ხედი აკადემიიდან
სულში ჩარგულა ვერცხლის სიგიჟე,
სველ სახურავზე დაგორავს თოკი,
ცაში გაფანტულ წითელ წეროებს
ვერ გააჩერებს თბილისის სმოკი!
მე მიყვარს თბილი თამბაქოს კვამლი
და აივანზე ამ გულის ფეთქვა.
შენ შორს გაჰყურებ მთაწმინდის მთვარეს
და არც კი გახსოვს რა უნდა გეთქვა.
შენ რომ გიყურებ თითქოს მინათებს
გაგიჟებული სილურჯე ცისა
და არც კი იცი როგორ მომინდა
ვიყო ყივჩაღი ლეონიძისა.
აქედან
ვხედავ რემბრანტს და ვან გოგს
აქედან
ცაში აფრენა მინდა..
აქედან
ანძას ქალაქი ამკობს
და ნარიყალა დაფარა ბინდმა.
ქვებში დაღელავს ნატვრის ნიავი
რაღაც ოცნება გამკრავს სხეულში
ჩავხატავ სახეს ყვითელ ფურცელში
ძველ ალბომიდან ამოხეულში
არ ჩაგიხუტებ სანამ არ მეტყვი
ჩემს პეიზაჟზე სულ რომ არ დარდობ
ტილოზე დავყრი ფერად კოლონებს
და სამხატვროში დაგტოვებ მარტო..
დაღამდა..
წამოვედი..
უკან მრჩება თვალი...
გრიბოედოვს მივუყვები...
ხელოვნებით მთვრალი... : )))
2 წლის წინ დავწერე მეორე კურსზე გადავდიოდი რა ზაფხულში.. გაჭედილი მქონდა აკადემიაზე
This post has been edited by xvtiso1110 on 5 Mar 2011, 00:15