ჩამოგითვლი რატომაც არა

ნათლისღება (წვლილი შეიტანა, ისე ვეროკიოსია)
ხარება (ასევე წვლილი შეიტანა როგორც ვეროკიოს მოწაფემ)
ბენუას მადონა (ლეონარდოსია)
მღვიმის მადონა (ლეონარდოსია ორ ცალად

)
უცნობი მილანელი ქალბატონი (ლეონარდოსია არავინ უარყოფს)
ლიტის მადონა (ჯოვანი ბოლტრაფიოს ასლის წყალობით ვიცით ლეონარდოს თვითონ დაუხატავს, თუმცა უშუალოდ ლეონარდოსი არ ვიცით და ვიცით ბოლტრაფიოს მიხედვით)
ცეცილია გალერანი (ლეონარდოსია)
მუსიკოსი (ისევ ბოლტრაფიო)
საიდუმლო სერობა
რაც მთავარია ჯოკონდა

არც ისე ბევრია იმდენი წლის მოღვაწეობას თუ მივიღებთ მხედველობაში. დანარჩენები, ჯინევრა დი ბენჩი, დიონისე, ნათლისმცემელი, ლედა (თან ბლომადაა დახატული), მადონები რამდენიმეა (ბოლტრაფიოს და სალაის მიერ დახატული) ეს უკვე ლეონარდოს სახელოსნოა, ლეონარდომ შეიძლება საბოლოო შტრიხებით თავისი სტილი ბოლომდე დაიცვა, თორემ თვითონ ფუნჯისთვის ხელის მოკიდება ეზარებოდა.
დაუსრულებელი ნახატებიც ლეონარდოს შემოქმედების მწვერვალია, მაგრამ მაშინდელი კრიტერიუმებით თუ მივუდგებით, რომლებიც მხატვრობას ხელოსნობას უთანაბრებდნენ (სწორედ ამიტომ არ უნდოდა ლეონარდოს მხატვრობა), დაუსრულებელი ნამუშევარი ავტორს არ ეთვლება