ჯერ ერთი -ბოსხი კი არა ბოში.... მეორეც - რაღაც უცნაურად განვითარდა თემა, ბოშთან ერთად თუ ბერიკაშვილს ახსენდნენ ნამდვილად არ მოველოდი
ეს იყო ძალიან ძლიერი მისტიციზმით განმსჭვალული ნათელმხილველი მხატვარი . მისი ხატებები ზუსტად გადმოცემენ გრძნობიერი, ამღვრეული ფიქრებისა და სურვილების ფორმებს ასტრალურში.
თითოეული მისი ფიგურაზე შეიძლება მედიტირება და იმის შეცნობა, თუ ადამიანის როგორ აზრს ან სურვილს გამოხატავს... არსებობენ მახინჯი საზიზღარი აზრები და ვნებები, და არსებობენ ნათელი და გაწმენდილი აზრები -და გარკვეული სულიერი სფეროსთვის მათ ამგვარად დახასიათებას გადატანითი კი არა, პირდაპირი მნიშვნელობა აქვს.
ისევე როგორც ჩვენი არაცნობიერი სურვილები და აზრები ხატებების სახით გვევლინებიან სიზმარში და რეალობას წარმოადგენენ -რადგან თავისი არსით მართლაც არსებობენ -ასევე ხატებების, ოღონდ გაცილებით უფრო ძლიერი და ობიექტური ხატებების სახით ევლინება ნათელმხილველ მზერას ისინი სულიერში... ბოშის გენიალობა იმაში მდგომარეობს, რომ არა მარტო ხედავდა მათ, არამედ მათი ტილოზე გადმოტანაც შეეძლო...