ბევრი სურათია საყვარელი. ალბრეხტ დიურერის ავტოპორტრეტი რომელიც უკვე დევს აქ, კრანახის "ოქროს ასაკის ხანა" ველასკესის სამი პორტრეტი ინფანტა მარგარიტასი, სხვადასხვა ფერის კაბებით და სხვადასხვა ასაკის.
სალვადორ დალის ყველა სურათი. შაგალი.წყვილები თაიგულებში . ვიოლინოები, ქორწილი და ჰაერში ფრენა.
ვენის მუზეუმში ვნახე ელ გრეკოს ერთი პორტრეტი რომელმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაგრამ აქ ვერსად ვიპოვე. მონეს ყვავილები და ზღვა. ალბათ ყველაზე ძალიან მაინც მონე მიყვარს
ფიროსმანი

მგელი და ვირი კიდევ

როცა მიუნხენის პინაკოთეკაში შედიხარ და მთელი დარბაზი რუბენსის ქალებითაა სავსე არ შეიძლება ფერხორციან ქალებზე არ გადაირიო

საოცარი სისავსე სინაზე, სითეთრე, მიწიერება და ამავე დროს ჰაეროვნება ხორცისა

დიურერის კურდღლისთვის დიდი მადლობა

და ქალთევზას ტრაგიზმმა შემძრა. თითქოს ასეთი ტიპის სურათები არ მომწონს, მაგრამ აქ ყველანაირი წესიდან გადახვევა მიწევს აშკარად.
ბოლოს ორი სურათი შევარჩიე. მონე და შაგალი.
მიმაგრებული სურათი