შექსპირის თაბუკაშვილისეული სონეტი შეიძლება მოვიყვანოთ

ვნება ავხორცი იწვევს გრძნობის გამოხუნებას,
ის ურცხვად ფლანგავს და ამჭლევებს სულის დიდებას,
რადგანაც ასე მზაკვრულია მისი ბუნება,
ალბათ ველური არც მკვლელობას დაერიდება.
როდესაც ვნება დაცხრება და დაიღვენთება,
სტოვებს ზიზღიან მოგონებას, როგორც სამდურავს,
მერე კი ისევ სულში იწყებს ალის შენთებას,
როგორც ანკესი მოგდებული მუხანათურად.
აღზევებული გონგადასულს დაედარება,
დადევნებული მსხვერპლზე ჟინით დაუფარავით,
ასე ყოფილა ვნების ხვედრი - ჯერ ნეტარება,
მერე კი ფუჭი ოცნებები სავსე ვარამით.
ხომ კარგად იცნობს კაცთა მოდგმა ვნების ბუნებას,
რაღატომ მისდევს ჯოჯოხეთში ციურ ცთუნებას.
პ.ს. ანტიკურ ღმერთებს არ ეხებათ ეს
This post has been edited by Tobuldar on 14 Feb 2011, 17:31