ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ძვირფას დროს ვუთმობ დოკ. ფილმების ყურებას..
რაღაცნაერად ყველაზე უფრო ასწორებს..
ალბათ იმიტომ, რომ ინფორმულია (შედეგი, რომელიც ყველაზე უფრო მიზიდავს.. იქნება ეს ადამიანში, წიგნში, ვოლზე, საიტზე თუ ფილმში).. პლიუს დოკ. ფილმები ლაივურ შეგრძნებას იძლევას (ოპერატორი თუ ფეხს წამოკრავს ქვას და გამოსახულება აფართხალდება, მასთან ერთად - კიდევ უფრო უკეთესი

)
დღეს, ღამით დაიდო ეს დოკ.ფილმი.. ჩემს ფავორიტ იტალიელ გრაფიტისტზე.. "Blu"-ზე..
ფილმი ვითარდება, რამოდენიმე ქვეყანაში..
არის ერთდროულად პოლიტიკური, სოციალური, მიდგომითი და ინფო-შედეგიანი..
ყველა საუბრობს (თავის) ქვეყნის პრობლემებზე (ორ წინადადებაში) და საკუთარ შემოქმედებაზე, მომავალზე და ხედვაზე - თუ როგორ ესმით მათ არტი (4 წინადადებაში)
თუმცა ეს ყველაფერი არაა სენტიმენტალური.. სახელოსნოს განწყობითაა გაჟღენთილი..
ფილმის ბოლოსკენ არის ერთი საინტერესო ეპიზოდი..
"ბლუ" ქმნის ერთ-ერთ მაშტაბურ გრაფიტულ შედევრს და 9 წლის ბავშვს ეკითხებიან თუ რას ხედავს ის შექმნილ გრაფიტში.. და ტიპი ნამუშევარს ფსიქოლოგიურად შიფრავს.. ამ გაშიფვრაში იმდენი ცოდნა, დაკვირვება და გრძნობათა ორგანოების განვითარებულობა ჩანს, კითხვის ავტორი ღლევდება

და ამ ბავშვის ფონზე, გამვლელი ქალი მარტივად "ხსნის"... ანუ ნახატზე ხატია კაცი და ინტერიერი

ხოდა.. რაღაცნაერად საშინლად ასწორებს, როცა ცხრა წლის ბავშვი შენზე მაგარია

არადა, შენ, იგივე სათქმელის ჩამოყალიბებაზე ათეული წლები მუშაობ, ძლივს მიაღწევ და ერთგვარი ნარცისიზმიც გერთვება (ალბათ იმიტომ, რომ შენც გიკვირს.. ან უფასებ საკუთარ თავს შრომას

)და ამ დროს, მოდის თაობა რომელც 20 წლით გასწრებს და მომავალში, სულ სხვა "ვეშებზე" დახარჯავს დროს

მოკლედ.. ეს ფილმი.. ვინც ბოლომდე უყურებთ არ ინანებთ..
http://junglegymmagazine.com/2011/06/29/bl...ry-full-length/პ.ზ. სასიამოვნო ყურება :შ
This post has been edited by axavild on 30 Jun 2011, 02:42