თქვენს იდეებზე და მის კრიტიკაზე,რა გითხრათ აბა,ხომ ხდება ცხოვრებაში,როცა კრიტიკის,დაცინვის ობიექტი,შემდგომ გენიოსად აღიარებულა.
სცადეთ, იქნება გაღიარონ ოდესმე
თუ იქნებით ფიროსმანივით მართლაც გულწრფელი, მართლაც გულუბრყვილო,ინდივიდუალური, ყველასგან განსხვავებული....
თუ გექნებათ საკუთარი სტილი.
"სტილი – აი ყველაფერზე პასუხი.
ახლებური მიდგომა მოსაწყენი თუ სახიფათო რამეებისადმი.
უმჯობესია სტილურად ქმნა მოსაწყენი, ვიდრე სახიფათონი ქმნა უსტილოდ.
სახიფათოს სტილურად ქმნა არის ის, რასაც ხელოვნებას ვეძახი."
ჩემთვის პირადად,არ არის მიმზიდველი,აკადემიურ სკოლა გავლილების,განზრახ გამარტივებულ/მიამიტური,
ვითომ ბავშვური ნახატები თუ "კოპიოები"....ახლა დაცინვით,არ დავცინებ,უბრალოდ გავიღიმებ.
ფიროსმანი რომანტიკაა,პლიუს ხელოვნება.
მოკლედ,მომწონს მისი სურათების კოლორიტიც,კომპოზიციებიც, სიუჟეტებიც....
მისი სურათების ენა,მისი სამყარო მთლიანობაში.
ჰოოო,და სულაც არ ვთვლი ამ კონკრეტულ ნახატში,მზეს მიგდებულად ან ლომს დაჩაჩანაკებულ/ღონემიხდილად....
ჩემი ხედვით,ძაან საინტერესოა მზის მდებარეობა,გამოხედვა,ნახატს ნათელი ადგას,როგორც საერთოდ მის ნახატებს.ფიროსმანის ლომი აქ,დიდებულია!
ბევრისთვის,ეს ალბათ ამოუხსნელი ფენომენია.
ახლა, ზოგს მოდილიანი მოსწონს,ზოგს პიკასო,პიკასო კი ფიროსმანზე გიჟდებოდა......მე მოდიზე
და კიდევ, ტბორში მშვიდად მდგარ ვარდისფერ ყანჩებზეე.
ასეთია ხელოვნების მოყვარული,ბიოფიზიკოსი ნოსტალჟი34-ის კომენტარი.
კარგად.perkusia