები) თვითონ შოუთაიმმა უნდა აიღოს, დღევანდელი სიტუაციით კი "შოუთაიმ"-ს ეკრძალება საქართველოს ტერიტორიის მომსახურება. გამომდინარე აქეად ყველანაირ საფორთზე "შოუთაიმი"-ს მხრიდან ზედმეტია ლაპარაკი.
უფრო მეტიც, გარკვეულმა ინსტანციებმა რომ გაიგონ, რომ შოუთაიმის ბარათებით საქართველოში უყურებენ მის არხებს, შოუთაიმს სერიოზულად დააჯარიმებენ. ამიტომ ყოველი ასეთი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში შოუთაიმი ბლოკავს მეკობრული გზით გატანილ ბარათებს.
IPSS / IMSS -მა სპეციალურად ამ მეკობრული გზით შემოტანილი ბარათებით სავაჭროდ გახსნა ახალი ბრენჩი -
"შოუთაიმ ჯორჯია" - ამით კომპანია კიდევ ერთი ჩიტის დაჭერას ცდილობდა.
ფაქტი ნომერი 3:
IPSS / IMSS -ს სერიოზული პრობლემა შეემთხვა ჯობს.გე-სთან. შედეგად ჯობს.გე-მ ბანი დაადო მას და უარი უთხრა მომავალში ვაკანსიების განთავსებაზე. როცა მე დავიწყე მუშაობა
IPSS / IMSS -ში, პირადად ვთხოვე რომ ეს ბანი იქნებ მოეხსნათ, რადგან დიდი ხანი გავიდა და კომპანია შეიცვალათქო (თურმე ვცდებოდი).
ახალი კომპანიის დარეგისტრირებით, მენეჯმენტს გაუჩნდა იმედი, რომ აქედან შეაპარებდა ჯობს.გე -ზე განცხადებებს, მაგრამ ლექსო ხუბულავამ ეს იგუმანა, მარტივი მიზეზის გამო: ყველა დომენი, www.ipss.ge, www,imss.ge და www.showtime,ge ერთ სერვერზე დევს და ძნელი მისახვედრი არ იყო რა ხდებოდა,
შედეგად უარი ეთქვა შოუთაიმსაც.
ფაილი
IPSS / IMSS -ის და ჯობს.გე-ს შესახებ დევს ამ მისამართზე:
http://jobs.ge/files/ipss_imss_fmsg_termination.pdf.
მე მხოლოდ მადლობა მინდა ვუთხრა ლექსოს რომ 6 თვის წინ არ დამიჯერა და თხოვნაზე უარი მითხრა.
მოკლედ უსასრულოდ შეიძლება ამ თემაზე საუბარი, და ძალიან რომ არ გავჭიმო დავამთავრებ ჩემი იტორიით.
ბოლოს უკვე, როცა შოუთაიმის მენეჯერი ვიყავი, და რატომღაც ყველაფერს მე ვაკეთებდი, ღამეები არ მეძინა, რომ მომესწრო კომპანიის 7 გვერდიანი პროფაილი PDF-ში გაკეთება და სასწრაფოდ დუბაიში გადაგზავნა, მომესწრო კომპანიის დაუსრულებელი კატალოგის გაკეთება, აღმოჩდა რომ ჩემს ხელფასს 50$ დააკლდა! მიზეზი? მიზეზი უცნობი, ჩემს კითხვაზე, რომელიც დავუსვი ბატონ მაიკს, მიზეზი მაინც ეთქვა რატომ მაკლებს 50$-ს ხელფასიდან, პასუხიც კი არ მოსულა.
შემდეგ საუბრებში მან "მისაყვედურა" შენ ვერ შოულობ ფულსო! კომპანიაში შემოსავალი არ შემოგაქვსო! - ეს რაღაც სიახლე იყო, კომპანიაში აი-ტი თანამდებობაზე მისული ადამიანი თურმე ფულს უნდა ვშოულობდე და კომპანიაში შემქონდეს?? ბატონო?? მოკლედ ეს ბოლო წვეთი იყო. დავწერე ორი კვირით ადრე განცხადება, და ორი კვირის თავზე წამოვედი. ბევრი მირეკეს, მაგრამ იქ დამბრუნებელი არავარ, არც არავის ვურჩევ. მოვიდა ბოლო ხელფასის აღების დროც, ისინი სდუმან. რაღაც პრობელმა არისო, ველოდები