დიეგო მანუელ როდრიგესი38 წლის არგენტინელი მხატვარი
ცხოვრობს ბუენოს-აირესში, ლა-პლატაში
"
თავდაყირა დგანან და ხელისგულებით დადიან მეოცნებე ადაიანებიხელისგულებზე ეტევა ზღა და უდაბნო
ხელისგულები ზანგებსაც კი თეთრი აქვთ........
ხელისგულები ზოლიანია
ზოლიანია ზებრა და შეშლილთა სპეცტანსაცმელი
ხელისგულებზე წერია ბედი და მომავალი
(რაც არ წერია იმასაც გეტყვის ბოშა გოგონა)
მზის ამოსვლისას ხელისგულების გაწითლებამდე უკრავენ ტაშს
გალაქტიკის უბრწყინვალეს წარმოდგენას
მხატვრებს საღებავიანი ხელისგული აქვთ
და კაფეებში მორცხვად იხდიან ბოდიშს...
ხელისგულები ზამთარშიც ყველაზე ცხელია
და ინახავენ დავიწყებულ სატრფოთა სურნელს, მყიფე ანარეკლს
ხელისგულებზე იბადება უსაგნო მონატრება
და სიზმრის სცენარებს წერენ ხელისგულები
თავდაყირა დგანან და ხელისგულებით დადიან მეოცნებე ადაიანები "
: )))
მიმაგრებული სურათი