კი და არ მესმის რა საჭიროა ამხელა აჟიოტაჟი ამ პერფორმანსის გარშემო. მითუმეტეს მაშინ, როდესაც მსოფლიოს სხვა ქვეყნების პერფორმანსები ამაზე სასტიკი და არაესთეტიურია, იმაზე რატომ არავინ არაფერს იძახის? მაინც და მაინც ამ ფურთხებს რომ გადაეკიდეთ. გაეცანით კონტემპორარი არტს და ამაზე უარესს ნახავთ იქ.
რას გავს ეგ გაუთავებელი კრიტიკა იცი? ხშირად მინახავს ადამიანი ნახავს ფილმს, ან წაიკითხავს წიგნს და იტყვის "არ მომეწონა", რომ კითხავ რატომ, გეტყვის "აუ ის პერსონაჟი მაგარი ბოროტი და მახინჯი იყო და იმიტომ".. აი მაგას გავს ზუსტად.. შეიძლება ხელოვნების ნიმუში სიკარგით და სილმაზით შეაფასო? ბევრ სილამაზეს ნახავ შილეს მხატვრობაში? თუ ძალიან სასიამოვნო სცენებია შლენდორფის ფილმში "თუნუქის დოლი"? მითხარი ერთი, არ არის ეგ ხელოვნება?
დღეს საქართველოში ყველა ერთმანეთს აფურთხებს, მერე რა რომ ფიზიკურად არა? ამათმა აიღეს და ფიზიკურად გვაჩვენეს. უბრალოდ საკმაოდ მძაფრად, რაც პრინციპში ახასიათებს პერფორმანსის ხელოვნებას.
და შენ ის არ იყავი, მონალიზას მეც დავხატავო და სულ არაა გენიალურიო რომ იძახდა?
მგონი ჯობია ხელოვნების ისტორიას კარგად გაეცნო ეტაპობრივად, იმასაც გაიგებ რატომ არის მონალიზა გენიალური და იმასაც რომ დღეს ხელოვნებაში 'ესთეტიკა' აღარ არის და ის რომ რაღაც არ არის ლამაზი, არ ნიშნავს იმას რომ 'არ არის ხელოვნება'. ყველაფერს თავისი ეპოქა აქვს და თვითოეულ ეპოქაში ახალი სიტყვა და ახალი გამოხატვის სტილი. დღეს ასე გამოხატავენ. და დროა ეს გაიაზროთ..
ვიმეორებ, თუ არ მოგწონს, არ ნიშნავს იმას რომ ხელოვნება არ არის.
აი ეს, 1 საუკუნის წინ არის დახატული, მაგრამ ჯერ არავის უთქვამს რომ ხელოვნება არ არის. ლამაზიაო იმასაც ვერ იტყვი ობიექტურად.
მაგრამ დარწმუნებული ვარ, დღეს საქართველოში რომ შეიქმნას ასეთი ტილო, დაიწყება "ტიტუუუუუუ ქართველებს როგორ გვაკადრეს.. ჩვენ ამ წმინდა ქვეყანას, როგორ გაგვიბედეს?!" კარგით რაა

სასაცილოა უკვე.