ანრი მატისი..........(1869-1954)
მას იურისტობა სურდა........ხატვა ოპერაციის შემდეგ შინ მყოფმა გართობისა და თავის შექცევის მიზნით სცადა........
შემდეგ კი უკვე გადაწყვიტა სერიოზულად მისდგომოდა და სწავლა ამ მხრივ გაეგრძელებინა........
იგი 'ფაუიზმის' მამამთავრად ითვლება.......
(ესაა მიმდინარეობა, რომელიც პოსტ- იმპრესიონიზმის დროს წარმოიშვა პარიზში....იგი სულ 4-5 წელს გრძელდებოდა, თუმცა, დიდი კვალი დატოვა მხატვრობაში.....მისი დედააზრი იყო ნახატს მიღმა არსებული 'გიჟური' იდეა გამოეხატათ..,იყენებდნენ მყვირალა ფერებს...)
მატისი ეს ტილოც 'ფაუიზმის' "შედეგია"....
"დიალოგი"
" უკვე დაწოლას ვაპირებდი , როცა ავგუსტი თავზე წამომადგა......
ასე სჩვეოდა.......მხოლოდ მაშინ მიეცემოდა მშვიდ ძილს, როდესაც ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენდა.....
მათ შორის მეც......
იმ საღამოს ფანჯარასთან ჩამოვჯექი და დრო დავივიწყე.......
ცხოვრება თავს მახსენებდა და მეც ხელი აღარ შემიშლია ფიქრებისთვის რომ გავერთე......
ვიგონებდი უხსოვარ ამბებს და მაოცებდა, უწინ რატომ ვერ ვხვდებოდი ესოდენ მარტივს...........
მასთან სრული 30 წელი მაკავშირებდა...თუმცა, ვერ ვიტყოდი, ერთად გაგვეტარებინოს ეს დრო................
მისი მოგზაურობები და ჩემი მარტოობა დიდი ხნის მეგობრები იყვნენ......
გადაეჩვია ჩემთან საუბარს და ახლა უკვე დაბრუნებულიც იშვიათად მცემდა ხმას...............
და მე იმდენი რამ მინდოდა მეთქვა.......
ამ სათქმელს ყოველდღე ემატებოდა ახალი აბზაცი.......
და მე ამასობაში მივეჩვიე ჩემს თავს.......შევეჩვიე საუბარს დიალოგის გარეშე........
________________________________________________
იმ სარამოსაც ვსაუბრობდი.................ჩვეულებრივ, მარტო...........
მოვიდა , ჩემს წინ დადგა.....შეწუხებული მეჩვენა........
ვიფიქრე , ახლაღა აპირებდა რამის თქმას....გამიხარდა.......
............ავგუსტი კი ჩვეულ საზრუნავს სეეწუხებინა.....პიჟამაში გამოწყობილი ძილის დროს მახსენებდა......
___________________________________________
ასე სჩვეოდა.......მხოლოდ მაშინ მიეცემოდა მშვიდ ძილს, როდესაც ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენდა.....
__________________________________
სწორედ იმ საღამოს მივხვდი ჩემი ცხოვრებაც "
არშემდგარი დიალოგივით" უტყვი იყო და ფუჭი...............
.........////////////////....................

.................\\\\\\\\\\\\\\\.....................