მეც მივიღებ მონაწილეობას.. ამჯერად დადებითს..
მოკლედ
ძალიან მიყვარს ეს ნახატი
Edgar Degas - La famille Bellelli..

ვხედავთ ოჯახის პორტრეტს..
დედა.. ორი ქალიშვილი და მამა, რომელის მდებარეობის ფონი და ტანსაცმელი (მისი ღია სახით და წვერებითურთ) ხდის შეუმჩნეველს თუ არა - დაკარგულს..
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მამაკაცი მისსავე ოჯახში უცხოა.. მარტოსული.. ემოციურად სხვაგან..
ამ დროს მისი მეორე ნახევარი.. მეუღლე, დედა და ოჯახის მთავარი საყრდენი..
მკაცრი.. ფიქრია შვილებზე და ნაკლებად მეუღლეზე..
წყვილი, რომლესაც მხოლოდ შვილები და ოჯახის ვალდებულება აკავშირებს..
სხვა მხრივ, ორი განსხვავებული ემოციის და ცხოვრების განსხვავებული შეხედულებების პიროვნებები..
საინტერესოა შვილების პერსონაჟები და მათი განლაგება ნახატზე..
პირველი ქალიშვილი - მშვიდი, მორჩილი და დედაზე მიჯაჭვულ-დამოკიდებული..
თითქოს მის მშვიდ სულიერ მდგომარეობას, დედა უწყობს ხელს, ისევ მისი ძლიერი ნატურიდან გამოდინარე..
მეორე ქალიშვილი - უფრო მიუსვენარი.. გაცილებით მგრძნობიარე თვალებით და სულიერად უფრო ახლოს მამასთან..
მათ სიახლოვეს მამის მზერა და ქალიშვილის მამის სივრცისკენ მიბრუნებული სახეც მეტყველებს...
(ხაზგასასმელია ის მომენტიც, რომ მამის მზერა ხდის მას ოჯახის წევრად.. რომ არა ეს მზერა..
მამაკაცის როლი ზედმეტი იქნებოდა ნახატში.. ამ მზერას ერთგვარი ტრაგიზმი და განწყობა შემოაქვს)
მივუბრუნდეთ ქალიშვილს.. მიუხედავად სულიერი ნათესაობისა, ის უფრო დედასთანაა, ვიდრე მამასთან..
არც მამას უნდა დაემსგავსოს მომავალში - ანუ დაკარგულს პიროვნებას..
და არც დედას - ცივს და ტრადიციულს.. მაგრამ არსებულს და უფრო გარკვეულს, მისსავე როლში..
ის ძლიერიცაა, სულიერად მდიდარიც და დამოუკიდებელიც..
შეუმდგარ წყვილს, მისი დედის და მამის სახით..
მისი პერსონაჟი აქცევს შემდგარ წყვილად...