იტალიელი მხატვრის, ამადეო მოდილიანის ხსოვნა მის უცნაურ მეტსახელში მოდი (ფრ. maudit _ “დაწყევლილი) შემოინახა, რომელიც ერთდროულად კნინობით-მოფერებითიცაა და წინასწარმეტყველურიც. ყველაფერი, რაც მოდილიანის წილად ხვდა თავისი ტრაგიკული აღსასრულის შემდეგ, მას ცხოვრებაში აკლდა: წარმატება, დიდება, კრიტიკოსების ქება… ეს გახლავთ მხატვრის ისტორია, რომლის ბიოგრაფიის ბოლო ფურცელი ნაადრევმა და ტრაგიკულმა გარდაცვალებამ დაასრულა.
დღეს რაღაცნაირიად მოდის სასიყვარულო ისტორიებზე მომინდა საუბარი

რატომღაც ანა გამახსენდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ერთ-ერთი მის საყვარელ ქალბატონებს შორის

ანნა ახმატოვამ ამედეო მოდილიანი 1910 წელს გაიცნო, კაფე „როტონდაში", როდესაც პირველად ჩავიდა პარიზში, „თაფლობის თვის" გასატარებლად.
1911 წელს ანნა უკვე ეულად ესტუმრა პარიზს და სწორედ მაშინ დაიწყო, როგორც ზოგიერთები ამტკიცებენ, ორი ლეგენდის რომანი. ისინი ყოველ დღე ხვდებოდნენ. დღისით ლუქსემბურგის ბაღში ისხდნენ... წვიმის დროს ანნას უზარმაზარ შავ ქოლგას ეფარებოდნენ და ორ ხმაში კითხულობდნენ პოლ ვერლენს. ღამით მოდილიანი ანნასთან მიდიოდა სახლში და თან ჰქონდა განუყრელი ლურჯი ბლოკნოტი. ანნა პოზირებდა, ხან აფრიკული მძივებით, ხან სხვაგვარად... და ასე შეიქმნა ახმატოვას 16 პორტრეტი, რომელთაგან, ანნას მტკიცებით, მხოლოდ ერთი შემორჩა, ის, რომელიც, როგორც ამბობენ, მედიჩის სარკოფაგის თავზე გადაწოლილ მიქელანჯელოს ალეგორიული ფიგურის - „ღამის" გამოძახილია.
ანნა ახმატოვას ცხოვრებას თუ გადავხედავთ, არ არის გამორიცხული, რომ ამედეოს და მას შორის მართლაც ყოფილიყო ვნებიანი სიყვარული, მაგრამ ფაქტებს რა ვუყოთ? თავად ახმატოვა წერს, რომ მათ შორის განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. ვის დავუჯეროთ? ქალს, რომელსაც არასოდეს არავისზე არაფერი დაუმალავს, თანაც არავისთვის, მათ შორის ქმრისთვისაც, თუ სკანდალების მოყვარულ ვიღაც ტიპებს, რომელთაც არგუმენტად მოდილიანის ვნებით გაჟღენთილი წერილები მოჰყავთ.... და რა არის აქ გასაკვირი? განა ყველა ფლირტი აუცილებლად ლოგინამდე მიდის? კიმარა, რაღა უდიდეს მოდილიანთან რომანს დამალავდა გენიალური პოეტესსა? ფაქტია, ისინი მართლაც იზიდავდნენ ერთმანეთს, რადგან ერთმანეთი სჭირდებოდათ, რომ თავიანთი შედევრები შეექმნათ, მაგრამ მათი „შეხება" მხოლოდ ერთი, წუთიერი გაელვება იყო, რომელიც აუცილებლად განშორებით დასრულდებოდა, რადგან არ შეიძლებოდა, ზენიჭით დაჯილდოვებულ ორ გენიოსს დიდხანს გაეძლო ერთმანეთისთვის, თან გვერდიგვერდ ეცხოვრათ და იმავე დროს თავდაუზოგავად მომსახურებოდნენ საკუთარ შემოქმედებას. ვიღაცას უნდა დაეთმო, ამას კი არცერთი იზამდა. თავის ნარკვევში „ამედეო მოდილიანი", რომელიც ახმატოვას სიკვდილამდე 1 წლით ადრე დაიწერა, ანნა ამბობს, რომ მათი მეგობრობის პერიოდში მოდილიანის გართულება ჰქონდა ეგვიპტეზე და ახმატოვაში რეინკარნირებულ ეგვიპტელ დედოფლებსა თუ ღვთაებებს ხედავდა... თუ დაუკვირდებით, ანნას არწივისებურ, ანუ ნისკარტა ცხვირს და რაღაც სხვანაირ ნაკვთებს, მის დახატვას მართლაც ნებისიერი მხატვარი ინატრებდა... დახატეს კიდეც - მთელი მსოფლიოს საუკეთესო მხატვრებმა...
მრავალი წლის შემდეგ, ამედეო მოდილიანის ქალიშვილმა გამოსცა მოგონებები მამის ცხოვრებასა და სასიყვარულო თავგადასავლებზე, მაგრამ არსად უხსენებია ანნა ახმატოვა... ამის მეტი რაღა არგუმენტი სჭირდებათ ანნასა და ამედეოს საწოლში უცერემონიოდ ხელის მოფათურეთ?
დიახ, ანნა ახმატოვა ნამდვილად იყო პოეზიის დედოფალი, პოეტთა პოეტი, ხელოვნების ქურუმი და მამაკაცთა გულთამყრობელი და სწორედ ამიტომაც, იგი ვერასოდეს იქნებოდა მხოლოდ „ჩვეულებრივი" ცოლი, დედა და დიასახლისი, მაგრამ რაც არ ყოფილა, რატომ მივაწერთ?
საინეტერსოა აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი ვერსიები, ინფორმაციები და ა.შ
1995 წელს ვენეციაში პირველად გამოიფინა მოდილიანის პირადი ექიმის ნახატების კოლექცია და 12 ნახატი მიჩნეული იქნა ანნა ახმატოვას პორტრეტად