ebay.com მსოფლიოში ყველაზე დიდი ონლაინ-აუქციონია,
2002 წელს eBay-მ შეიძინა ონლაინ გადახდების სისტემა PayPal, რომელიც მომხმარებლებს ბარათის მონაცემების შესახებ ინფორმაციის გაცვლის გარეშე ვაჭრობის საშუალებას აძლევს, რამაც eBay-ზე ვაჭრობა უფრო უსაფრთხო და მოქნილი გახადა. დღეს eBay.com-ზე ვაჭრობა მხოლოდ PayPal-ის გამოყენებით არის შესაძლებელი.
Ebay-ზე გადახდის მისაღები მეთოდი ძირითადად არის paypal-ი, თუმცა სხვადასხვა მომწოდებელი რამოდენიმე ვარიანტს გვთავაზობს (paypal, საკრედიტო ბარათი ან საბანკო გადარიცხვა)
ესეც
Kate789-ის სტატია
https://k84u.com/2013/04/13/ppingeo/ ფეიფალის შესახებ
წინა თემის ლინკები:1. ფეიფალი და ონლაინ აუქციონი - ^^Ebay.com^^2. ფეიფალი და ონლაინ აუქციონი - ^^Ebay.com^^ - II3. ფეიფალი და ონლაინ აუქციონი - Ebay.com - III4. PayPal და ონლაინ აუქციონი - Ebay.com - IV5. Ebay - აუქციონი6. Ebay - აუქციონი, თემა VI7. Ebay-აუქციონი, თემა VII8. Ebay - აუქციონი, თემა VIII9. Ebay - აუქციონი, თემა IX10. Ebay - აუქციონი, თემა X11. Ebay - აუქციონი, თემა XIხშირად დასმული კითხვები:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რა არის "Reserve Price" eBay-ზე?
აუქციონზე ვაჭრობისას შესაძლებელია შეგხვდეთ ტერმინი "Reserve Price" - ეს არის ფასის მინიმუმი, რომელზე დაბალი ფასის შეთავაზებით (bid) გამარჯვების შემთხვევაში გამყიდველი უარს ამბობს ნივთის გაყიდვაზე.
რა არის "eBay Bucks"?
ყოველ შესყიდვაზე eBay უკან გიბრუნებთ ნივთის ღირებულების 2%-ს eBay Bucks-ების სახით. (ამისათვის თქვენ აუცილებლათ უნდა ჩაერთოთ ამ პროგრამაში)ამ თანხის გამოტანა თქვენ არ შეგიძლიათ. თქვენ შეგიძლიათ დააგროვოთ Bucks-ები და ამ დანაზოგით შეიძინოთ ნივთი eBay-ზე. Bucks-ების დასახარჯად გეძლევათ განსაზღვრული დრო, რომლის განმავლობაშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ბონუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი განულდება. eBay Bucks-ების დაგროვება ხდება კვარტლების მიხედვით და წლის თითოეული კვარტლის დასრულების შემდეგ თქვენ გეძლევათ ერთი თვე რათა დახარჯოთ დაგროვილი თანხა.
შეიძლება თუ არა მოგებულ ნივთზე ფულის არ გადახდა?
თუ თქვენ გაქვთ ლეგიტიმური მიზეზი თუ რატომ არ უნდა გადაიხადოთ საფასური, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გამყიდველს და აუხსნათ თქვენი მიზეზი. გამყიდველი შეიძლება დაგთანხმდეთ ტრანქაზიის გაუქმებაზე. თუ თქვენ და გამყიდველი შეთანხმდებით შეკვეთის გაუქმებაზე თქვენ განთავისუფლდებით გადახდის ვალდებულებისგან. როგორც მყიდველი თქვენ გაქვთ ვალდებულება გადაიხადოთ ნივთის საფასური. თუ თქვენ არ გადაიხდით ამანათის ღირებულებას გამყიდველს აქვს უფლება თქვენს წინააღმდეგ საქმე აღძრას რომელიც შემდგომში აღინიშნება თქვენს ისტორიაში. მსგავსი შემთხვევის რამოდენიმეჯერ გამეორების შემთხვევაში თქვენ დაგებლოკებათ eBay-ს ანგარიში.
შეიძლება თუ არა შეთავაზების (bid)-ის გაუქმება ?
როგორც წესი მყიდველს არ აქვს უფლება გააუქმოს შეთავაზება. როდესაც თქვენ აკეთებთ შეთავაზებას ეს იმას ნიშნავს, რომ მოგების შემთხვევაში თქვენ მზად ხართ გადაიხადოთ თქვენს მიერ მითითებული თანხა, თუმცა ზოგჯერ მყიდველი შეთავაზების გაკეთების დროს შემთხვევით უშვებს შეცდომას და eBay იძლევა საშუალებას გავაუქმოთ ეს შეთავაზება.
შეთავაზების გაუქმებისას არსებობს ორი შემთხვევა:
1. თუ აუქციონის დასრულებამდე დარჩა 12 საათზე მეტი, მაშინ eBay გაძლევთ შესაძლებლობას გააუქმოთ ყველა თქვენი შეთავაზება და, სურვილის შემთხვევაში, თავიდან მიიღოთ მონაწილეობა აუქციონში.
2. თუ აუქციონის დასრულებამდე დარჩა 12 საათზე ნაკლები, მაშინ eBay გაძლევთ შესაძლებლობას გააუქმოთ მხოლოდ ის შეთავაზება, რომელიც გაკეთებულია გაუქმების მოთხოვნამდე არაუმეტეს 1 საათის განმავლობაში.
შეთავაზების გაუქმებისათვის დააჭირეთ ღილაკს Customer Support (რომელიც განთავსებულია ebay.com-ზე მარჯვება ზედა კუთხეში) და შემდეგ აირჩიეთ "Retract a bid". მიუთითეთ ის ნივთი, რომელზეც გსურთ შეთავაზების გაუქმება (ცხადია, ამ დროს ebay.com-ზე ავტორიზაცია უნდა გქონდეთ გავლილი) და დააჭირეთ ღილაკს Continue. შემდეგ აირჩიეთ მიზეზი, თუ რატომ აუქმებთ თქვენს შეთავაზებას და დააჭირეთ ღილაკს Continue. ბოლოს დააჭირეთ ღილაკს "Retract bid".
თუ თქვენი შემთხვევა არ შეესაბამება არცერთ ჩამოთვლილ მიზეზს, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გამყიდველს და მას სთხოვოთ შეთავაზების გაუქმება
რამოდენიმე ფაქტი იბეის შესახებ:
25.01.2017 სთვის 167 მილიონი მომხმარებელი ყავს,
25 მილიონი გამყიდველი,
56% პროდუქცია არის არა ამერიკული (სხვა ქვეყნებიდან იყიდება)
81% არის ახალი პროდუქცია
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
წინა თემის აქტიური მომხმარებლები:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «