
The Beautiful Gabrielle and the Marechale de Balagny
ანონიმი მხატვრის.
მე-16 საუკუნეში პორტრეტების ხატვა სამეფო კარზე მიღებული იყო. პორტრეტებს როგორც საჩუქრებს ისე უგზავნიდნენ, განსაკუთრებით ქორწინებებზე.
ამ სურათში გაბრიელე ესტრე და მისი და ერთად ბანაობენ., რაც იმ დროისთვის მოდური თემა იყო ნახატებისთის.
სურათი სავარაუდოდ მინიშნებაა იმაზე რომ გაბრიელა ბავშვს ელოდება (ხელით ძუძუსთავზე რომ ეხება) და აგრეთვე მომავალ ქორწინებაზე ჰენრი მე-4 სთან. (მარჯვნივ მდგომს,რომელიც არის გაბრიელე, ხელში უჭირავს ბეჭედი )
ქალების სპილოსძვლისფერი ფიგურები გამოსახულია მათ თავზე აწეული ფარდების ფონზე.
არ ვიცი რამდენად ჩანს აქ, მაგრამ განსაკუთრებით ლამაზია მათი საყურეები.
უკან ბუხართან ქალი ზის და კერავს. (სავარაუდოდ პატარისთვის რომელიც უნდა დაიბადოს)
ბუხართან სურათი ჰკიდია, მითოლოგიურ პერსონაჟს ჰგავს და ყანწი უჭირავს თითქოს.
სურათში იგრძნობა კლოტეს (Cloutes) ძლიერი გავლენა, რომელიც გვიანდელ ფონტენებლოს სკოლას განეკუთვნება. ნახატი შესრულებული უნდა იყოს დაახლოებით 1596 წელს, სხვა მონაცემით 1594-ისკენ(ლუვრის ოფიციალურით) . ყველა შემთხვევაში 1599-მდე(რადგან ამ წელს იგი მშობიარობას გადაჰყვა)
ეს პორტრეტი უფრო მეტად ხელოვნების ისტორიის თვალსაზრისით არის საინტერესო და იმ დროის ელეგანტური ფრანგი ქალების შინაურ ცხოვრებაში ჩახედვის საშუალებას გვაძლევს.
საიტი ლუვრის (სადაც დეტალებშიცაა დაშლილი სურათი):
http://www.louvre.fr/en/oeuvre-notices/gab...selection=44896...
-გაბრიელეს თითები უფრო დახვეწილია. მეორეს კი რაღაცნაირი კოტიტა ხელები აქ,ხელის ზედა მხარეს ამობურცული.
-ბეჭედის თვალი თითქოს გვერდიდანაა მიწებებულიო
-ბუხართან მჯდომი ქალის თმის ფერი, მისი კაბის ფერი, ბუხართან დაკიდულ სურათში რომ სამოსია, ფარდების ფერი ... ერთმანეთს ეხამება.

ამ გაბრიელეს სხვა ქმარი ჰყავდა თუმცა ჰენრისთან ღია ურთიერთობა ჰქონდა. და ქმართან გაცილებას აპირებდა.ამისთვის საჭირო იყო პაპ კლემენტ მე-8ის თანხმობა.
1599 წელსო(ეს ვიკიპედიის წყაროა) ჰენრი ნიშნობის ბეჭედი მისცა გაბრიელეს.
გაბრიელე ისე იყო დარწმუნებული უკვე წარმატებაში , რომ ასეთი რაღაც უთქვამს:
"
Only God or the king's death could put an end to my good luck"რამდენიმე დღის მერე, მშობიარობას გადაყვა. ბავშვი მკვდარი დაიბადა. ჰენრი მე-4 შატო ფონტენებლოში იმყოფებოდა როცა მისი ავადობის შესახებ აცნობეს.სანამ იგი გზაში იმყოფებოდა, გაბრიელე პარიზში გარდაიცვალა.
* * *

მხატვრის სახელოსნო- გუსტავ კურბე
თუ რის შესახებაა ნახატი, სათაურიდანაც კარგად ჩანს:
A Real Allegory of a Seven Year Phase in my Artistic and Moral Life
L’Atelier du peintre. Allégorie Réelle déterminant une phase de sept années de ma vie artistique (et morale)
ანუ ის რითაც საზრდოობს მხატვარი თავისი ნამუშევრების შექმნისას.
მხატვრიდან მარჯვნივ სურათზე გამოსახულნი არიან მისი მეგობრები. სკამზე რომ ზის ის შარლ ბოდლერია. ბოდლერიდან მარჯვნივ, ქალს თავი აქეთ რომ აქვს მოტრიალებული, ეგ ბოდლერის საყვარელია, რომელიც კურბეს ბოდლერმა ჩაასმევინა ეგეც მიახატეო.
რაც შეეხება შიშველ ქალს, რომ მოვაშოროთ "გარესამყარო" ამ სურათს და დავტოვოთ მხოლოდ მხატვარი, პეისაჟი, ქალი და კატა, საკმაოდ ინტიმური სცენა გამოვა. ოჯახური სცენა.
რეალურად სურათი ისედაც გამიჯნულია, და ეს მიჯნა ჩემი აზრით აშკარა შესამჩნევია,და ამას სათაურითაც აკეთებს ავტორი, რომ აღარაფერი ვთქვათ თითონ სურათის ატმოსფეროზე.
შიშველი ქალი, კურბეს სასურველი ქალის სახეა. მას , როგორც მხატვარს ასეთი ქალი სჭირდებოდაო. წავიკითხე ერთ-ერთ წიგნში.
მართლაც, კარგი ქალია. ძალიან ქალურია. სახე კი რაღაცნაირად დაჩხვლეტილი აქ თუ რაღაც , არ ვიცი , ნაწიბურები თუ რა არი? აი გინხაიათ თქვენც ალბათ, რაღაცნაირად საწყალ ქალებს აქვთ ხოლმე , მაგრამ სიტყვა საწყალი ცუდად არ გაიგოთ, ასეთ ქალებს აქვთ სექსუალურობა.
შეიძლება ნახატში ჩანს ცუდად, მაგრამ რაც ვნახე ყველა ნახატში ხო არ ექნება ეგრე არა? ...
დაბლა კატა როგორ თამაშობს, ცოცხალი კატაა რაა
პეიზაჟს რაც შეეხება, ვფიქრობ, რთულიარააა დაჯდე და მარტო წარმოსახვით დახატო პეიზაჟი? უფრო სწორედ , ამას ალბათ თავისი მუღამიც აქ(?)
* * *
"კურბე არასოდეს ემორჩილებოდა წესებს.იგი იყო მეამბოხე., მაგრამ არც სიფაქიზე აკლდა.
კურბე მთელს სურათში იგრძნობა. თუნდაც ამ ბავშვში, რომ შეჰყურებს მას, და მის გვერდით მდგარ ქალშიც, და ცხადია იმ მხატვარშიც, რომელიც მარტო ზის მოლბერტთან, ილუზიის სამყაროსთან, მაგრამ იმავდროულად ახლო ცხოვრების ღირებულებებთან და მის მარადიულ ალეგორიებთან."
1855 წელს შეიქმნა ეს ნახატი. 3 კვირაში თუ სწორედ მახსოვს. ამ ნახატი გამოფენაზე Univerasl Exosition-ის ფარგლებში, უარი უთხრეს, და კურბემ ცალკე მოაწყო საკუთარი ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით "რეალიზმის პავილიონი" ( Pavilion of Realism) .
სურათში იგრძნობაო ველასკესის, კარავაჯოს, რიბერას და მე-17 საუკუნის ჰოლანდიური მხატვრობის ზეგავლენა.
თავად ამ სურათმა ედუარდ მანეს რამდენიმე ნახატზე იქონია გავლენა.
* * *
ისე ზედა სურათზე, სადაც მკერდზე ეხება ერთი ქალი მეორეს, ბევრი სახუმარო ფოტო არსებობს, რომელსაც გუგლი ამოყრის. ჩაწერეთ და ...
The Beautiful Gabrielle and the Marechale de Balagny
This post has been edited by Aurellius on 13 Feb 2013, 00:53