Sandrixარიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ბედნიერებას არ ხედავენ...ასევე არიან ეგეთ ცუდ დღეში მყოფი ორსული ქალები.
ხელოვნებაში ოპტიმისტობას და რეალიზმს დიდი ხანია დაეკარგა აზრი. რა თქმა უნდა სილამაზეს არაფერი სჯობს, მაგრამ ჩაბარდა ეგ რენუარის დროს.

ნუ შენ თუ არ მოგწონს კლიმტის ეგ ნახატი, არის მილიონობით ადამიანი, რომლებსაც მოსწონთ

დღეს განა აქვს რაიმე აზრი ლამაზი ორსული ქალის დახატვას? ეგეთ ლამაზ ორსულ ქალებს მილიონობით ადამიანი ხატავს და მილიონში გამორჩეული იყო ძალიან ძნელია. აი თუ რაღაც საშინელ, დაქანცულ ორსულ ქალს დახატავ, რომელიც დაიღალა ამ ყველაფრისაგან, მაშინ მაყურებელს იზიდავ, გინდ უარყოფითად, გინდ დადებითად, რადგან ზოგს ესმის, ზოგში კი ზიზღს და აგრესიას იწვევს.
ჩემი აზრით ადამიანმა ორივე უნდა დახატოს, სიმახინჯეც და სილამაზეც.
კლიმტის ნახატში მხოლოდ სიმახინჯე არ არის.

ნუ ალბათ ყველა მიხვდა, თუ რატომ მომინდა ესეთი რაღაცის დახატვა

იყო დრო, როდესაც მეც ვერ ვიტანდი ეგეთ ამაზრზენ ნახატებს, მაგრამ ხელოვნებაში, თუ ღრმად შეხვალ, ბევრჯერ შეგეცვლება გემოვნება.
This post has been edited by S-M on 19 Aug 2007, 17:05