კომპიუტერმა შეცვალა ფუნჯი?

- მე ვფიქრობ, რომ არა, ფუნჯს თავისი ადგილი ექება ყოველთვის.

სახვითი ხელოვნება თავისი გზით მიდის, ვერ ვიტყვი, რომ ვითარდება, ან დეგრადაციას განიცდის. თავისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ხან აყვავების ხანა უდგება, ხან ერთ ადგილზე დგას იმ ხელოვანს გავს, თავისი შემოქმედებითი გზის რაღაც ეტაპი რომ ამოწრა და სხვა ეტაპზე რომ გადადის.
სახვითი ხელოვნების ისტორია ცალკე თემაა და ძალიან საინტერესოა მისი რაკურსით დანახული მსოფლიოს ისტორია, ნახატებიდან ბევრი რამის ამოკითხვა შეიძლება და ძალიან საინტერესოა ამ რაკურსით დანახული სამყარო.

მხასოვს, ადრე მთელი გადაცემების (თუ გნებავთ დოკუმენტური ფილმების მთელი სერიალი ვუწოდოთ) ციკლი გადიოდა History-ს ეთერით და ძალიან საინტერესო იყო.
ვფიქრობ, კომპიუტერის სახით რაღაც ახალი ტექნიკური საშუალება შეიძინა ზოგადად სახვითმა ხელოვნებამ, რომლის გააზრებასა და გათავისებას, იმ დონეზე, რომ ხელოვნების ამუძველესმა დარგმა შეისისხლხორცოს და გაითავისოს ეს ახალი ხილი, მართლაც დრო სჭირდება.
მე ასე ვფიქრობ.
* * *
[LoD]-Bagraეს მართლაც სწორი რჩევაა.

რაც შეეხება კომპიუტერს - ვფიქრობ, უბრალოდ ჯერ მისი დრო არ დამდგარა.
This post has been edited by Louis XIV de Bourbon on 14 Nov 2008, 20:15