მოკლედ დღეს ჩავრთე ეს კვება სრულფასოვნად.
აქამდე სულ 1 წუთით მქონდა ჩართული 1-2-ჯერ და რომ წკაპუნობდა შემეშინდა რამე არ მოუვიდეს-თქო.
დღეს "დავიკიდე" და ჩავრთე ოტ ი დო.

სატესტო სისტემა, რაზეც ამ კვებას აქამდე ვრთავდი იყო ასეთი:
CPU - სელერონ G 1820
M/B - Z87-PLUS
RAM - 2X4Gb
SSD - VERTREX 3 60Gb
HDD - ლეპტოპის 500-იანი
BOX COOLER - ინტელის ჩვეულებრივი.
VGA - სხვადასხვა.
ჩავაყენე ჩემი 1 გპუ-იანი GTX295 და გავატარე ფურმარკი.
და ჰოი საოცრებავ: არც წკაპუნი და არც ფხაკუნი, ყველაფერი გაჩერდა.
მერე ფურმარკის პარალელურად ჩავრთე AIDA64 EXTREME-ს სტაბილურობის ტესტი და ყველაფერი კვლავ იდეალურად იყო. არავითარი ზედმეტი ხმები არ ყოფილა.
ქვემოთ სქრინსაც დავდებ, სადაც დატვირთვის ვოლტებიც ჩანს ამ კვების და ასევე დატვირთვის გარეშე ვოლტებიც.
დასკვნა: დატვირთვის გარეშე არ მოსწონს ამ კვებას მუშაობა. 
მერე გავაკეთე ასეთი რამ: შეძლებისდაგვარად რომ დამეტვირთა კვება IDL რეჟიმში, რაც ხელთ მქონდა ის დავიხმარე.
2 ცალი BOX ქულერი, 1 ცალი 80მმ-იანი ქულერი და დესკტოპის ჩვეულებრივი 320-იანი ვინჩესტერი ჩავრთე მაზერზე და უკვე დატვირთვის გარეშეც გამოჩნდა შედეგი.
ხმამ იკლო.
შემდეგ ჩავრთე WMP პლეერით ფილმი და ხმა საერთოდ გაქრა.
თამაშებზე და დატვირთვაზე ხომ ზედმეტია საუბარი, კვება არც ითიშება, არც ხურდება, აღარც წკაპუნობს და აღარავითარი ზედმეტი ხმა არ აქვს, არც კვებას და არც ქულერს.
დაჟე ბრაუზერში საიტებზე "ზრომიალის" დროსაც კი არ აქვს ხმა.

ეხლა რამე 760-ს ჩავაყენებ და ვნახავ რას იზავს.
P.S. ეხლა უკვე ვიცი რა ფასსაც დავადებ.


