არა, გზაზე არც გავჭედილვარ არსად.
აქ უფრო სხვა სიტუაციაში აღმოვჩნდი, ფაქტიურად ყანაში გადავედი, გაუკვალავში და ერთ ადგილას ცხვირი იმენა ჩაიძირა თოვლში (ქვემოთ ორმო ყოფილა) და მთლიანად თოვლზე დაჯდა მანქანა, როგორც გემი რო შეჯდება ხოლმე "რიფებზე".
არათუ ბორბლები, არამედ მთელი კორპუსი ცხვირიდან უკანა ხიდამდე თოვლში იყო ჩარჭობილი.
ასეთ სიტუაციაში გაზით და გაქანება-გამოქანებით ვერაფერს უშველი, უარესია.
ერთადერთი სწორი გამოსავალი იყო, შესაძლებლობისდაგვარად დამკრატზე აწევა (შევაცურე ქვეშ, ჯერ დიდი ქვა, მერე ზედ ხის დაფა და მასზე შევდგი დამკრატი, რომ თოვლში არ ჩაფლულიყო) და ნიჩბის დახმარებით იატაკის ქვეშიდან (განსაკუთრებით კარტერს ქვეშ) თოვლის გამოსუფთავება, შემდეგ მიწოლით ამოთრევა.
ასეც მოვიქეცით და ამოვიყვანეთ ერთობლივად.

მეორე დღეს "ML" ჩაერჭო აქ.
შორიდან ვხედავდი და გულში ვფიქრობდი, არ შეხვიდე, არ შეხვიდე, არაა ... და დუმც
ჩავედით მერე და უკვე მიღებული გამოცდილება გამოვიყენეთ და უფრო ადვილად გამოვიყვანეთ.
მთლა ჩემსავით არ იყო ჩარჭობილი, თან მაღალიცაა და არ გაგვიჭირდა ამოყვანა.
მორალი - ძალა ერთობაშია !!!
და - ყანაში ნუ გაიჯეჯილებთ (სადაც არ იცით თოვლის ქვეშ რა არის)
This post has been edited by spider77 on 8 Feb 2016, 11:24