蓝天-天蓝ვახტანგ ბეწუკელის

უმღერის იგი და ეტყვის წყნარად
შენ მოდგმას ჩემსას რისთვისა სდევნი
ადამიანურ გონებით მარად
სასტიკ სიცხეზე რომ იწვევ ზევით
ო, რომ იცოდე რა უზრუნველად
ხარობენ ხოლმე თევზები წყალში
ჩამოხვიდოდი შენც მათთან ხელად
და გახდებოდი ჯანსაღი მაშინ.
აი ძვირფასი მზე მოცახცახე
წყალში ბანაობს აგერაც მთვარე
და ტალღებიდან იმათი სახე
განა ორ მაგად არ ხიბლავს მხარეს.
ნუთუ არ მოგწონს ეს ზეცა ლურჯი
ესოდენი გრილი და მიმზიდველი
ან შენი სახე რადა ხარ ურჩი
არ გინდა ნახო ეს მყუდრო ველი.
კვლავ ხმაურობენ ტალღები მწყრალი
მეთევზის ფეხებს სწვდებიან თითქმის
ის კი სევდისგან შექმნილა მთვრალი
სატრფო გულისა უხმობდეს თითქოს
ქალი კვლავ ეტყვის უმღერის თანაც
და ძირს ეწევა ვაჟი გრძნობს დაღლას
ეშვება ცივი ტალღები ფარავს
ის აღარავის უნახავს მაღლა.
კიდე არის მეორე თარგმანიც, ავტორი აღარ მახსოვს, თან არც ვიცი რო დავწერო