« ბოდი არტი / Боди-арт / Body art (ყველაფერი ბოდი არტზე) »
თარიღი: 2013-11-03 19:53:19
http://evpatori.ge/?do=view_news&news_id=1729ადამიანები საკუთარ ნააზრევს, სურვილებსა და შთაბჭდილებებს საუკუნეების მაძილზე სხვადასხვა გზით გამოხატავდნენ.
იყო დრო, როდესაც, ადამიანები ერთმანეთს ინფორმაციას გამოქვაბულის კედლებზე ხატვით გადასცემდენენ. ამას მოჰყვა ნივთებზე, ნაჭრებზე, ფურცლებზე წერა თუ ხატვა. დღეს ადამიანმა ხელოვნების ნიმუში, შეიძლება სხეულზე დახატვით შემქნას. „ბოდი არტი” ადამიანის სხეულის ხელოვნებაა. (Body –სხეული, Art – ხელოვნება).
საქართველოში „ბოდი არტი” განსაკუთრებით აქტუალური ბოლო ათწლეულში გახდა, თუმცა მას ევროპაში გაცილებით დიდი ისტორია აქვს. ანთროპოლოგების მონაცემებით ადამიანის სხეულის მოხატვა ჩვ. წელთაღრიცხვამდე თარიღდება. ადამიანები, ამ ხელოვნებას თავიანთი ძალაუფლების გამოსახატად იყენებდნენ. ამ გზას, ჯერ კიდევ აფრიკის, ამერიკის, აზიის უძველესი ტომები მიმართავდნენ. ფილმებსა თუ ფოტოებში, ალბათ, ბევრ ჩვენგანს უნახავს, სხვადასვა ტომის წარმომადგენელთა და ბელადთა მოხატული სახე და სხეული. სხეულის მოხატვას იმხანად, მხოლოდ რელიგიურ-რიტუალური მნიშვნელობა ჰქონდა.
ხელოვნების ეს მიმდინარეობა დასავლეთმა მეთვრამეტე საუკუნეში აითვისა.
„ბოდი არტის” თანამედროვე სახეობებია: ტატუირება, ჩხვლეტა, სხეულის მოხატვა, კანის დასერვა, ფხეკა და ინის გამოყენება. “ბოდი არტის” განვითარება მრავალი გზით არის აღბეჭდილი. მათ შორის - ფოტოგრაფიაში, მხატვრობაში, წიგნებში, ფილმებში და ფერწერაში.
1965 წელს ჰერმან ნიჩმა, ოტო მულიმ, გაუნტერ ბრუსმა და ურსოლფ შვარცკოფმა “ვიენა ექშენ გრუპ” (ვენის მოქმედი ჯფუფი) დააარსეს. ისინი ძირითადად სოციალური ტატუირების შექნით გამოირჩეოდნენ. (ძირითადად ჰქონდათ სექსუალური თემები).
საფრანგეთში „ბოდი არტი” მიშელ ჟურნიაკისა და ჯინა პანის „არტ კოპორელის” სახელით გამოჩნდა.
იტალიაში 1970-იან წლებში ამ მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვანი იყო ქეთი ლა როსა.
ყველაზე ექსტრემალური რაც, ამ მიმიდნარეობის ექსპერიმენტებს შეიძლება მოჰყვეს, სხეულის დასახიჩრება.
XXI საუკუნის ხელოვნებაში განსაკუთრებით გახშირდა ადამიანის სხეულის მორთვის მაგალითები, ადამიანის სხეული საიმედო საშუალებად იქცა მხატვრული გამოსახულებსათვის.
„ბოდი არტის” იდეა საქართველოში მაქსიმუმ ათი წლის წინ შემოვიდა. ამ პერიოდში ხელოვნების დონემდე ნამდვილად ვერ ავიდა, თუმცა არიან ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ცდილობენ ხელი შეუწყონ საქართველოში ამ მიმართულების ჩამოყალიბებასა და დახვეწას. თუ ევროპაში მხატვრები „ბოდი არტის” საშუალებით, შეიძლება ითქვას, გასაოცარ სანახაობებს ქმნიან, ჩვენთან ჯერ მხოლოდ სხეულის გარკვეული, მცირე ნაწილების მოხატვის დონეზე არიან.
იმისათვის, რომ ამ მიმდინარეობის საქართველოში არსებობის შესახებ წარმოდგენა შეგვქმნოდა, „ბოდი არტით” დაინტერესებულ ადამიანებს გავესაუბრეთ, ადამიანებს, რომელთაც ამ სფეროში გარკვეული გამოცდილება უკვე გააჩნიათ.
***
ტატუს კულტურა და მისი ისტორია
თარიღი : 05.21.2020 00:34
Tattoo როგორც სხეულის მოხატვის ხელოვნება
https://tbilisipost.ge/news/tatus-kultura-d...si-istoria/1474ტატუ – ეს არის სხეულის მოხატვის ხელოვნების BODY ART-ის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა. ის არსებობს უბრალოც და ისეთიც, რომელიც ხელოვნების
ნიმუშად ითვლება. თუმცა ხელოვნების ნებისმიერი გამოვლინება სულის ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, ამიტომ ერთი და იმავე ნამუშევარს ყველა სხვადასხვაგვარად აღიქვამს.
საინტერესოა ფროიდის მოსაზრება ტატუს შესახებ. ფროიდი წერდა, რომ ადამიანები იმკობენ საკუთარ სხეულს არარეალიზირებული სექსუალურობის გამო. ფსოქოლოგები რაღაც ნაწილში ეთანხმებიან მას.
თუმცა, ტატუირებას იკეთებენ ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები განსხვავებული მიზნებისათვის.
ფსიქოლოგები გამოყოფენ 5 უმთავრეს მიზეზს, თუ რატომაც უჩნდებათ ადამიანებს ტატუს გაკეთების სურვილი. ეს არის თვითგამორკვევა, დამოკიდებულება თავიანთ შეხედულებებთან. (რელიგია, პოლიტიკა, სპორტი, ხელოვნება და ა.შ) კომპლექსებისგან გათავისუფლება, კანის დეფექტების შენიღბვა და სოციალური სტატუსის დადასტურება.
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.