ქალის მოშიშვლებულ ზურგში, უკანა ფასადში არის რაღაც მომხიბვლელი, რისი გადმოცემაც რთულია.
* * *
ფიქრიანი ახალგაზრდა ქალი. შეემჩნევა ოდნავ სიგამხდრე, მაგრამ ეს არაფერს აკლებს მას. რატომღაც ამ სურათზე გამახსენდა სიტყვები: "ფეხები სუსტი აქვს... მაგრამ სახე და ძუძუ-მკერდი...მმმ..."

ფითქინა ქალი, მეოცნებე თვალებით. გამოხედვაში როგორი მგრძნობიარეა.

საყვარელი, უდარდელი გოგონა. კი ეტყობა, რომ ზრდასრული ქალია, მაგრამ ბავშვობა ეტყობა ჯერ კიდევ თვალებში, მზიანი, მხიარული ბავშვობა.

აღმოსავლური სილამაზე

ესეც უფრო აღოსავლური სტილის ქალია, სევდიანი. თითქოს თავის უფერულ ცხოვრებაზე დარდობს, ალბათ უფლებააყრილია და იცდის, როდის დაიპყრობენ ისევ მისი ნების საწინააღმდეგოდ.

ამაყი, ფუფუნებას მიჩვეული, თავდაჯერებული ქალი. მის სითამამეზე მიგვითითებს საკმაოდ მოღეღილი გულ-მკერდი.

ერთ-ერთი ტომობრივი გაერთიანების წარმომადგენელი. თავის თავში ჩაკეტილი, თემური ცხოვრების წესებით შეზღუდული ქალი, რომელიც არავის უმხელს თავის ბუნებას.

შავტუხა, ეშხიანი გოგო, რომელიც ბობოქარი ღამის შემდეგ ჩაფიქრებულა.