უF, კაი, რა!

დეტერმინიზმი არა, კონცეპტუალიზმი... (ვხუმრობ)
აი მე, მაგალითად... მთელი ბავშვობა ნონ-სტოპ ვხატავდი - მიყვარდა. მერე ნიკოლაძეში ვხატავდი (ცოტა მეზარებოდასავით... თინეიჯერი ვიყავი და სკოლის მერე ასეთ ლიბერალურ გარემოში საკუთარი თავის აღმოჩენა შოკისმომგვრელი იყო, ანუ - გართობა უფრო მინდოდა)
მერე ვემზადებოდი აკადემიაში ჩასაბარებლად - და ეს "ობიაზალოვკა" იყო, ანუ - აუცილებელი ამბავი. სულ უფრო ცოტა დრო მრჩებოდა საკუთრივ შემოქმედებისათვის.
მერე ჩავაბარე. იგივე შემიძლია ვთქვა - აუცილებელი იყო ხატვა, და ის, რასაც ვხატავდით - არ მომწონდა, მაგრამ საჭირო იყო.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სადღაც გაქრა ის ბავშვური სიყვარული ხატვისადმი და რუტინად იქცა მაი ამბავი

ახლა სააააააააააშინლად მეზარება ხატვა (ძალიან ვიღლები, მილიონი საქმე მაქვს, ოჯახი და ამბები), მუზამ მიღალატა

მარტო შეკვეთებს ვხატავ, მაგრამ პროცესში უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. ყოველ დღე დიდი ხანია აღარ ვხატავ. მაგრამ მე თქვენზე ბევრად უფროსი ვარ და მეპატიება... ალბათ

სტუდენტი რომ ხარ, რა თქმა უნდა, უნდა ივარჯიშო - ხატვა იქნება ეს, თუ მუსიკა. თან - ყოველ დღე. ეს აუციელებელია, გიყვარს, თუ - არა. შეიძლება, მანქანების ხატვა გეხერხებოდეს და ამიტომაც - გიყვარდეს. მაგრამ ეს ინფანტილიზმია. თუ გინდა პროFი გახდე - აქ სიყვარულზე თუ სიძულვილზე სულ არაა ლაპარაკი. ეს ფაქტის კონსტატაციაა - მეტი არაფერი. IMHO
* * *
robo3dსერიოზული ადამიანი ჩანხარ. ხუმრობის გარეშე

საკუთარი სტილი გაქვს, ეს კარგია

და მსოფლმეხდველობაც....
Вечность - это утомительно. Особенно под конец.
Я смерти не боюсь, но не хочу при этом присутствовать.
Вуди Аллен.