#6819460 · 30 Sep 2007, 09:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ძალაუფლების საფუძველში-დევს მკვდარი სულიერება! და ამ მკვდარ სულიერებას მიხრწნილი (ამ შემთხვევაში-გახრწნილი) პაპი წარმოადგენს.. |
ბერტოლუჩის არის მგონი "ფრანცისკ ასიზელი", იქ არის ასეთი სცენა, სადაც ზუსტად ეს მოსაზრება არის გატარებული, მაგრამ იქ მეორე მხარეც არის მოცემული _ რწმენა და უფლის ხელდასხმა, რაც ამ მკვდარ სულიერებას მაცოცხლბელ წყალს აპკურებს. ხელისუფლებაზე გამახსენდა, ალბათ ჩვენში ძალაუფლებას მკვდარი სულიერების გასაცოცხლებლად უფლის ხელდასხმა და დეკლარირებული რწმენა სჭირდება, რადგან ჩვენს ქვეყანას არც რენესანსი გაუვლია, არც რეფორმაციის პერიოდი და არც განმანათლებლობა, რათა თანამედროვე მსოფლიოში არსებული, ამ ეპოქების ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული ინსტრუმენტალიები გაეთავისებინა და დღეს მისთვის ფეხი აეწყო. ჩვენ ის ფუნდამენტი გვაქვს გამოცლილი, რაზეც სხვა ქვეყნები დგანან და სხვაგვარად არ ძალუძთ, თავის რელსებზე დგანან და თავის გზაზე მიდიან, ნუ, ზოგმა თვითონაც იცის, რომ მისი გზა ჯანდაბისკენ მიდის, მაგრამ მექანიზმი უკვე გაშვებულია. ჩვენ ესეც არ ვიცით....
This post has been edited by patriciia on 30 Sep 2007, 10:04
--------------------
It seems in after-dinner talk Across the walnuts and the wine.
უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დავიყვანთ ამ თემას საყოფაცხოვრებო ტუტუცობების განხილვამდე, რაც ტონობით მოიძებნება ორივე მხრიდან; ვინაიდან ადამიანის ბუნება უნივერსალურია და პოლიტიკური პლატფორმის კუთვნილებას არ შეესაბამება. (c) ფირალი
|