
/// 20 სექტემბერს, რუსთავის ავტოდრომზე, BCG და GDRS წარმოგიდგენთ SEMA DRAG RACING–ს, რომელიც
მონაწილეების და მაყურებლის ინტერესის გასაზრდელად ჩატარდება თავიდან ბოლომდე შეცვლილი კლასებით!
ღონისძიება ეძღვნება ავტოკატასროფაში დაღუპულ ჩვენს მეგობარს – სემა მაისურაძეს! ♥
დასაწყისი: 13:00 / ბილეთის ფასი: 5 ლარი (12 წლამდე უფასო)
დრაგის გვერდი საქართველოში:
Georgian Drag Racing Seriesღონისძიების FB ბმული:
EVENT LINKბილეთის ღირებულება კაცზე – 5 ლარი. (გაიყიდება ადგილზე, შეჯიბრის დღეს)▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄
სპონსორები ♥
• ენერგეტიკული სასმელი BLU
• ნავთობკომპანია Wissol
• ავტონაწილების მაღაზია PremiX
• ავტომომსახურების ქსელი Vianor
პარტნიორები ♥
ტელეკომპანია GDS, რადიო ფორტუნა+, ავტორადიო, კინოთეატრი CAVEA, OUtdooR.ge, MyVideo.ge,
გადაცემა ავტორბოლა, ვებ სტუდია 63BITS, Aspria Fitness, Spitfire Media, გვერდი Georgian Cars და სამზარეულო დონ ჩიჩო.▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄
ახალი სისტემით მონაწილეები დაიყოფიან სამოყვარულო და PRO კლასებში იმის მიხედვით თუ რა კონფიგურაციისაა მათი წარმოდგენილი ავტომობილი.
►►► წარმოგიდგენთ სამოყვარულო კლასებს:
A კლასი [RWD+FWD 0cc–4400cc]
B კლასი [RWD+FWD 4401cc-5500cc]
ABSOLUTE კლასი [RWD+FWD Absolute]
კვადრო ABSOLUTE კლასი [4x4 Absolute]სამოყვარულო კლასში აკრძალულია:
► ძრავი, რომელითაც სერიულად არ გამოდიოდა აღნიშნული კუზაო
► სტოკი ტურბინის ან კომპრესორის შეცვლა
► დამსუბუქება: სალონის დაშლა, ბამპერების მოხსნა და ჩამოსხმული დეტალების მიყენება.
► არასტანდარტული საწვავის გამოყენება (მეთანოლი და ა.შ.)
► სლიკების და ნახევრადსლიკების დაყენება (საქართველოში ფიზიკურად რაოდენობის არქონის გამო)
► არასერიული ავტომობილების გამოსვლა
► A კლასში აკრძალულია ტურბინიანი ავტომობილებით გამოსვლა (ავტომატურად B)
►სპორტული სავარძლები შეიძლება თუ იქნება ორივე ერთნაირი და კარგ მდგომარეობაში! (ანუ სპეციალურად ჩაგდებულის "ვიდზე" არ უნდა იყოს!)
► კარბონის ან ფიბერის კაპოტი და საბარგული შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის იგივე ვიზუალის რაც ორიგინალი და არა ცოცხით შეღებილის "ვიდზე"!
ყველა დეტალი შემოწმდება რეგისტრაციის შემდეგ და მოტყუების მცდელობაში დაჭერისას – მრბოლელს ელის დისკვალიფიკაცია თანხის დაბრუნების გარეშე!
თითოეული კლასის I და II ადგილს შეუძლია გადავიდეს ზედა და PRO კლასში!
►►► წარმოგიდგენთ PRO კლასებს:
A PRO კლასი [RWD+FWD 0cc–4400cc]
PRO ABSOLUTE კლასი [RWD+FWD Absolute]
კვადრო PRO კლასი [4x4 Absolute]PRO კლასში თითოეული ავტომობილი გარდა სტანდარტული უსაფრთხოების მოთხოვნებისა – ვალდებულია იქონიოს ცეცხლმაქრი!
კოეფიციენტები (კლასების დასაბალანსებლად):
///M (გარდა ამერიკული E36-ისა, E34-ისა და E39–ისა), Kompressor - 1.4
Turbo - 1.8
►►► რეგისტრაცია: www.motorsport.ge
პირველად დრაგის ისტორიაში მონაწილეობა გავხადეთ ხელმისაწვდომი თითოეული მსურველისთვის:
► დრაგზე გამოსვლა საპრიზო ფონდის გარეშე – 50 ლარი
► რეგისტრაცია 1/2 საპრიზო ფონდზე – 70 ლარი
► რეგისტრაცია სრულ საპრიზო ფონდზე – 100 ლარი
კლასი, სადაც არ შეგროვდება 8 ავტომობილი – 50 ლარის ზემოთ გადახდილი სასტარტო უბრუნდებათ.
დააჭირეთ სპოილერს თუ გაინტერესებთ – რომელი ავტომობილი რომელ კლასში ხვდება» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პოპულარული მოდელების გადანაწილება კლასებად
►►►A კლასი [RWD+FWD 0cc–4400cc]
BMW 328, 330, 331, ამერიკული M3, M3 (3.0), M5 (E34), 540, 544, Mini Cooper S
Mercedes 2.3 Kompressor, C36, CLK430, C350
Nissan 350Z, Skyline 350 GT, Infinity G35, Porsche Boxter (ატმო), Renault Clio 3.0 V6
Honda ყველა )) Golf GTI, Toyota Supra (ატმო), Alfa Romeo GTV
►►►B კლასი [RWD+FWD 4401cc-5500cc]
BMW 135, 1M, M2, 335, M3 (E36, E46, E92, F80), M4, 535, 535D, 550, M550D, 850
Mercedes C32 AMG, SLK 32 AMG, CLK500, 5.5 AMG (ატმო), CLK550
Ferrari 360 Modena, F430, Porsche (ატმო), Toyota Supra
Nissan Skyline GTS, VAG 2.0T, Toyota MR2 Turbo, Fiat Tempra 2.0T, Nissan Silvia (წადი დრიფტზე)
►►►ABSOLUTE კლასი [RWD+FWD Absolute]
BMW M5, M6, Mercedes 5.5 Kompressor, AMG GTS, 63 AMG
►►►კვადრო ABSOLUTE კლასი [4x4 Absolute]
Mitsubishi EVO, Colt, Subaru Impreza, Forester, Legacy B4, Audi S4, RS4, S6, RS6
Lamborghini Gallardo, Murcielago, Aventador
Porsche 911 Turbo, Nissan GTR (R33, R34, R35)
►►►A PRO კლასი [RWD+FWD 0cc–4400cc]
Opel Corsa 2.0, 3.0, 3.0K, SLK4.3, BMW (Hulk), BMW 328K, BMW M3 K, Honda Civic K24, Civic 2.0 Turbo, BMW 344
►►►PRO ABSOLUTE კლასი [RWD+FWD Absolute]
Mercedes 190 5.5, AMG 5.5K Weistec, E63 AMG, CLK500 Gas Turbo, Ford Shelby GT500, Nissan 300zx Firelady, Toyota Supra
►►►კვადრო PRO კლასი [4x4 Absolute]
Mitsubishi EVO (გელაშვილი)
▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄
►კვალიფიკაცია ჩატარდება (დროზე) 2 გავლით, რის შემდეგაც დაწყვილდებიან მრბოლელები 1 პოზიცია VS ბოლო პოზიციის პრინციპით.
►წყვილებში დროის ათვლა მოხდება ორივე ზოლზე, ხოლო გამარჯვებული კი გამოვლინდება ფინიშის ხაზის პირველი გადაკვეთით.
▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄
პრო-
ფოტოგრაფების აკრედიტაცია: 598 96 04 07 გიორგი ჯაფოშვილი /
ტელევიზიის და სხვა მედიასაშუალებების აკრედიტაცია: 591137111 გიორგი ხუგაშვილი.
აკრედიტაციის შედეგად შეგეძლებათ სპეც. ზონებიდან საუკეთესო სურათების გადაღება!
საპრიზო ფონდი (კლასში პრიზის ასაღებად აუცილებელია მინიმუმ 8 მონაწილე)
I ადგილი – 150 ლიტრი ვისოლის, ეკო სუპერის საუკეთესო საწვავი! 100 ლარიანი ვაუჩერი PremiX–ის მაღაზიაში, ენერგეტიკული შეკვრა BLU, თასი, სიგელი და მედალი!
II ადგილი – 100 ლიტრი ვისოლის, ეკო სუპერის საუკეთესო საწვავი! ენერგეტიკული შეკვრა BLU, ასევე სიგელი და მედალი!
III ადგილი – 50 ლიტრი ვისოლის, ეკო სუპერის საუკეთესო საწვავი! ენერგეტიკული შეკვრა BLU, ასევე სიგელი და მედალი!განლაგება ავტოდრომზე:

მონაწილეთათვის აუცილებელი საკითხავი!
რეგისტრაციის ადგილი, ღირებულება და პირობები: როგორც ზემოთ ავღნიშნეთ უკვე –
► დრაგზე გამოსვლა საპრიზო ფონდის გარეშე – 50 ლარი
► რეგისტრაცია 1/2 საპრიზო ფონდზე – 70 ლარი
► რეგისტრაცია სრულ საპრიზო ფონდზე – 100 ლარი
www.motorsport.ge (უკვე ჩართულია)
Online რეგისტრაციის ადგილზე დადასტურება 9:30 – 10:30
ადგილზე რეგისტრაცია – 130 ლარი. კვირას 9:00 – 10:00
VIP რეგისტრაცია: კონკრეტული კლასის დაწყებამდე მინიმუმ 20 წუთით ადრე – 150 ლარი
უკვე შესაძლებელია პიტლეინზე და სტარტთან მექანიკების ავტომობილის აყვანა – რეგისტრაციას ატარებთ ბოლიდთან ერთად – 30 ლარი
2 კაცს შეუძლია 1 მანქანით გამოსვლა, ხოლო 1 კაცს 2 მანქანით მხოლოდ სხვადასხვა კლასში შეუძლია!
*** რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელი არაა ადგილზე თითოეულის მოსვლა - ანუ რეგიონებიდან გამომსვლელებმა (და ქალაქელებმაც) შეგიძლიათ
გამოატანოთ თანხა და ჩააწერინოთ მართვის მოწმობის ნომერი, ტელეფონის ნომერი, სახელი, გვარი, მანქანის მოდელი, სახ. ნომერი და კუბატურა.
აკრძალულია:** შუშების მაგივრად დასკოჩვა, არსებობს სპეც (იაფიანი) პლასტიკატები, რომლებსაც შუშის ეფექტი აქვთ!
** სარბოლო ტერიტორიაზე წებოვანი ნივთიერებების დასხმა.
*** თუ იჭრება ძარის დეტალები, კარები და ა.შ. – აუცილებელია დადუგვა!შესასვლელი და მანქანების სტარტის მიმდებარე ტერიტორიის განლაგება: სქემა #1
რეგისტრაციისას იღებთ სასტარტო ნომერს, რომელსაც
აკრავთ მარცხენა მხარეს – უკანა შუშაზე, ანუ მძღოლის შუშის უკან.
ასევე იღებთ მწვანე და ყვითელი ფერის სამაჯურებს – მწვანეს იკეთებთ თქვენ, ყვითელს კი – მექანიკი.
(სარეგისტრაციო ნომრის ან სამაჯურების დაკარგვისას აცხადებთ სარეგისტრაციო ოთახში, ჯარიმდებით 20 ლარით და იღებთ ახალს)
რეგისტრაციისას გადახდილი თანხის დამადასტურებელი ჩეკი უნდა შეინახოთ თუ ქრონომეტრაჟის დაზიანების ან ორგანიზატორის მხრიდან სხვა პრობლემის წარმოქმნის
შემთხვევაში - გადაწყვიტავთ დრაგის დატოვებას და მოითხოვთ გადახდილ თანხას. თუ დადგებით სტარტზე - თანხა აღარ ანაზღაურდება!
ყველა კლასის ავტომობილი რეგისტრაციის გავლისთანავე აკრობს სასტარტო ნომერს მარცხენა (მძროლის მხარეს)
და გადადის დახურულ პარკში, სადაც ელოდება ტექნიკურ შემოწმებას...ტექნიკური შემოწმება უკვე ტარდება სრული დატვირთვით – და არა ისე როგორც წინა წლებში!
მძღოლისთვის დაწესებული მოთხოვნების და ჩემპიონატის სისტემის სანახავად დააჭირეთ სპოილერს!» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
უსაფრთხოების ზოგადი წესები1. რბოლის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა სასტიკად აკრძალულია, თუ ეს უკანასკნელი უსაფრთხოების მიზნით აუცილებლობას არ მოთხოვს.
2. რბოლისა და ვარჯიშის დროს ავტომობილებმა უნდა იმოძრაონ მხოლოდ მათთვის განკუთვნილ სარბოლო ზოლზე, სტარტიდან ფინიში მიმართულებით.
3. თუ შეჯიბრის დროს, ავტომობილი რიგი მიზეზების გამო გაჩერდა და მძღოლს არ შეუძლია მისი გაყვანა საფრთხის ზონიდან, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ დატოვოს ავტომობილი და გავიდეს ჯებირს მიღმა.
4. ტექნიკური სამუშაოების ჩატარება ავტომობილზე შესაძლებელია მხოლოდ, ასეთი სამუშაოებისთვის გამოყოფილ ტექნიკურ ზონაში. კონკრეტულ შემთხვევაში – პადოკში.
5. აუცილებელია რბოლის დროს ღვედის შეკვრა და გვერდითა მინების აწევა. აკუმულატორი უნდა იყოს დამაგრებული.
6. აკრძალულია მინების მაგივრად სკოჩის გამოყენება. მინის ჩანაცვლება შეიძლება გამჭვირვალე პლასტიკატებით.
7. არავის არ აქვს უფლება მიეკაროს სარბოლო ბილიკზე გაჩერებულ ავტომობილს გარდა იმ სამსახურებისა რომელთაც ევალებათ ექსტრემალური ევაკუაცია.
8. რბოლის მიმდინარეობის დროს ავტომობილის ძრავის დაქოქვა შეიძლება მხოლოდ იმ საშუალებებით რომელიც განთავსებულია ავტომობილში, გამონაკლისი დასაშვებია ავტომობილის პადოკში ყოფნის დროს სადაც დასაშვებია გარე დაქოქვის მოწყობილობების გამოყენება.
9. როდესაც ავტომობილი იმყოფება წინასასტარტო ზონაში და მძღოლი ვერ ქოქავს ავტომობილს 2 წუთის განმავლობაში, მას კონკრეტული (მოცემული) გარბენი ჩაეთვლება წაგებად.
10. დაფინიშების შემდეგ მონაწილე რომელიც ბრუნდება პადოკში, მოძრაობის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 60 კმ.სთ–ს, ამ პირობის დარღვევისას, მძღოლის შედეგი ანულირებული იქნება და განმეორების შემთხვევაში მოხდება დისკვალიფიკაცია.
11. თუ მონაწილის ავტომობილს ვარჯიშის ან/და რბოლის დროს წარმოექმნა რაიმე ტექნიკური პრობლემა და ვერ აგრძელებს გარბენს, მაგრამ ავტომობილით გადაადგილება შეუძლია დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს სარბოლო ბილიკი ყველაზე უსაფრთხო გზით.
12. თუ მძღოლი გახდა ავტოკატასტროფის მონაწილე, მას არ აქვს უფლება დატოვოს ავტოდრომი ორგანიზატორის თანხმობის გარეშე.
13. ორგანიზატორი ვალდებულია შეაჩეროს შეჯიბრი (პრაქტიკა, მოთელვა, კვალიფიკაცია და ა.შ.) ნებისმიერი ექსტრემალური შემთხვევის დროს, როდესაც ადამიანების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას შეიძლება ზიანი მიადგეს, ამ დროს შუქნიშნებზე ინთება წითელი შუქი ან ყველა მსაჯი რომელიც მხედველობის არეში იმყოფება წევს წითელ ალამს რაც იმისი მანიშნებელია რომ მძღოლებმა უნდა დააგდონ სიჩქარე მაქს 50 კმ. სთ–მდე და მზად უნდა იყვნენ დაუყოვნებელი გაჩერებისათვის.
14. გარბენის დროს ტექნიკური პრობლემების წარმოქმნის დროს მძღოლი ვალდებუილა გადავიდეს დრაგ–ზოლიდან რათა აიცილოს თავიდან ზეთის ან სხვადასხვა სითხის დაღვრა სარბოლო ზონაში.
15. აუცილებლად უნდა გეხუროთ ჩაფხუტი, რომელიც უფასოდ მოგეცემათ ან შეგიძლიათ იქონიოთ თქვენი. გარბენის შემდგომ ცდილობთ - რაც შეიძლება მალე მიაწოდოთ სტარტზე, რომ ავიცილოთ დრაგის დროში გაწელვა.
წინასასტარტო ზონა . სტარტის პროცედურა. (სქემა #1 & 2)
1. როდესაც 2 ავტომობილი დგება სტარტზე და შემდეგი ხართ თქვენ - გადადიხართ წინასასტარტო ზონაში, სადაც ახურებთ საბურავებს!
2. მსაჯების ნიშანზე, მონაწილე ვალდებულია 30 წამის განმავლობაში შეიყვანოს ავტომობილი წაინასასტარტო ზონაში.
3. აკრძალულია მრბოლელების მიერ სარბოლო მონაკვეთზე სიარული, დროის თუ სხვა სიტუაციების გარკვევის მიზნით! მრბოლელების ზონაში არის დაფა, სადაც მრბოლელს თუ მის ტექნიკურ ჯგუფს შეუძლია მიიღოს სრული ინფორმაცია დროის თუ გამოსვლის რიგითობის შესახებ.
4. ავტომობილის კრიტიკული დაზიანებისას (საფრთხის შემცველი ან გადაადგილების შეზღუდვისას) - პრობლემის აღმოფხვრისთვის, მრბოლელს შეუძლია ითხოვოს (მთავარ მსაჯთან), რომ გადაინაცვლოს კონკრეტული ეტაპის დუელების ბოლოში, რაზეც (ღონისძიებების სიტუაციიდან გამომდინარე) ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეიძლება მიიღოს უარი.
5. მსაჯების ნებართვის გარეშე მონაწილეს ეკრძალება სტარტის ზონაში შესვლა. მანამდე ავტომობილი უნდა იყოს უძრავად. წინასასტარტო ზონაში მექანიკოსებს ეკრძალებათ ნებისმიერი სამუშაოს ჩატარება ავტომობილზე.
6. მსაჯების ნიშანზე წინასასტარტო ზონაში მყოფი მონაწილეები (ავტომობილები) მიდიან სტარტის ზონაში სადაც დაიშვება საბურავების გაცხელება, ავტომობილის მომზადების და საბურავების გაცხელების პროცედურა არ უნდა აღემატებოდეს 30 წამს, ამ დროს სტარტის ხაზის გადაკვეთა დასაშვებია.
7. კონკრეტული გარბენის შეყოვნების ან გადადების შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია შეწყვიტოს ნებისმიერი მოძრაობა და დაელოდოს მსაჯების შემდგომ მითითებებს.
8. შეჯიბრის ფინალური ეტაპების დროს, იმ მონაწილეს რომელსაც კვალიფიკაციის შედეგებით უმჯობესი შედეგი აქვს უფლება ეძლევა აირჩიოს სარბოლო ზოლი.
9. ორივე ავტომობილის გაფუჭებისას, შემდეგ ეტაპზე გადადის კვალიფიკაციაზე უკეთესი დროის მქონე მრბოლელი.
10. ერთი ავტომობილით 2 მრბოლელის მონაწილეობის შემთხვევაში, სტარტზე გამოსვლისას (შუაში მყოფ) მსაჯებს ეუბნებით თქვენს საბორტო ნომერს.
ჩემპიონატის სისტემა.კვალიფიკაციაზე მრბოლელები ანხორციელებთ 2 სტარტს კონკურენტის გარეშე, ანუ დროზე.
კვალიფიკაციის დასრულებისას საუკეთესო დროის მქონე მრბოლელები გადავლენ მეორე, დუელების ეტაპზე შემდეგი რაოდენობის მიხედვით:
4 ავტომობილი (5–დან 10–ის ჩათვლით ოდენობისას)
8 ავტომობილი (11–დან 20–ის ჩათვლით ოდენობისას)
16 ავტომობილი (21–დან 40–ის ჩათვლით ოდენობისას)
დუელების სტარტი ხდება შუქნიშნით, დროშის ან ხელის დაქნევით და 402 მეტრის გავლისას, იქნება ფოტოფინიში!

ეს სისტემა გამორიცხავს არგამართლების გამო ძლიერთან შეხვედრას და ისე ლაგდება სქემა, რომ ფინალებისკენ უფრო და უფრო ძლიერი ავტომობილები ხვდებიან ერთმანეთს!
რაც ასევე გამორიცხავს 2 უძლიერესი ავტომობილიდან ერთერთის დასაწყისშივე გამოვარდნას!
ფალსტარტი.1. ფალსტარტის დროს მონაწილე აგებს 1 ქულას.
2. მონაწილე რომელმაც გააკეთა ფალსტარტი, ანელებს მოძრაობას და დადგენილი წესით და მარშრუტით (მე2 წაგების შემთხვევაში) ბრუნდება რიგის ბოლოში ან სასტარტო ზოლთან (1ლი გარბენის შემთხვევაში).
3. გარბენის დროს როდესაც ორივე მძღოლი აკეთებს ფალსტარტს ასეთ შემთხვევაში მათ (ორივეს) ეთვლებათ წაგებად. 2:2–ის შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გადადის – კვალიფიკაციაზე უკეთესი დროის მქონე მრბოლელი.
4. როდესაც ფალსტარტი კეთდება ფინალებში ორივე მძღოლისგან – ინიშნება განმეორებითი გარბენი სტარტის ყველა პროცედურის დაცვით.
ტრასაზე მოძრაობა. სქემა #3

1. სტარტის ნიშნის შემდეგ ავტომობილები იწყებენ მოძრაობას აჩქარებით სწორხაზოვან ურთიერთ პარალელური მიმართულებით ფინიშის ხაზის გადაკვეთამდე.
2. ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდგომ, ავტომობილები ანელებენ მოძრაობას და ბრუნდებიან პადოკში ამ დროს მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 60 კმ–სთ.
3. ქრონომეტრაჟის უსაფრთხოების მიზნით აკრძალულია სარბოლო მონაკვეთზე საპირისპირო მხარეს გადასვლა, რის გამოც შეიძლება დაზიანდეს დროის ათვლის სისტემა, რომლის ანაზღაურებაც ეკისრება წესების დამრღვევს. გარდა ამისა სარბოლო ზოლის გადაკვეთა ჯარიმდება 1/2 სასტარტო შენატანით.
4. ქრონომეტრაჟის სისტემის დაზიანების შემთხვევაში დრაგი გრძელდება ფინიშის პირველი გადამკვეთის პრინციპით.
5. მრბოლელი, რომელიც უარს იტყვის ქრონომეტრაჟის სისტემის გარეშე რბოლაზე – (სასტარტო შენატანის გადახდის ჩეკის წარდგენისას) დაუბრუნდება თანხა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში:ორგანიზაციული და მარკეტინგული თემების ირგვლივ – გიგი ტუღუში 574 714 741
ტექნიკური მოთხოვნების და წესების ირგვლივ – ლუკა ხავთასი 599 036598
VIP პარკინგზე საკუთარი ექსკლუზიური ავტომობილისთვის ადგილის დაჯავშვნისთვის – გიორგი მკლავიშვილი 555566699
წარმატებები! და გელით დრაგის ახალ ეტაპზე! This post has been edited by GT_714 on 8 Sep 2015, 17:01