ღვთის მადლით და კურთხევით შევისწავლე რა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია და დღევანდელი მდგომარეობა,ვაცნობიერებ თუ რა მნიშვნელობა აქვს ეკლესიის რეფორმირებას მრევლის შემდგომ სულიერ განვითარებაზე, საჭიროდ ვთვლი დაარსდეს რეფორმატორ მართლმადიდებელთა ინტერნეტ ეკლესია.
ამ ეკლესიის დაარსებას ვუძღვნი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს და
ევროკავშირის 60 წლისთავს.
ეკლესია ადგენს შეინარჩუნოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება:
1.სამების დოგმატზე
2.ქორწინებაზე - მონოგამია.
3.ნათესაურ ურთიერთობაზე.
4.ქმედებაზე - 1 კორინთ.6.9-11.ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი(ნარკოტიკი,ალკოჰოლი,ნიკოტინი,აზარტული თამაშები), ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ასეთი იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმიდეთ, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით.
5.საგალობლებზე.
ეკლესია ადგენს შეცვალოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება:
1.სიმბოლიკაზე - ჯვარი(ქრისტეს შეურაცხმყოფელის სიმბოლიკა) შეიცვალოს მტრედის(სულიწმიდის)სიმბოლიკით.
2.ნათლობაზე - რიტუალური შეიცვალოს ქადაგების-ღვთის სიტყვის სწავლებით - ნათლობით.
3.მარხვაზე - გაუქმდეს ყველა მარხვა და მივიღოთ საკვები ზომიერად.1 კორინთ.10.25. ყველაფერი, რაც საყასბოში იყიდება, ჭამეთ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინდისის გამო.მათე 15.11. პირით შემავალი კი არ შებილწავს კაცს, არამედ პირიდან გამომავალია ის, რაც ბილწავს კაცს. , (მარკ 7.14-23.)
4.მიმართეთ ერთმანეთს ,,ძმა''-ო და ,,და''-ოთი.ქრისტე ამბობს: ნურც მამას უწოდებთ ნურავის ქვეყანაზე, ვინაიდან ერთი მამა გყავთ — ზეციერი. ნურც წინამძღვარს გიწოდებენ, ვინაიდან წინამძღვარი ერთი გყავთ თქვენ — ქრისტე მათე 23:9;10
5.აღსარებაზე - შეგიძლიათ მოინანიოთ და აღსარება ჩააბაროთ თქვენთვის ახლობელ ნებისმიერ ადამიანს
6.ლოცვაზე - ლოცვას მხოლოდ საკუთარ ოთახში დამალულად გვთხოვს ღმერთი.მათე 6.5-8. ხოლო როდესაც ლოცულობთ, ნუ ემსგავსებით თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად. ხოლო ლოცვისას ნუ იტყვით ზედმეტს, წარმართთა მსგავსად, რომელთაც ჰგონიათ, რომ სიტყვამრავლობის გამო შესმენილ იქნებიან. ნუ ემსგავსებით მათ, ვინაიდან მამამ თქვენმა, ვიდრე სთხოვდეთ, მანამდეც იცის, რა გჭირდებათ.
7.მიცვალებულთა ნეშთების,ხატების და სხვა მატერიალური საგნების გაკერპებაზე - ეს ყველაფერი დაუშვებელია.
8.ანტიქრისტეს სწავლებაზე - ანტიქრისტე უკვე იყო გამეფებული დედამიწაზე და მისი გვამი მოსკოვში კრემლის წინ დევს.
9.ქრისტეს მეორედ მოსვლაზე - ქრისტეს მეორედ მოსვლაა 1991 წლიდან დედამიწაზე,რამეთუ ამ წელს დაინგრა ანტიქრისტეს იმპერია საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი და დაიწყო ქრისტეანობის მეორედ ქადაგება.1000 წლით გამეფდება დედამიწაზე ქრისტიანული დემოკრატიული ღირებულებები და მათი მატარებელი სახელმწიფოები - ნატოს ქვეყნები და ევროკავშირი.ნურავინ ელოდება სასუფევლიდან ქრისტეს დედამიწაზე ჩამოსვლას.იოანეს გამოცხადება 19.13.-ში წერია, სისხლით ნაღები სამოსით იყო მოსილი, და სახელი მისი - ღვთისა სიტყვა.
10.სახარების შეუცდომლობაზე - გაარკვიოს და ასწავლოს მრევლს რა არის ახალი აღთქმისეული ქრისტეს მოძღვრებიდან სახარებაში და რა არის ძველი აღთქმის გამოძახილი.
ეკლესია ადგენს დაამატოს:
1.კვანტური ბიოლოგიის სწავლება ეკლესიაში თეოლოგიასთან ერთად,რამეთუ ეს მეცნიერება სრულ თანხმოებაშია სამყაროს სულიერ მრავალ განზომილებიან გააზრებასთან.
-----------------------------------------------------------
25 მარტი 2017 წელი
This post has been edited by დათიკო on 17 Aug 2019, 21:05
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)