პირველ რიგში : გამარჯობა
არც მახსოვდა ოდესღაც თუ დავრეგისტრირებულვარ აქ მაგრამ არაუშავს, ეხლა მაინც გამომაგდება
და სანამ ვინმე იტყვის რომ ყველაფერი დაკეტილია : ვიცი. მაგრამ მინდა გამზადებული ვიყო ოდესმე, როცა კარანტინი დამთავრდება და მომინდება ცოტა თავის გაბედნიერება.
მოკლედ ახლახანს დავიწყე აკვარელებით ჯღაპნვა, ერთი წელი იწნება, მაგრამ რომ ჩავთვალოთ ის რომ იშვიათად ვხატავ მაინც დიდი ხანი არ არის, ხოოდა
მინდა კარგი აკვარელების ყიდვა, კი ვიცი მე კონკრეტულად რომელი მინდა და არსად არ შემიმჩნევია აქამდე, სურათს ავტვირთავ. კი ძალიან ძვირია, მაგრამ ერთი თვეა თუ მეტია ვეძებ ისეთს, რომელიც კონკრეტულად მომეწონებოდა მე. ჯერ ჯერობით ეს ავირჩიე.
ერთი ნიუანსი ის არის, რომ ეხლა ვიყენებ აკვარელის ფანქრებს, კონკრეტულად Faber Castell Albrecht Dürer(ცალობით იყიდება Antaris-ში მარჯანიშვილზე. მართლა მაგარი ხარისხისაა)და Deli Watercolor Pencils(თითქმის ყველგან იყიდება, კონკრეტული მისამართი შემიძლია მერე დავწერო. 48 ფერი - 40 ლარად. შედარებით იაფიანი ფანქრებისათვის ნორმალურია, მაგრამ მეორეჯერ არ ვიყიდი).
და მე მინდა კონკრეტულად White Nights Watercolour - Ленинград ის წარმოების. ამაზონზე და თვითონ რუსულ საიტებზე ძალიან ძვირია, თან სამსახურიდან გამომიშვეს და ჯერ ჯერობით "ბომჯი" ვარ. თან ფანქრები კი მაგარია, სადმე წასასვლელადაც მართლა კომფორტულია, მაგრამ მაინც ის არ არის, რაც მე მინდა...
თუ ვინმე ერკვევით და შეგიძლიათ მირჩიოთ კარგი აკვარელები არა ფანქრების/ტიუბების ფორმატში ძალიან მადლობელი ვიქნები. ასევე 100% ბამბის აკვარელის ქაღალდი თუ იცით სად იყიდება ეგეც მაინტერესებს, სანამ ამაზონს ისევ არ მივადექი. გამოწერის თვალსაზრისითაც პრობლემა არაა, ალიექსპრესის მანიაკი ვარ და წლებია ვიწერ რაღაცეებს, ამიტომ პრობლემა ეგ არაა, პირიქით, მირჩევნია გამოვიწერ სანამ ველოდო კარანთინის დამთავრებას.
This post has been edited by SamaraMorgan on 16 Apr 2020, 08:23
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)